თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2018, 11:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1879,
კომენტარები: 4
"იუნაიტედს" პორტუგალიელი მარჯვენა მცველი სურს
ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა მარჯვენა მცველს პორტუგალიაში ეძებს.
პორტუგალიური "პორტუს" მარჯვენა განაპირა მცველმა დიოგო დალომ, შესაძლოა კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ და ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდეს.

"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი მენტორი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ 19 - წლის მარჯვენა მცველს შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს "წითლების" ამჟამინდელ განაპირა მცველ ეკვადორელ ანტონიო ვალენსიას, რომელიც უკვე ასაკშია შესული და როტაციას აუცილებლად საჭიროებს.

The Telegraph - ის ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ ამ ოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ დიოგოს შეძენის შემთხვევაში "ოლდ ტრაფორდელებს".

პორტუგალიის ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრებიდან, დალოს ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა ირიცხება.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 მაი 2018 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Bevri araferi uketesi unda moviyvanot
0
№2
ავტორი: bziki
30 მაი 2018 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ ვიცი საერთოდ თუ განიხილება პირველი გუნდისთვის,ჭორი რო არაა და მართლა ფიქრობენ იასნია სკაიც წერს და კიდე ბევრნი.მარცხნივაც შეუძლია. ისე რაც ვნახე არაა ცუდი ბიჭი ჟოზეს ესეთ ტრანსფერებში ვენდობი.პორტუგალიელია და თვითონ იცის, ისე ხასიათითაც თითქმის ყველა გაწონასწორებულ და მშრომელ ტიპს ეძებს რავი ვნახოთ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 მაი 2018 09:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სავარაუდოთ რეზერვებისთვის უნდათ
0
№4
ავტორი: SHOTAMESSI10
31 მაი 2018 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ვალენსიას შემცვლელი იყიდონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top