თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2018, 19:43
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1489,
კომენტარები: 9
ლორან ბლანი: "პოგბას თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია"
ლორან ბლანი, პოგბას მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
ლორან ბლანი:
ბლანის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, ტექნიკურად უფრო მაღლა დგას ვიდრე "არსენალის" ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი და ლეგენდა პატრიკ ვიეირა.

პოგბა 2016-წელს "იუნაიტედმა" შეიძინა ტურინის "იუვენტუსისგან" 105 მილიონის სანაცვლოდ, თუმცა აღნიშნული თანხა ფრანგმა ბოლომდე აშკარად ვერ გაამართლა. მიუხედავად ამისა, მის შესაძლებლობებში კვლავ დარწმუნებულია საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ლორან ბლანი.

"ნუ დავივიწყებთ, რომ ის ახალგაზრდაა, მას კვლავ შეუძლია გაუმჯობესება. ჩემს თაობაში ჩვენ გვყავდა ძალიან შთამბეჭდავი მოთამაშეები, მაგალითად პატრიკ ვიეირა.

"ტექნიკურად ვიეირა მართლაც კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი როგორიც პოგბა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შეტევაში თამაშს ეხება, თუ ის შეძლებს თავისი ტექნიკის ოპტიმიზაციას, ბევრის გატანას შეძლებს. მას აქვს უპირატესობა სხვა ფიზიკურ მოთამაშეებთან შედარებით, ეს თამაშის ნებისმიერ მომენტში გარდატეხას შეიტანს.

"ვფიქრობ მომავალ წლებში მას ტრავმები აღარ შეაწუხებს, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მოთამაშე საფრანგეთისა და "მანჩესტერული" გიგანტისთვის".
- აცხადებს ბლანი FIFA-ს ოფიციალურ გვერდზე.


წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 ივნისი 2018 21:02
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
Redarmy Man - კარგი სტატიებია ვრცლად წერ, თუმცა არის რიგი შეცდომები, სათაური მოკლე გაუკეთე ხოლმე მეგობარო, და მოკლე შინაარსშიც ვრცელ ინფორმაციას ნუ ჩაწერ იქაც მოკლე აღწერა გააკეთე. საბოლოო ჯამში კარგია.
0
№2
ავტორი: vaja
8 ივნისი 2018 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
pogbam ro sheudo sitipgpg

Pogbam ro sheugdo sitis mand gaketa super klasi da eseti golebi da tamashi sul yofiliyos man gadafara is chavardnebic yvelaferi eg ise gamisworda manus cudi seriebi damaviwyda da gulis gatexva da sitistan ase shors yofna.imedia ufro dgvinda ifiqra moemzdada da ufro magar shedegebs dagdebs
0
№3
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2018 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Manchesteruli giganti momewona:))❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 ივნისი 2018 22:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი აღნიშნავს და მართალიცაა რო უნდა ულიდეროს საფრანგეთს ამ მსოფლიოზე, ბოლოს და ბოლოს უნდა გაიხსნას, რაც შეუძლია იმის ნახევარ პოტენციალს ავლენს ჯერ-ჯერობით.
0
№5
ავტორი: Phil Jones
8 ივნისი 2018 23:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: ikeoni
Manchesteruli giganti momewona:))❤️

კაი ბლანმა მაინც არ თქვას ეს? :)))
0
№6
ავტორი: JuanMata
8 ივნისი 2018 23:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გაუმჯობესება არ ჭირდება, უბრალოდ ბურთი ხშირ შემთხვევაში ზედმეტად დიდხანს უჭირავს და ცოტა მეტი მონდომება უნდა.

ფიზიკაში, ტექნიკაში არ აქვს წუნი, ფსიქოლოგიურ-მენტალური პრობლემა აქვს უფრო. ბევრად უფრო მარტივად და ეფექტურად შეუძლია ითამაშოს.

კარგი შანსი აქვს ნაკრებში წარმატებულად გამოვიდეს. გააჩუმოს კრიტიკოსები და ახალი სეზონი კარგი განწყობით დაიწყოს.

25 წლის ასაკში უკვე უნდა შეგეძლოს იმის გარჩევა, რა არის ეფექტური დრიბლინგი და რა ბურთის უაზროდ თრევა.
0
№7
ავტორი: PaLoMo
9 ივნისი 2018 06:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
რონალდუზე დაიწერა ხელფასს უზრდიანო...25+ 7 მილიონი ბონუსებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: JuanMata
9 ივნისი 2018 13:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: PaLoMo
რონალდუზე დაიწერა ხელფასს უზრდიანო...25+ 7 მილიონი ბონუსებით


ანუ რჩება ისევ რეალში?
ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება.
ბეილს 222 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გავყიდითო, ნეიმარის ფასი დაადეს.
0
№9
ავტორი: ikeoni
9 ივნისი 2018 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Neta fredze ra xdeba araferi iwereba tramvazee??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top