თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2018, 13:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2430,
კომენტარები: 19
კაპელო: "რონალდუს "იუნაიტედში" სურს თამაში"
იტალიელი სპეციალისტის აზრით, რონალდუს სურვილები ნათელი მისახვედრია.
კაპელო:
ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ, პრესის ფურცლების აზრით ჯერი მადრიდელთა სუპერ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდუზეა.

მადრიდის "რეალის" ყოფილ დამრიგებელმა, იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელს კლუბიდან წასვლა ნამდვილად სურს, მისი შემდეგი გაჩერება კი "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

"ვფიქრობ, რომ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიიტედში" დაბრუნება სურს, მის თანამემამულესთან ჟოზე მოურინიოსთან მუშაობით ის კვლავ ინტერესდება. ამ მომენტისთვის მადრიდში რონალდუს ჩანაცვლება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შეუძლია ეს ფეხბურთელი კი რობერტ ლევანდოვსკია". - განაცხადა კაპელომ Sky Sport - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა რონალდუსა, "წითელ ეშმაკებს" კიდევ ერთ მადრიდელს უკავშირებენ. წამყვანი სპორტული გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიო პერესის უელსელი ფეხბურთელის, გარეთ ბეილის გადბირებას ეცდება.

წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 ივნისი 2018 13:10
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ამის დაბრუნებაზე მეტად არაფერი გამისწორდება. რონის ფანატი ნაღდად არ ვარ, და მისი წასვლით ნაღდად დამწყდა 2009 - ში გული. თუმცა, თუნდაც 33 წლის რონალდო რომელმაც, ასაკის მატებასთან ერთად მხოლოდ სისწრაფე დაკარგა და მეტი არაფერი, გუნდში უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს ბევრი მიზეზის გამო, 1. ეს კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. 2. სწორი ნაბიჯი იქნება აირჩიოს იუნაიტედი და ფერგიუსონი ვიდრე სხვა კლუბი. 3. მენტალობა მოედანზე, გავლენა და გოლის გატანის დაუცხრომელი სურვილი, რაც ჩვენ გუნდს უმთავრესად წაადგება. გასახდელშიც და მინდორზეც ეს უდავოდ ლიდერი იქნება თავისი გუნდის. მესმის, აქ ზოგიერთის აზრი, რომ იუნაიტედი არ არის ხანდაზმულების თავშესაფარი, მაგრამ ეს ის მომენტია როდესაც ეს სიტყვა რონალდუზე არუნდა გამოიყენო, იბრაჰიმოვიჩმა კარგად ვნახეთ რაც გააკეთა, არანაკლები ჯანზეა ესეც და არანაკლები შეუძლია თუ მეტი არა იბრაჰიმოვიჩზე. ასე რომ რონალდუ სახლში უნდა დაბრუნდეს.
0
№2
ავტორი: luka 7
1 ივნისი 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
აუუ რაც ზიდანი წავიდა რონის წამოსვლის შანსიც იზრდება.ჩემი ოცნებაა რომ მოვიდეს
0
№3
ავტორი: WeAreUnited
1 ივნისი 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
სვანი ერთს ვიტყვი რა ეს თუ ხანდაზმულია 6ე ოქროს ბურთს რომ აწევს წელს მერე ვისაუბროთ ხანდაზმულობაზე ტიპი იმენა ისეთი კლასნია რომ 41ის რომ იყოს მაინც მინდა ამის დაბრუნება ამის დროს რომ თამაშებს ვუყურებდი ვტკბებოდი ისეთ რამეებს აკეთებდა გუნდი როგორ არ უნდა მინდოდეს ლეგენდარული 7იანის დაბრუნება მითუმეტეს რომ ამის მოსვლით რავიცი ეს ახალგაზრდობა უფრო დაღვინდება ისწავლიან და დააყენებინებს ტრაკს ძალიან ბევრ მატრაკვეცა ფეხბურთელს მოედანზე და რავიცი როგორ უნდა თქვა ამაზე ბებერი ტიპი გოლების მანქანაა ყველა რეკორდს ამხობს არ მესმის
0
№4
ავტორი: The Special One
1 ივნისი 2018 13:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეს ტრანსფერი წელს მგონი ყველაზე რეალურია <3333333333333333
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: Svanchester
1 ივნისი 2018 13:52
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: WeAreUnited
სვანი ერთს ვიტყვი რა ეს თუ ხანდაზმულია 6ე ოქროს ბურთს რომ აწევს წელს მერე ვისაუბროთ ხანდაზმულობაზე ტიპი იმენა ისეთი კლასნია რომ 41ის რომ იყოს მაინც მინდა ამის დაბრუნება ამის დროს რომ თამაშებს ვუყურებდი ვტკბებოდი ისეთ რამეებს აკეთებდა გუნდი როგორ არ უნდა მინდოდეს ლეგენდარული 7იანის დაბრუნება მითუმეტეს რომ ამის მოსვლით რავიცი ეს ახალგაზრდობა უფრო დაღვინდება ისწავლიან და დააყენებინებს ტრაკს ძალიან ბევრ მატრაკვეცა ფეხბურთელს მოედანზე და რავიცი როგორ უნდა თქვა ამაზე ბებერი ტიპი გოლების მანქანაა ყველა რეკორდს ამხობს არ მესმის

