ბუკმეიკერების მიერ მინიჭებული არასახარბიელო კოეფიციენტი "იუნაიტედს" » MANUTD.GE - მანჩესტერ იუნაიტედის მხარდამჭერები საქართველოში
თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2018, 20:52
ავტორი: Svani,
ნანახია: 1632,
კომენტარები: 9
ბუკმეიკერების მიერ მინიჭებული არასახარბიელო კოეფიციენტი "იუნაიტედს"
ბუკმეიკერების აზრით 2018/19 - წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონს ეს გუნდი მოიგებს.
ბუკმეიკერების მიერ მინიჭებული არასახარბიელო კოეფიციენტი
ზედიზედ სამი სეზონია, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მადრიდული გრანდი, ფლორენტინო პერესის სამეფო კლუბი "რეალი" დომინირებს. ტურნირის წლევანდელ სეზონში, ზიდანის გუნდმა ამჯერად ინგლისური "ლივერპული" დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი, ვინც ტურნირზე სახელის გადარქმევის შემდეგ, სამჯერ მოიგო ლიგა თანმიმდევრულად.

ძნელი წარმოსადგენია თუ რა შედეგებს დადებს მომვალ სეზონში უმოტივაციოდ დარჩენილი "რეალი" ამ ტურნირზე. ბუკმეიკერების აზრით ზიდანის გუნდი, მომავალ სეზონში ტურნირის მთავარ ფავორიტად აღარ ჩაითვლება.

"სევილიასთან" სენსაციურად განცდილი მარცხის შემდეგ, შეცდომის გამოსწორებას, გლეიზერების ოჯახის "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ძალებით ეცდება. ჟოზე მოურინიო ახალი ტრანსფერებისთვის ემზადება და სავარაუდოდ გუნდში ახალ სახეებს სულ მალე ვიხილავთ. თუმცა, მსოფლიო ფეხბურთის წინასწარმეტყველებმა (ბუკმეიკერები), "წითელ ეშმაკებს" არასახარბიელო კოეფიციენტი მიანიჭეს ამ ტურნირზე.

წარმოგიდგენთ ბუკმეიკერების მიერ დასახელებულ, იმ გუნდების კოეფიციენტებს რომელთაც მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, ამ კლუბებს ექნებათ. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ ფავორიტად ისევ ესპანური კლუბი ითვლება, ოღონდ ამჯერად არა "რეალი", არამედ მისი დაუძინებელი მტერი, კატალონიის "ბარსელონა". კატალონიელების მსგავსად მეორე "მანჩესტერულ" კლუბ "სიტის" იგივე კოეფიციენტი მიენიჭა.

1. "ბარსელონა" (ესპანეთი). კოეფიციენტი - 5.50
2. "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი). კოეფიციენტი - 5.50
3. "რეალი" (ესპანეთი). კოეფიციენტი - 6.50
4. "ბაიერნი" (გერმანია). კოეფიციენტი - 6.95
5. "პსჟ" (საფრანგეთი). კოეფიციენტი - 10.00
6. "ლივერპული" (ინგლისი). კოეფიციენტი - 11.00
7. "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი). კოეფიციენტი - 15.00
8. "ატლეტიკო" (ესპანეთი). კოეფიციენტი - 15.00


წყარო: sports.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№9
ავტორი: JuanMata
30 მაი 2018 12:51
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1418
ციტატა: giga garishvili
ლივერპული, სიტი და პსჯ მანჩესტერზე წინ რომ არის ნებისმიერი სტატისტიკით უკვე ეჭვებს აჩენს.. იმის მიუხედავად, რომ ლივერპული და პსჯ ფაქტიურად ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის დასვენებულები ხვდებიან, ერთი მხრივ, საფრანგეთის ჩემპიონატში გინდ გითამაშია და გინდ არა და მეორე მხრივ, ლივერპული თასებიდან ყოველთვის თავიდანვე ვარდება და 10 ტურის შემდეგ ყოველთვის იცის რომ მხოლოდ მე - 4 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. მთავარი ფავორიტი არის ისევ რეალი(გუნდის ბალანსი მაქვს მხედველობაში).


რატომ აჩენს ეჭვებს, წინა წელს სიტიზე დაბალი კოეფიცინტი მოგვცეს, მგონი რეალის და ბარსას მერე იყო ემიუ, მაგრამ მანჩესტერმა ლიგაზე საშინელი თამაში აჩვენა, ლივერპული ფინალში გავიდა, პსჟ-ს ძაან მაგარი ფებურთელები ჰყავს და სიტი კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც შეუძლია შედეგის მოტანა.
ეს გუნდები ერთმანეთთან თამაშით გამოვარდნენ და ჩვენ ისე დავტოვეთ ლიგა, ძლიერი მეტოქე არც გვყოლია.

რეალურად მანჩესტერი ამ შემადგენლობით და თამაშით ნამდვილად არაა ლიგის ფავორიტი.

