თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2018, 18:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1440,
კომენტარები: 3
BBC: ბეილი "ტოტენჰემში" არ დაბრუნდება
გარეთ ბეილს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს.
BBC: ბეილი
გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" დატოვების შემთხვევაში "ტოტენჰემში" არ დაბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი ორი გოლის შემდეგ ბეილმა განაცხადა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.

ფეხბურთელის აგენტი ჯონათან ბარნეტი ესპანურ კლუბთან აღნიშნულ საკითხს მიმდინარე კვირაში განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ "დეზებს" 2013 წელს განხორციელებული სატრანსფერო შეთანხმების შედეგად ბეილის 85 მილიონ ფუნტად დაბრუნების საშუალება აქვთ, ეს არარეალურად ჟღერს.

ჩრდილო ლონდონურ კლუბს აქვს შანსი, პრემიერ ლიგის მკვიდრების ნებისმიერი მისაღები თანხა გადაფარონ, მაგრამ ბეილს მოქმედი კონტრაქტი "რეალთან" 2022 წლამდე აკავშირებს და ყოველკვირეულად ხელფასის სახით 400 ათას ფუნტს მოითხოვს გადასახადების გარეშე.

BBC Sport-ი გვატყობინებს, რომ ბეილმა და მისმა მრჩეველმა "ბერნაბეუზე" დარჩენა არ გამორიცხეს, მაგრამ უელსელი არ აპირებს ზინედინ ზიდანის გუნდში მეორეხარისხოვანი როლის მორგებას.

როგორც არ უნდა იყოს, უამრავ კლუბს სურს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულის გადაბირება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ შეძლებს მისი ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ბეილს ჯერ კიდევ წინა წლებში უკავშირებდნენ, მაგრამ მის ნაცვლად კლუბმა დიდი ინვესტიცია ჩადო ალექსის სანჩესში, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ შემდეგში სხვა პოზიციების გაძლიერებას ეცდება.

"მანჩესტერ სიტი" თავის აქცენტს რიად მარეზისკენ მიმართავს, ხოლო ამოუცნობი მომავლის მქონე მწვრთნელით დაკომპლექტებულ "ჩელსიში" გადასვლა მიმზიდველ წინადადებად არ უნდა ითვლებოდეს.

ინგლისს მიღმა კი "პარი სენ-ჟერმენს" აქვს ფინანსები ბეილის გადასაბირებლად, ხოლო "ბაიერნი" და "იუვენტუსი" საკმაოდ სახელოვან კლუბებად ითვლებიან იმისათვის, რომ უელსელის შეძენაზე პრეტენზია ჰქონდეთ.

წყარო: bbc.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
29 მაი 2018 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
fonansevi armaintereswbs.sachiroa marjvena vingeri da morcha.an ea an dibala.dzneli ikneba magram unda moiyvanon uechveli.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 მაი 2018 21:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ისედაც ცხადი იყო რო ტოტენჰემში არ წავიდოდა
0
№3
ავტორი: ikeoni
29 მაი 2018 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia viyidit am teslaks
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top