გეთანხმები. მემგონი უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ეს აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. აი წელს ვინც მგონია, რომ მოვლენ: ფრედი აუცილებლად, ალექს სანდრო იუვენტუსიდან, რონალდო შეტევის ხაზში. ბეილი არამგონია რადგან დარჩენის შანსები მაგას უფრო გაეზარდა ზიდანის წასვლის შემდეგ, მილინკოვიჩ სავიჩს მოიყვანენ კიდევ, და ალდერვეირელდს, ის პორტუს ახალგაზრდა მარჯვენა მცველი წინა დრეს რომ დავწერე სტატია. ჩემი აზრით ეს ტრანსფერები დაიდება.
0
№6
ავტორი: WeAreUnited
1 ივნისი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: Svani

ძალიან მაგარი ტრანსფერები იქნება მაგრამ ბეილს თუ არ მოიყვანენ მარჯვენა კრაი ისევ ისე დარჩება
0
№7
ავტორი: Svanchester
1 ივნისი 2018 14:21

მარჯვნივ საპოვნელია ვინმე აუცილებლად, რონალდუს და ბეილის ერთად ტრანსფერი არამგონია მოხდეს. ერთ - ერთი უეჭველია. მე რონალდუ მირჩევნია, მარჯვნივ კი უნდა მოინახოს ვინმე.
0
№8
ავტორი: JuanMata
1 ივნისი 2018 14:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე სხვა ტრანსფერებზე რომ საერთოდ აღარაა ინფორმაცია, ძალიან ცუდია.

კარგია რონალდო, მოვიდეს, გამოცდილება, ავტორიტეტი, კლასი, ფული - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რონალდო თამაშობს პოზიციაზე, სადაც პრობლემა ასე თუ ისე ნაკლებად გვაქვს (შედარებით ვამბობ, თორემ ისე ყველგან გვაქვს პრობლემა). ან მარცხენა ფლანგზე უნდა დადგეს და სანჩესი დაჯდეს სკამზე (უცნაური იქნება ნახევარი სეზონის შემდეგ), ან თავდამსხმელად და ლუკაკუ დაჯდება სკამზე (ეს მეორე უცნაური რამ - 80 მილიონიანი თავდამსხმელი გიზის სკამზე).

მაგრამ თუ შანსი იქნება, რა თქმა უნდა უნდა მოვიყვანოთ.

ამ დროს მარჯვენა ფლანგზე არანაირი სიახლე არაა, ფრედის და სანდროს ტრანსფერი "48 საათში" იქნება. ერთადერთი აქტიური საუბარი ვიზეც მიდის - არნაუტოვიჩია, რომელიც სად უნდა წავიღოთ, თუ რონალდო დავიმატეთ, წარმოდგენა არ მაქვს.