ტრანსფერების მერე შეიძლება დაიკლოს კოეფიციენტებმა, თუ დროზე შეუდგებიან საქმეს.
0
№8
ავტორი: f.c.mu
30 მაი 2018 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 52
ყველაზე სამარცხინო წაგება იყო სევილიასთან მანჩესტერისთვის ამ ბოლო წლბში
ნამდვილად არ მიკვირს ესეთი შედეგი
0
№7
ავტორი: giga garishvili
29 მაი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ლივერპული, სიტი და პსჯ მანჩესტერზე წინ რომ არის ნებისმიერი სტატისტიკით უკვე ეჭვებს აჩენს.. იმის მიუხედავად, რომ ლივერპული და პსჯ ფაქტიურად ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის დასვენებულები ხვდებიან, ერთი მხრივ, საფრანგეთის ჩემპიონატში გინდ გითამაშია და გინდ არა და მეორე მხრივ, ლივერპული თასებიდან ყოველთვის თავიდანვე ვარდება და 10 ტურის შემდეგ ყოველთვის იცის რომ მხოლოდ მე - 4 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს. მთავარი ფავორიტი არის ისევ რეალი(გუნდის ბალანსი მაქვს მხედველობაში).
0
№6
ავტორი: irakli87
29 მაი 2018 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მარჯვენა მცველზე მეტად მე ვფიქრობ რომ მარცხენა მცველი გვესაჭიროვება. ვალენსიას ფლანგი ნაკლებად სუსტია ვიდრე მარცხენა. ვერ ვხდები ყველა რატომ ითხოვს მხოლოდ მარჯვენა ფლანგის შევსებას. (არც ეგ იქნება ცუდი თუმცა ჯერ მარცხენა გაძლიერდეს უმჯობესია) შოუს იმედი მე არ მაქვს და არც იანგის.
0
№5
ავტორი: ikeoni
29 მაი 2018 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5461
ციტატა: robert lewandovski
მსაჯი კიდე თუ არ დადებს პენალტებს საჯარიმოსი მოხვედრილ ხელზე, უსამართლოდ თუ გაუგდებს მოწინააღმდეგე გუნდს ფეხბურთელს და ჩაუთვლის თამაშგარედან გოლებს კიდევ მოიგებს დარწმუნებული ვარ უეფადრიდი :)

Sanam peresi Iqneba mand manamde ganagdebuli aqvs padeshka mag tesl gunds
0
№4
ავტორი: snatch77
29 მაი 2018 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 135
უფრო მეტი უნდა გვქონდეს , ერთადერთი პოზიცია , სადაც პრობლემა არ არსებობს არის მეკარე , რაც შეეხება სხვა პოზიციებს: გუნდის დაცვა ჯერჯერობით დაუბალანსებელია,საჭიროა აუცილებლად ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, ერთი მაღალი დონის გამოცდილი ცენტრი და რაც მთავარია დიდი წმენდა უკანა ხაზში, არ ჩამოვთვლი სახელებს , რაც მეტი წავა მით უკეთესი. ნახევარდაცვაში ერთი უმაღლესი კლასის მოთამაშეა საჭირო , რომელსაც ექნება მრავალმხრივი შესაძლებლობები , გუნდში არ არსებობს ამპლუით მარჯვენა ვინგერი. მარსიალი , რაშფორდი და სანჩესი მარცხნივ არიან უფრო პროდუქტიულნი, მატა ათიანია , ლინგარდი ხასიათის კაცი. ჩემზე არაფერია დამოკიდებული მაგრამ , რადგან ამდენი ვწერე სასურველ ხალხსაც დავწერ : ბელერინი , გოდინი , კოკე , ვიდალი , ბეილი. სავიჩსა და ფრედზე ვერაფერს ვიტყვი , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ არ მაქვს ნანახი მათი თამაშები.
0
№3
ავტორი: robert lewandovski
29 მაი 2018 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ციტატა: SANDROGRIGA
მანჩესტერის შანსები რამდენია ეს ამ გუნდის ობიექტურ გულშემატკივრებზე უკეთესად არავინ არ იცის ალბათ

თუ გააკეთა ტრანსფერები აქვს შემოგევლე ძმაო, მანიუსაც აქვს და ძალიან ბევრ გუნდს, მაგრამ ყველა გუნდს ერთი რაღაც ეწინააღმდეგება და უეფაა, ჩემი დადებული პროფილის მოწმობს ამას. უბრალოდ როგორც ფეხბურთის გულშემტკივარი, ძალიან მინდა სამართლიანი გამარჯვებული ჰყავდეს ლიგას მაგრამ...
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2018 21:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 5527
მანჩესტერის შანსები რამდენია ეს ამ გუნდის ობიექტურ გულშემატკივრებზე უკეთესად არავინ არ იცის ალბათ
0
№1
ავტორი: robert lewandovski
29 მაი 2018 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
მსაჯი კიდე თუ არ დადებს პენალტებს საჯარიმოსი მოხვედრილ ხელზე, უსამართლოდ თუ გაუგდებს მოწინააღმდეგე გუნდს ფეხბურთელს და ჩაუთვლის თამაშგარედან გოლებს კიდევ მოიგებს დარწმუნებული ვარ უეფადრიდი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

27 აგვისტო 2018, 23:00
იუნაიტედი
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა
1 სექტემბერი 2018, 18:00
ბარნლი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
15 სექტემბერი 2018, 20:30
უოტფორდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი27 აგვისტო
ბარნლი1 სექტემბერი
უოტფორდი15 სექტემბერი

წინა მატჩები

19 აგვისტო 2018, 19:00
ბრაიტონი3
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
10 აგვისტო 2018, 23:00
იუნაიტედი2
ლესტერი1
პრემიერ ლიგა
5 აგვისტო 2018, 22:15
ბაიერნი1
იუნაიტედი0
წინასასეზონო ტურნე
ბრაიტონი19 აგვისტო
ლესტერი10 აგვისტო
ბაიერნი5 აგვისტო

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top