თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2018, 11:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1710,
კომენტარები: 9
ნევილი "იუნაიტედის" სატრანსფერო მიზნებზე საუბრობს
ნევილის აზრით კლუბს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ესაჭიროება.
ნევილი
"იუნაიტედის" ექს - ფეხბურთელი და კაპიტანი გარი ნევილი, რომელიც ამჟამად Sky Sports - ის ექსპერტად მუშაობს, "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო მიზნებზე საუბრობს.

"მე აქამდეც მითქვამს, რომ უსიტყვოდ მათ ესაჭიროებათ მცველები დაცვის ხაზში. განხილვის თემა არის მხოლოდ ის, რომ რომელ პოზიციას უფრო სჭირდება გაძლიერება, მარცხენა მცველის, ცენტრალურის, თუ მარჯვენა მცველის. ანტონიო ვალენსიას შეცვლა აუცილებელი არ არის, თუმცა გუნდში მისი კონკურენტის მოყვანა საჭიროა.

შემდეგი პოზიცია, რა თქმა უნდა ნახევარდაცვის ხაზია, საჭიროა ისეთი ფეხბურთელი რომელიც უკარნახებს შეტევებს და ორგანიზებას გაუწევს ყველაფერ ამას. ვფიქრობ, რომ თქვენ ამისთვის განიხილავთ, ნემანია მატიჩს, ანდერ ერერას, პოლ პოგბას, მაგრამ ეს ფეხბურთელები სხვადასხვა სათამაშო სტილს განეკუთვნებიან, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ მაიკლ კერიკმა კარიერა დაასრულა, საჭიროა მისი შემცვლელის მოყვანა, ვინც თავდამსხმელამდე ბურთს მარტივად მიიტანს და თამაშის ტემპს გააკონტროლებს. ვიტყოდი, რომ ეს არის ის რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ახლა აკლია და კიდევ, გუნდში ვინგერის მოსვლა საჭიროა.

იმ ყველაფრის ფონზე, რა თანხებსაც დღეს ხარჯავს "სიტი", ხარჯავს "ჩელსი" და "იუნაიტედი", უნდა გაკეთდეს სწორი გათვლა და გუნდში მსოფლიო კლასის ფეხბურთელის არსებობა მნიშვნელოვანია, ფეხბურთელის რომელიც თამაშის მიმდინარეობას მთლიანად შეცვლის მოედანზე. შეხედეთ უბრლოდ "ბარსელონას" მადრიდის "რეალს", უკანასკნელ 5 - 6 წელს, მათ გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. ფინალის დროსაც კი, მადრიდელთა სათადრიგოზე გარეთ ბეილი იჯდა. ხაზს ვუსვამ სათადარიგოზე იჯდა ! მათ რა თქმა უნდა ყავთ ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ სივრცეების შექმნა რონალდუსთვის ბენზემასთვის და ასევე შეუძლიათ ის, რომ გარეთ ბეილი სათადარიგო სკამზე დასვან.

აი რატომ იგებენ ისინი ჩემპიონთა ლიგას, იმიტომ, რომ მათ ყავთ შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები რომელთაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ფეხბურთელი რომელიც საჭირო დროს მოედანზე სათამაშო სცენარს შეცვლის. მე აღფრთოვანებული ვარ ისეთი ფეხბურთელით როგორიც ბეილია. ვისურვებდი მეხილა მესი "იუნაიტედში", რონალდუ, ნეიმარი, ან ყველა ერთად, მაგრამ ისმის კითხვა სურთ მათ, ამჟამინდელი კლუბის დატოვება და სხვაგან გადაბარგება".
- ციტირებს ნევილის სიტყვებს - Manchester Evening News.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
2 ივნისი 2018 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სწორს ბაზრობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: men1me
2 ივნისი 2018 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
მართალია ეს კაცი გვჭირდება ისეთი ფეხბურთელი ვინც თამაშის სურათს შეცვლის,ატმოსფეროს შექმნის მოედანზე და სწორედ წარმართავს თამაშის მიმდინარეობას.რაც არ უნდა ვიძახოთ პოგბაზე არ შეუძლია ამ ბიჭს ლიდერობა,თამაშის თავის თავზე აღება
2
№3
ავტორი: Phil Jones
2 ივნისი 2018 13:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სწორია ეს კაცი. კერიკის ბოლო თამაში რო ვნახე გული დამეწვა და საბოლოოდ დავამტკიცე რომ მისი დონის და მისი სტილის ფეხბურთელი გუნდში ფიზიკურად არაა, პოგბა-მატიჩი-ერერაზე სწორი თქვა , სამივე სხვადასხვა სტილისაა მაგრამ არცერთი არაა ისეთი აი სქოულზი და კერიკი რომ იყვნენ, მცველი ბურთს რომ გადააწვდიდა და მერე ცენტრიდან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. არ ვიცი ნამდვილად ვინ არის დღეს ასეთი ვისი ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ ფაქტია რომ ვუდვორდმა მარტო ფინანსურ მხარეზე არ უნდა იფიქროს ტრანსფერის დროს.
0
№4
ავტორი: ikeoni
2 ივნისი 2018 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martali xar Gary martaliii
0
№5
ავტორი: giorgiginturi
2 ივნისი 2018 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მართალი ხარ გარი, მარა სად უნდა ეძებო ასეთი იგროკები, შენ შეჩვეული ხარ ფერგიუსონის ტემპს, კერიკი გიგზი სქოულზის გვერდით თამაშს და აღარაა ბაზარზე ასეთი მოთამაშეები და საერთოდ თუღა არსებობენ ხო? ისინი ნამდვილად სწორი თქვი კლუბს არ დატოვებენ.... ყოველთვის გადაუხდიან იმდენს რასაც იუნაიტედი შესთავაზებს.... სამწუხაროდ იმ ხანაში სადაც თქვენ ხალხს ფეხბურთი შეაყვარეთ რომელ დროსაც ............
სქოულზი, გიგზი, რუნი, რიო, ვიდიჩი, ევრა შეენ თავად :) სამწუხაროდ ყოველ საუკუნეში არ იბადებიან ასეთები..
0
№6
ავტორი: onlyred
2 ივნისი 2018 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
სხვა რად გინდათ ბაბუმ 99ში სათადარიგო სკამით კოიგო ლიგა ✌ჩემპიონატს 11 კაცი არ იგებს.
მინიმუმ 15 უნდა გყავდეს ტოპ მოთამაშე და დანარჩენები საშუალო დონის მაინც..
დღეს ძირითადიდან ალბათ 3-4 დავტოვებდი, დანარჩენები სათადარიგო ვარიანტებად დავტოვებდი
0
№7
ავტორი: bziki
2 ივნისი 2018 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მსოფლიო დონე არა მარა სტილით ფრედი გავს კერიკს დაახლოებით,შეუძლია თამაშის კონტროლი თუ მოუმატებს კიდე ხო ვაბშე კამფეტი იქნება
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივნისი 2018 16:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალია, სწორი და კარგი ტრანსფერებია საჭირო
0
№9
ავტორი: VALERI.s
2 ივნისი 2018 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ალექს სანდრო. ალდერვეიელდი. ფრედი და ბეილი. ესენი აუცილებლად მისაყვანები არიან + ბელერინი მომწონს ძაან და მილინკოვიჩი თუ ფასს დაუწევენ თუ არადა ბელოტივით დაუვარდება ფასი შემდეგ სეზონში და მერე ვიყიდოთ! რაც შეეხება გარის სიტყვებს აბსოლიტურად ვეთანხმები ყველაფერში!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top