თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2018, 14:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1863,
კომენტარები: 9
ფრედი: "იუნაიტედის" ინტერესი ძალიან დიდია"
ფრედმა "იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერზე მინიშნება გააკეთა.
ფრედი:
ბრაზილიელ ფეხბურთელი ფრედი, რომლის "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერის შესახებ თითქმის უკვე ყველა ინგლისური სპორტული გამოცემა აქტიურად იწერება, პირველად ალაპარაკდა მედიასთან საკუთარი მომავლის შესახებ და განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მისით ძალიან დაინტერესებულია.

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტის" მხრიდან იყო გარკვეული შემოთავაზება, რომლის შემდეგაც თითქმის ამ კლუბში გადავედი. ზამთარში ასევე "შახტარს" კიდევ ერთ "მანჩესტერულმა" კლუბმა "იუნაიტედმა" მიმართა ჩემს თაობაზე. თუ არ ვცდები დღევანდელ დღესაც "მნჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი ჩემდამი ძალიან დიდია.

ამ მომენტში კონცენტრირებული მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ, ჩემი აზრები მხოლოდ ამ ტურნირის შესახებ ტრიალებს, დანარჩენზე აგენტები იზრუნებენ. უბრალოდ მსურს, რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთო მოედანზე, მოედნის გარეთ კი სატრანსფერო საკითხებზე ჟილბერტო სილვა იმუშავებს. ჩემი წარმომადგენლები ჩემი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავაკეთებ იმ არჩევანს რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება".
- განაცხადა დასასრულს ფრედმა, ეროვნული ნაკრების პრეს - კონფერენციაზე რიო დე ჟანეიროში.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის "შახტარის" პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა ასევე ისაუბრა ფრედის მომავალზე, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ფრედის სანაცვლოთ შესაბამის ანაზღაურებას ელოდება.

"თქვენ იცით, რომ ზამთარში "მანჩესტერ სიტის" მხრიდან იყო შემოთავაზება ფრედის შესახებ, შემოთავაზება რომელსაც თან ახლდა შთამბეჭდავი სატრანსფერო თანხა. მათ დაახლოებით 50 მლიონი ევრო შემოგვთავაზეს თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით და ასევე უკრაინის ჩემპიონატი დასრულებული არ იყო, საჭიროდ მივიჩნიეთ ფრედი ჩვენთან დარჩენილიყო. საბოლოო ჯამში უკრაინის თასი და ჩემპიონატი მოვიგეთ.

პრინციპულად ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი. დარწმუნებული ვარ, რომ ფრედის თაობაზე მივიღებთ უკეთეს შემოთავაზებას ვიდრე ეს ზამთარში "სიტიმ" გააკეთა.
- ციტირებს Manchester Evening News - "შახტარის" პრეზიდენტის სიტყვებს.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
25 მაი 2018 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
პირველს ამას იყიდიან იმდენი იწერება... am
0
№2
ავტორი: The Special One
25 მაი 2018 14:35
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ფრედი,ტობი,ვილიანი,განაპირა მცველები და გავედით :დ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Svanchester
25 მაი 2018 15:26
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ფრედი ჩვენია
0
№4
ავტორი: glory28
25 მაი 2018 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: The Special One
ფრედი,ტობი,ვილიანი,განაპირა მცველები და გავედით :დ

სად გავდივართ ლიგაზე და ეპლს ვდებთ
0
№5
ავტორი: Paulscholes1
25 მაი 2018 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Chmouriniostan ertad vinc ar unda iyidon maximum isev ligaze gavalt da kmayofilebi darchrbian manius mzori xelmzgvanelebi..fu bliad es vis xelshi chavarda maniu
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 მაი 2018 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა იყიდონ წესით
0
№7
ავტორი: vaja
25 მაი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
Imedia mau azrze mova da kai trasfers gaketebs
0
№8
ავტორი: ikeoni
25 მაი 2018 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Midi gadmodi da Dzalian gtxov tvinis tyna ar daiwyo:))
0
№9
ავტორი: PaLoMo
26 მაი 2018 08:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
წესით მსოფლიოს მერე უნდა იყოდონ ტუ ვინმეს ყიდვა უნდათ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top