თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2018, 09:22
ავტორი: Svani,
ნანახია: 1489,
კომენტარები: 16
რონალდუმ "რეალიდან" წასვლა დაანონსა
პორტუგალიელმა სამეფო კლუბის დატოვებისკენ მიანიშნა.
რონალდუმ
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გახდა. სამეფო კლუბმა კიევში ოლიმპიურ სტადიონზე ინგლისურ "ლივერპულს" ანგარიშით 3-1 სძლია და ევროპის საუკეთესო ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.

შეხვედრაში სრულად მიიღო მონაწილეობა მადრიდელთა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, თუმცა პორტუგალიელმა ამჯერად თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რონალდომ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, მადრიდელთათვის შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და დაანონსა, რომ მომავალი სეზონიდან სხვა კლუბის მაისურს მოირგებს. გთავაზობთ ციტატას რონალდუს ინტერვიუდან.

"მადრიდის "რეალში" ძალიან კარგი დრო გავატარე. უახლოეს დღეებში გულშემატკივრისათვის განმარტებებს გავაკეთებ, ისინი ყოველთვის გვერდში მედგნენ და მხარს მიჭერდნენ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ და სიამოვნება მივიღოთ ამ მომენტით.

მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მომავალზე საუბარი ამ მომენტში მნიშვნელოვანი არ არის. ვნახოთ რა მოხდება".
- ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს - Marca.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 5 გზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. სწორედ "ოლდ ტრაფორდიდან" გადაბარგდა დიდებული შვიდიანი "სანტიაგო ბერნაბეუზ" 2009 წელს იმ დროისთვის რეკორდულ ფასად. მადრიდელთა შემადგენლობაში ლეგენდარულ ფეხბურთელმა 438 მატჩში 450 გოლის გატანა შეძლო.



წყარო: sportarena.com


გსურთ რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" ისევ ხილვა?

დიახ
არა

ინტერვიუები
16 კომენტარი
№16
ავტორი: Rooni
28 მაი 2018 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 284
gaajvi ra
0
№15
ავტორი: OzBeTa
28 მაი 2018 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
პროსტა მაგრად მიკვირს ინ ხალხის ვინც იძახით რომ არ გვინდა რა არ გვინდა ტო? ელემენტალუური მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხდება წელსაც და ამ ასაკშიც ძაან მაგარ ფორმაშია აბა გაიხსენეთ ამ ასაკში ვინ გამხდარა კიდე საუკეთესო ? არავინ ანუ ტიპი ხოდზეა ჯერ ამის ჩამოწერა და დაბერება შორსააა. მახსოვს სიახლე წავიკითხე რონალდოზე წელს რომ შეუმოწმებიათ ყველანაირად და ექიმებმა 24 წლის ბიჭის ორგანიზმი აქვსო თქვეს, ეს კიდე მინიმუმ 3 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს დარწმუნებული ვარ და ბოლო ბოლო რონალდოა ვიღაც პავლე ხო არაა. ნეტა დაგვიბრუნდეს და სიამოვნებით მივიღებთ და მაგრადაც გამოგვადგებააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№14
ავტორი: Malboro463
27 მაი 2018 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4324
ცხრიანზე ბევრ თავდამსხმელს აჯობებს მარა პრემიერ ლიგაში რამდენად გაქაჩავს სიბერეში ეს ცალკე საკითხია.
ამის მოხოდილი ფეხბურთელის კიდე ცალკე დე და ვატირე მე ეგოისტი ნა ბოზარია + დიდ მატჩებში ხშირად ისვრის ხოლმე მაგას ჯობია სხვა ვარსკვლავებზე აეწყოს გუნდი ვინმეს ავტორიტეტი რომ არ ჭრიდეს და 1 სი რის იმედზე რომ არ იყოს გუნდი ისეთი.
0
№13
ავტორი: vaja
27 მაი 2018 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
movides erti ras izams mara armgonia.jer reshfordi atamashdes nelnela ixveweba da chemi azrit magari momavali aqvs am baushvs manus varslklavi gaxdeba mere tu gaiyda imedia eshmakebis rigebshi iqneba da ziritats moipovebs
1
№12
ავტორი: Svani
27 მაი 2018 18:54
  • სიახლეები: 894
  • კომენტარები: 2118
ციტატა: men1me
მარტო მე მაქვს ეს პრობლემა?პასუხს ვერ ვაბრუნებ კომენტარზე.სვანი ყველას რო თავის აზრი აქვს იმიტომ ვთქვი არმინდათქო და შენ მწერ შენ აზრებს მე არა.მოდი ერთი პეტუხი რონალდუს გამო ნუ ვიკამათებთ,მე არ მინდა და ვსო.შენ გინდა რო დაბრუნდეს.მე სხვა თვალით ვუყურებ ფეხბურთს შენ სხვა

შენ იმიტო გიპასუხე მეგობარო, რომ ჩემი კომენტარის მერე, შენი კომენტარი იყო დაწერილი, ჩემ კომენტარში რონალდუს დაბრუნება ვისურვე, შენ კომენტარში კი კითხვა დასვი რატო გინდათო ამის დაბრუნება. კითხვა დასვი და მეც გიპასუხე რატო მინდოდა ესაა და ეს, მე არაფერს არ გახვევ და საკამათოც არაფერია.
0
№11
ავტორი: men1me
27 მაი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 209
მარტო მე მაქვს ეს პრობლემა?პასუხს ვერ ვაბრუნებ კომენტარზე.სვანი ყველას რო თავის აზრი აქვს იმიტომ ვთქვი არმინდათქო და შენ მწერ შენ აზრებს მე არა.მოდი ერთი პეტუხი რონალდუს გამო ნუ ვიკამათებთ,მე არ მინდა და ვსო.შენ გინდა რო დაბრუნდეს.მე სხვა თვალით ვუყურებ ფეხბურთს შენ სხვა
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 მაი 2018 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 5875
მგონია რო არ წავა
0
№9
ავტორი: D.Berbatov 9
27 მაი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ნეტა დაბრუნდებოდეს.. ვოცნებობ.
0
№8
ავტორი: bziki
27 მაი 2018 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1102
სუფთა იბრას პონტი იქნება მენტალურად და კომერციულად გამართლებული,აი თამაშის მხრივაც ზუსტად იბრას სტილში იქნება თამაშები სადაც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მაგრამ "მრავლად" იქნება ისეთი თამაშებიც სადაც უბრალოდ იდგება.
ჯერ საერთოდ თუ გაუშვა რეალმა ან თითონ მიდის რო?
0
№7
ავტორი: misteryou
27 მაი 2018 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
Premier lugas movigebt es rom dabrundes lukakuze bevrad met gols gaitans
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2018, 15:30
ჩელსი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
23 ოქტომბერი 2018, 23:00
იუნაიტედი
იუვენტუსი
ჩემპიონთა ლიგა
27 ოქტომბერი 2018, 15:30
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
ჩელსი20 ოქტომბერი
იუვენტუსი23 ოქტომბერი
ევერტონი27 ოქტომბერი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2018, 20:30
იუნაიტედი3
ნიუკასლი2
პრემიერ ლიგა
2 ოქტომბერი 2018, 23:00
იუნაიტედი0
ვალენსია0
ჩემპიონთა ლიგა
29 სექტემბერი 2018, 15:30
ვესტ ჰემი3
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ვალენსია2 ოქტომბერი
ვესტ ჰემი29 სექტემბერი

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top