თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2018, 19:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1729,
კომენტარები: 7
შესაძლოა, ჰარტმა რომერო ჩაანაცვლოს
სენსაციური ინფორმაცია მედიაში.
შესაძლოა, ჰარტმა რომერო ჩაანაცვლოს
მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი სათადარიგო კიპერი ეყოლება და ის ჯო ჰარტი გახდება.

"იუნაიტედი" ამჟამინდელი მეორე მეკარის, სერხიო რომეროს შენარჩუნებით რისკავს, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარის ღირებულება და მოთხოვნილებები კი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომელიც დავიდ დე ხეას სათადარიგო მეკარეს უნდა ჰქონდეს.

31 წლის ჰარტმა "სიტის" მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სიმპატია ვერ დაიმსახურა და იჯარის წესით ორჯერ განათხოვრება "ტორინოსა" და "ვესტ ჰემში" ვერ დაეხმარა იმის დამტკიცებაში, რომ საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის.

გასულ სეზონში "ჩაქუჩების" რიგებში ჩატარებულმა ცუდმა თამაშებმა მას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დააკარგვინა. სწორედ ამიტომ ეძებს ახალ გამოწვევებს, რათა თავისი ადგილი დაიბრუნოს. რომერო კი ამ დროს "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას აპირებს.

არგენტინელი მეკარე რამდენიმე სათასო მატჩს ატარებდა, მაგრამ წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა მოურინიო ინგლისის თასის ფინალსა და ნახევარფინალში დე ხეას დაყენება ამჯობინა.

ამის შემდეგ კი მოხდა უფრო დიდი იმედგაცრუება, რამაც 31 წლის რომეროს კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში - მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მან ტრავმა მიიღო და არსებობს საფრთხე, რომ ტურნირს დააკლდეს.

რაც არ უნდა მოხდეს მუნდიალზე, რომეროს მტკიცედ აქვს "იუნაიტედის" დატოვება გადაწყვეტილი, რაც მოურინიოს შემცვლელის პოვნას აიძულებს.

სავარაუდო მომსვლელთა შორის არიან "სელტიკისა" და შოტლანდიის ნაკრების 35 წლის მეკარე კრეიგ გორდონი და "ვესტ ბრომის" კარის დარაჯი ბენ ფოსტერი, რომელიც "იუნაიტედში" მანამდეც თამაშობდა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: zlatan ibrakadabra
29 მაი 2018 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ჰარტი ბოლო პერიოდში საშინელებაა ამას ჯობია პერეირა დააწინაურონ
0
№2
ავტორი: gaga1987
29 მაი 2018 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
namdvilad jobia pereiras mieces shansi.za tu rame oharac aris rezervebshi.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2018 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შანსი არარი wink
0
№4
ავტორი: ikeoni
29 მაი 2018 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Moacilet amis debili Deda's shsveci sitidan gamogdebuli mekares maniu moiyvans
0
№5
ავტორი: Svanchester
29 მაი 2018 23:48
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: ikeoni
Moacilet amis debili Deda's shsveci sitidan gamogdebuli mekares maniu moiyvans

Ikeoni, გინებებისგან თავი შეიკავე. საიტზე მაქსიმალურად დაიცავით ცენზურა.
0
№6
ავტორი: makaveli
30 მაი 2018 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: gaga1987
namdvilad jobia pereiras mieces shansi.za tu rame oharac aris rezervebshi.

აუ მაგ ოჰარას სეივები ვნახე და მომეწონა ეგრედწოდებული "დაბლ სეივებიც გააკეთა" და მგონი დროა რო გამოიყვანონ ზამენაზე
0
№7
ავტორი: SHOTAMESSI10
31 მაი 2018 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ჰარტი თუ მოვა რომერო წავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top