თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2018, 22:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2369,
კომენტარები: 8
Independent: "ბეილს "იუნაიტედში" სურს"
უელსელის სურვილი ცნობილია.
Independent:
როგორც ცნობილი გამოცემა The Independent - იუწყება, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებს განუცხადა, რომ "იუნაიტედში" სურს თამაში, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ 28 - წლის ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდის" შეთავაზებას არ დაელოდოს და სხვა კლუბის შემოთავაზებებიც განიხილოს.

"იუნაიტედის" მხრიდან ბეილის მიმართ ინტერესი უკვე დიდი ხანია ვრცელდება - მისი შეძენა ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონს ჰქონდა განზრხული, მაშინ როდესაც ბეილი "საუთჰემპტონის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, ხოლო 2013 წელს სულაც ახლოს იყო გარემარბის გაფორმებასთან, თუმცა გარეთმა "წითელ ეშმაკებს" ესპანეთში თამაში არჩია და ბეილიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღმოჩნდა.

თუმცა აღნიშნული გამოცემა იმასაც წერს, რომ "იუნაიტედი" ჯერ კიდევ ფიქრობს ბეილის შეძენის თაობაზე, ეს ინტერესი კი ძალზედ შემცირებულია. "მანჩესტერში" ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება და მისი შემდგომი ანაზღაურება, რომელიც "რეალში" 600 000 შეადგენს კვირაში, არის დიდი რისკი, გამომდინარე უელსელის ასაკისა და ტრავმიანობისადმი მიდრეკილების გამო.

გარეთის შეძენის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს, ის რომ "წითლებმა" ზამთარში ალექსის სანჩესი დაიმატეს. ასევე ვრცელდება ინორმაცია, რომ ჟოზე მოურინიო შეტევის ხაზის გაძლიერებაზე კონცენტრირებას არ აპირებს და სხვა პოზიციებს უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა.

თავად ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგაც დაანონსა, რომ შესაძლოა ზაფხულში მადრიდული კლუბი დატოვოს.


წყარო: manutd.ru
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
27 მაი 2018 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მივესალმები ამის ტრანსფერს.უბრალოდ ისე დედა არღნიანი პერესი ესე ადვილად არდათმობს.
0
№2
ავტორი: ikeoni
27 მაი 2018 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rais 600 000 Dzalian bevrs xoar weren?:))
0
№3
ავტორი: Malboro463
27 მაი 2018 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არ მინდა რეალის დატოვებაო და უნაიტედიო ხომ ამბობდა? ეხლა აზრი შეიცვალა?
ბოლოს მაინც ლინგარს მოუწევს მარჯვნივ სირბლი და პერეირას დააბრუნებენ შემცვლელად
1
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
28 მაი 2018 10:24
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: ikeoni
Rais 600 000 Dzalian bevrs xoar weren?:))

შეცდომაა კვირაში 600 ათასი შანსი არაა :)
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
28 მაი 2018 11:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოაწყდა ჭორები
0
№6
ავტორი: glory28
28 მაი 2018 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ჭორი მგონიაააა არ არის ეს აქ გადმომსვლელი
0
№7
ავტორი: shotkin
28 მაი 2018 21:37
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რო დაფიქრდე რეალი ერთდროულად რონალდოს და ბეილს არ გაყიდის ეგ ფანტასტიკის სფეროა ეგრე ძაან არ დასუსტდება რეალი.
0
№8
ავტორი: GEORGIAN7
29 მაი 2018 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
dexea plius 70 limoni da waiyvat beili:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top