თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2018, 09:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2624,
კომენტარები: 16
რონალდუმ "რეალიდან" წასვლა დაანონსა
პორტუგალიელმა სამეფო კლუბის დატოვებისკენ მიანიშნა.
რონალდუმ
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გახდა. სამეფო კლუბმა კიევში ოლიმპიურ სტადიონზე ინგლისურ "ლივერპულს" ანგარიშით 3-1 სძლია და ევროპის საუკეთესო ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.

შეხვედრაში სრულად მიიღო მონაწილეობა მადრიდელთა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, თუმცა პორტუგალიელმა ამჯერად თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რონალდომ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, მადრიდელთათვის შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა და დაანონსა, რომ მომავალი სეზონიდან სხვა კლუბის მაისურს მოირგებს. გთავაზობთ ციტატას რონალდუს ინტერვიუდან.

"მადრიდის "რეალში" ძალიან კარგი დრო გავატარე. უახლოეს დღეებში გულშემატკივრისათვის განმარტებებს გავაკეთებ, ისინი ყოველთვის გვერდში მედგნენ და მხარს მიჭერდნენ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ და სიამოვნება მივიღოთ ამ მომენტით.

მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მომავალზე საუბარი ამ მომენტში მნიშვნელოვანი არ არის. ვნახოთ რა მოხდება".
- ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს - Marca.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 5 გზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. სწორედ "ოლდ ტრაფორდიდან" გადაბარგდა დიდებული შვიდიანი "სანტიაგო ბერნაბეუზ" 2009 წელს იმ დროისთვის რეკორდულ ფასად. მადრიდელთა შემადგენლობაში ლეგენდარულ ფეხბურთელმა 438 მატჩში 450 გოლის გატანა შეძლო.



წყარო: sportarena.com


გსურთ რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" ისევ ხილვა?

დიახ
არა

ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
27 მაი 2018 09:27
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
კარიერის დიდებულად დასრულება ღირსეულ კლუბში თუ გსურს უნდა დაბრუნდე იქ სადაც გაგზარდეს რონი. ფორვარდის პოზიციაზე ეს კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.
0
№2
ავტორი: men1me
27 მაი 2018 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
რატო გინდათ ამის დაბრუნება ვერ ვხვდები.....ყველაფერი ჰქონდა ადგა და გაიქცა,თან რა უსუსური გუნდი იყო რეალი მაშინ.60 წლისაა და რა იბრასავით 1 წელი ითამაშოს?გაასხას რა

რეალში რო ნენ ნელა წყალი შეუდგა გაახსენდა მანჩესტერი?
0
№3
ავტორი: ikeoni
27 მაი 2018 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Kide xelfasis momateba unda?:))
0
№4
ავტორი: Svanchester
27 მაი 2018 10:09
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: men1me
რატო გინდათ ამის დაბრუნება ვერ ვხვდები.....ყველაფერი ჰქონდა ადგა და გაიქცა,თან რა უსუსური გუნდი იყო რეალი მაშინ.60 წლისაა და რა იბრასავით 1 წელი ითამაშოს?გაასხას რა

რეალში რო ნენ ნელა წყალი შეუდგა გაახსენდა მანჩესტერი?

მე მინდა და რატომ მინდა გეტყვი, იმიტომ, რომ რონალდუს მენტალიტეტი და ავტორიტეტი გუნდისთვის საჭირო იქნება, მოედანზე ამას რა ლიდერული თვიესბებიც აქვს არ მინდა ამაზე საუბარი, ელემენტარული ფეხბურთელებს მოხოდავს და შეტევაზე აფიქრებინებს, მინდა იმიტომ, რომ ფორვარდის პოზიციაზე ამაზე უკეთესს ვერავის მოიყვან, სერ ალექს ფერგიუსონი არ აკრიტიკებს მას რეალში გადასვლის გამო, ადმიანი რომელმაც გაზარდა და ჩამოაყალიბა და ჩვენ ვაკრიტიკოთ ცოტა ინდივიდუალური თემაა.. შენ აკრტიკებ მე არა. არავინ იცის სინამდვილეში რა მოხდა და რატომ გადავიდა, თან უცნაურად დაემთხვა მაშინ რუნი - რონალდუს კონფლიქტი, შესაძლოა ესეც ყოფილიყო მზეზი. ფერგიმ ავტობიოგრაფიულ წგნში კი დაწერა, როდესაც ფეხბურთელი ამხელა პოპულარობას იძენს მისი შეკავება ძნელიაო, ნუ რეალში გადასვლა რონალდუს პირდი სურვილი ყო. მაგის გამო ნუ გავაკრიტიკებთ ადამიანს რომელმაც მანჩესტერში მე პირადად უამრავი ლამაზ წუთი მაჩუქა უამრავ ლამაზ გოლთან ერთად, ბოლო ბოლო ლიგა ამდენი წლის შემდეგ ამან მოგვაგებინა ნუ სულ მთლად მარტო ამანაც არა მე არ ვაკნინებ იმ შემადგენლობას რაც მაშინ გვყავდა მაგრამ რონის წვლილი მაშინ ლომის წვლილი იყო მოგებულ ლიგაში. ზოგი ვაფასებთ რონალდუს მანჩესტერულიი წარსულის გამო იმ კარიერის გამო რაც მან აქ გაატარა, ზოგი არ აფასებთ ნუ რას ვიზამთ ამაზე არ ვიდავოთ, ეს ელემენტარული ინდივიდუალიზმია. შენ შენი აზრი გაქვს მე ჩემი აზრი, მთავარია რომ ერთმანეთის აზრები ერთმანეთს თავზე არუნდა მოვახვიოთ. მე მინდა რონალდოს აქ მოსვლა შენ არა რა პრობლემაა.
0
№5
ავტორი: glory28
27 მაი 2018 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: ikeoni
Kide xelfasis momateba unda?:))

გეთANXMEBI იგივეს დაწერას ვაპირებდი
0
№6
ავტორი: JuanMata
27 მაი 2018 11:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რონალდუს დააბრუნებენ ალბათ, თუ წავიდა რეალიდან. დედამისმაც დაწერა წავიდა გუნდიდან, მანჩესტერში მინდა დაბრუნდესო. თვითონაც თქვა, ფინალში მინდოდა მანჩესტერი გასულიყო ლივერპულის მაგივრადო და მოკლედ ბევრჯერ ახსენეს მანიუ.

ფინანსური კუთხით, ძაან კარგი ტრანსფერი იქნება, დიდ ფულა მოუტანს გუნდს და პლიუს უამრავი პერსონალური ფანი ჰყავს.

თამაშის თვალსაზრისით, რამდენად გააძლიერებს გუნდს არ ვიცი, ცენტრფორვარდად დააყენებენ ალბათ. ვინგერის სისწრაფე და დრიბლინგი აღარ აქვს.
0
№7
ავტორი: misteryou
27 მაი 2018 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
Premier lugas movigebt es rom dabrundes lukakuze bevrad met gols gaitans
0
№8
ავტორი: bziki
27 მაი 2018 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სუფთა იბრას პონტი იქნება მენტალურად და კომერციულად გამართლებული,აი თამაშის მხრივაც ზუსტად იბრას სტილში იქნება თამაშები სადაც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მაგრამ "მრავლად" იქნება ისეთი თამაშებიც სადაც უბრალოდ იდგება.
ჯერ საერთოდ თუ გაუშვა რეალმა ან თითონ მიდის რო?
0
№9
ავტორი: D.Berbatov 9
27 მაი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ნეტა დაბრუნდებოდეს.. ვოცნებობ.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 მაი 2018 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მგონია რო არ წავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top