ყოველ სეზონში ვუშვებთ ერთი და იგივე უაზრო შეცდომას - არ ვყიდულობთ ფეხბურთელებს, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება.
რაღაც უნდა მოუხერხონ ამ არეულ, ქაოსურ ტრანსფერებს.
0
№9
ავტორი: beqno2
1 ივნისი 2018 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
manchesteri shemzizgdeba me rogorc vatyob :( gaatrion eg nagavi fexburteli ar moatrion
0
№10
ავტორი: Lalana
1 ივნისი 2018 15:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ეს კაცი თან მინდა მოვიდეს და თან არ მინდა.იმის გამო მინდა,რადგან ასეთი კლასის ფეხბურთელი თუნდაც ამ ასაკში ჩვენ გუნდში არც კი მოიძებნება,ასევე არის ლიდერი,რომელსაც შეუძLია საკუთარ თავზე აღება თამაშის და გუნდისთვის წინ გაძღოლა,ამასთანავე მანჩესტერის აღზრდილია და დიდი სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ შვიდ ნომრიან მაისურში.ასევე არის მეორე ფაქტი თუ რატომ არ მსურს.როგორც მოგეხსენებათ საკმაოდ ბევრი პოზიციაა გასალიერებელი გუნდში,ფლანგის მცველებიდან დაწყებული,ნახევარდაცვითა და გარემარბით დამთავრებული.დაახლოებით ეს პოზიციები რომ შეივსოს ექვს ფეხბურთელამდეა მოსასვლელი.თანხა კი ექვს ფეხბურთელზე რომ გავანაწილოთ საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოდის.მოურინიოს გამოუყოფდნენ რაღაც ოდენობის თანხას და ამ რაღაც ოდენობიდან რომ რონალდოს ყიდვაზე დაიხარჯოს შემდეგ ისე დავრჩებით რომ იმ სუსტ წერტილებს რომელიც გუნდს ააქვს ბოლომდე ვერ შეივსება.იქ სანდროში 50 მილიონს ითხოვენ,აქეთ ტობიშიც მაგდენივეს ითხოვენ,ასევე ფრედიზეც საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ,თან მარჯვენა მცველიც დასამატებელი გვყავს,ასევე მარჯვენა გარემარბიც,რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა იქნება დასახარჯი და რამდენად გვიღირს ეს რონალდოდ აი მაგაშIა საქმე.ასევე რომ მოვიდეს საკმაოდ დიდი ხელფასიც დაენიშნება,შემდეგ სხვებიც წამოიწევიან და მოითხოვენ სახელფასო ჭერის გაზრდას და ასე შემდეგ.არ ვიცი,ხელმძღვანელობას უტეხია მაგაზე თავი,მაგრამ ფაქტია რომ გუნდს სადაც სუსტი წერტილი აქვს პირველ რიგში იქ უნდა გაძლიერდეს და შემდეგ მიხედონ სხვა ასეთ ტრანსფერებს.

ციტატა: JuanMata
ყოველ სეზონში ვუშვებთ ერთი და იგივე უაზრო შეცდომას - არ ვყიდულობთ ფეხბურთელებს, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება.
რაღაც უნდა მოუხერხონ ამ არეულ, ქაოსურ ტრანსფერებს

სრულიად გეთანხები,უკვე მერამდენე წელია მარჯვენა ფლანგის პრობლემა გაქვს და არაფრით არ ავსებენ მაგ ადგილს.აი არ ვიცი რატომ.ფაქტიურად მთელი სეზონი ხომ გარემარბების გარეშე ვთამაშOბთ და ასევე მხოლოდ მარცხენა ფლანგით ვუტევთ.ერთადერთი თუ ვალენსია გაიქცეოდა,თორემ სხვაგვარად მარჯვენა ფლანგიდან თითქმის არასოდეს ხორციელდებოდა შეტევები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top