თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2018, 19:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1552,
კომენტარები: 3
მანჯუკიჩს პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს
"იუვენტუსი" თავის ლიდერთან განშორებას არ აპირებს, მაგრამ საპირისპიროს ფიქრობს ფეხბურთელი.
მანჯუკიჩს პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს
CalcioMercato ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს პრემიერ ლიგაში თამაში სურს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მის შენარჩუნებას აპირებს.

მანჯუკიჩს გარდამავალი წარმატება ჰქონდა 2015 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ. აწ უკვე დასრულებულ სეზონში კი ხორვატმა სერია A-ში ჩატარებულ 32 მატჩში მარცხენა ფლანგზე მოქმედების შედეგად გაიტანა 5 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

CalcioMercato-ს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი ამტკიცებს, რომ ალეგრი მომდევნო სეზონში მარიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი როლის მინიჭებას აპირებს და ამ პირობით ფეხბურთელის შენარჩუნებას ეცდება.

ალეგრი მანჯუკიჩს უფრო მეტ სათამაშო დროს დაჰპირდა მომდევნო სეზონში ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ ხორვატი კლუბის დატოვებას აპირებს არა ისეთი გამოწვევისთვის, როგორიც სხვისთვის ჩინურ კლუბში გადასვლა იქნებოდა, არამედ ისეთისთვის, როგორიც პრემიერ ლიგაა.

შესაძლოა, მანჯუკიჩმა მალე ითხოვოს ტრანსფერზე დაყენება, მაშინ კი მოურინიო თავის ინტერესს ქმედებაში გარდასახავს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში შეიძენს კიდეც ფეხბურთელს.

წყარო: calciomercato
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: zlatan ibrakadabra
29 მაი 2018 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ზამენისთვის კაია მარა შანსი არა ამისტვის რო მოვიდეს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2018 21:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ინტერესი იყოს მანჯუკიჩის მიმართ
0
№3
ავტორი: ikeoni
29 მაი 2018 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gamoricxuli mgonia amis transferi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top