"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პირველი ოფიციალური ტრანსფერი განახორციელა. რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ "წითლი ეშმაკების" ღირსებას ბრაზილიელი ფეხბურთელიც დაიცავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია იმით, რომ გაუწყოთ ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფრედერიკო როდრიგესის ტრანსფერი უკრაინული "შახტარიდან" "ოლდ ტრაფორდზე".
უახლოეს მომვალში, შესაბამისი განცხადებები გაკეთდება, როგორც ფეხბურთელის ასევე კლუბის წარმომადგენლების მხრიდან. - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ - საიტზე.
შეგახსენებთ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მაიკლ კერიკის შემდეგ, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა საფეხბურთო კარიერა და მარუან ფელაინის შემდეგ, რომელიც დიდი ალბათობით დატოვებს ჟოზე მოურინიოს გუნდს, ახალი ნახევარმცველი იასპარეზებს, ბრაზილიელი ფრედი მომვალი სეზონიდან კლუბის ღირსებას ოფიციალურად დაიცავს.