თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2018, 14:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1634,
კომენტარები: 4
ყოფილი აკადემიელების შესანიშნავი შედეგი
ლინგარდის, პოგბას და რეშფორდის საერთო მონაგარი გასულ სეზონში.
ყოფილი აკადემიელების შესანიშნავი შედეგი
ინგლისის ჩემპიონატის 2017/18 - წლების სეზონის გამარჯვებული პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი გახდა. "ქალაქელებმა" სარეკორდო 100 - ქულის მოგროვება შეძლეს და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" ტიტულისთვის ბრძოლაში შანსი არ დაუტოვეს.

მოურინიოს შეგირდებმა ჯამში 81 - ქულას მოუყარეს თავი. "წითლებმა" ასევე ყველაზე მეტჯერ შეინახეს მშრალად საკუთარი კარი და ესპანელ კიპერმა დავიდ დე ხეამ, კარიერაში პირველად ოქროს ხელთათმანიც დაისაკუთრა.

"იუნაიტედმა" ჯამში მეტოქის კარი 68 - ჯერ დალაშქრა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ახალწვეული რომელუ ლუკაკუ გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში თავი 16 - გოლით და 7 - საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლუბის ყოფილ აკადემიელებმა: მარკუს რეშფორდმა, ჯესი ლინგარდმა და პოლ პოგბამ "მანჩესტერის" მიერ პრემიერ ლიგაში გატანილი 68 - გოლიდან, 41 - ში მიიღეს მონაწილეობა.

ვარსკვლავბიჭუნას ანგარიშზე 7 - გოლი და 5 - საგოლე გადაცემა დაფიქსირდა, ჯესი ლინგარდმა საკუთარი აქტივი 8 - გოლით და 5 - საგოლე გადაცემით შეავსო, ხოლო პოლ პოგბამ "იუნაიტედის" გულშემატკივრი 16 ჯერ გაახარა, მაშინ როდესაც 6 - ჯერ თავად დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 10 - ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.


წყარო: sports.ru
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
30 მაი 2018 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მოუმატეთ, ეს არ კმარა.... სულ სუონსი და კრისტალ პალასები არ გეყოლებათ... წინ ევრო ტურნირებზეე. ბიჭებო........ დაიბრუნეთ დიდება ძველი, მიბაძეთ სქოულზი გიგზი ბექემის გზაკვალს....
ფოტოების გადაღება გოლების და სასურველი შედეგების მერე უფრო ლამაზია და არა წვეულებებზე ხეტიალით.... wink
0
№2
ავტორი: LASHQARA
30 მაი 2018 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მოურინიოს ჩაჯმული "სულისკვეთება" რომ არა ეხლა ბევრად მეტი იქნებოდა გატანილი გოლების რაოდენობა და სევილიასთანაც სირცხვილს არ შევჭამდით ჩამჩებით... am
1
№3
ავტორი: ikeoni
30 მაი 2018 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ara cudi shedegi❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
31 მაი 2018 09:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე მეტია საჭირო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top