თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2018, 09:56
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 6
ფერგიუსონი საავადმყოფოდან გაწერეს
სერ ალექსი მკურნალობას სახლში განაგრძობს.
ფერგიუსონი საავადმყოფოდან გაწერეს
თავის ტვინზე გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, "იუნაიტედის" ყოფილმა დამრიგებელმა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა მძიმე სიტუაციასთან გამკლავება შეძლო და ახლა უკვე სარეაბილიტაციო პროცედურებს სახლში განაგრძობს.

The Sun - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა საავადმყოფო უკვე დატოვა და მკურნალობას ოჯახურ გარემოში განაგრძობს, რაც მის სტაბილურ მდგომარეობაზე მიანიშნებს.

76 - წლის სპეციალისტი დღემდე დიდი გავლენით სარგებლობს "მანჩესტერ იუნაიტედში". შეგახსენებთ, ფერგიუსონმა "წითელი ეშმაკების" თავკაცის პოსტზე 27 - წელიწადი დაჰყო. ის ასევე კლუბის კეთილი ნების ელჩად არის დნიშნული, სადაც ხელფასის სახით სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს.

ლეგენდარული ხელმძღვანელი "მანჩესტერს" 1986 - 2013 - წლებში წვრთნიდა. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა უამრავი ტიტულის მოპოვება შეძლო და სერ ალექსიც "იუნაიტედის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
2 ივნისი 2018 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მართლაც ვერასოდეს იპოვის ფერგიუსონის შემცვლელს, იუნაიტედი :((((
ღმერთმა დალოცოს და დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობა... ეს ის პიროვნებაა ვინც ჩვენ ყველას შეგვაყვარა ეს კლუბი.......
2
№2
ავტორი: men1me
2 ივნისი 2018 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ჯამრთელობას გისურვებ სერ ალექს.შენ ხარ ვინც ეს გუნდი და ზოგადად ფეხბურთი შემაყვარა

აჩვენე ცელიან კაცს ვინ არის ბოსი
0
№3
ავტორი: ikeoni
2 ივნისი 2018 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gmertma jamrtelad amyofos ❤️
0
№4
ავტორი: tupaca
2 ივნისი 2018 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ძალიან კარგი, ფერგი ტრიბუნაზეც კი დიდი ძალაა
0
№5
ავტორი: onlyred
2 ივნისი 2018 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
აქაც დამატებითში ქამბექ დადო ტიპმა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივნისი 2018 16:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სრულიად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top