თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2018, 17:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2061,
კომენტარები: 9
ფრედის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება, მილინკოვიჩი გამოირიცხა
მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
ფრედის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება, მილინკოვიჩი გამოირიცხა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაანონსებულ ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს. "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი სულ მალე მოირგებს "წითელი ეშმაკების" მაისურს.

მხარეებმა ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს და სარანსფერო ფასზე 50 მილიონ ევროზეც შეთანხმდნენ. - იუწყება - იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ცნობილია ასევე ისიც, რომ "წითელ ეშმაკებმა" უარი თქვეს იტალიური "ლაციოს" ჰავბეკის სერგეი მილინკოვიჩ სავიჩის ტრანსფერზე. მიზეზად ფეხბურთელის კოლოსალური ფასი 100 მილიონი ევრო სახელდება, რომლის გადახდასაც "ოლდ ტრაფორდის" მესვეურები სერბ ფეხბურთელში არ აპირებენ.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები თითქოს "შახტარი" 25 - წლის ვარსკვლავს 60 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ დათმობდა, თუმცა როგორც ჩანს უკრაინული მხარე დათმობაზე წავიდა და "იუნაიტედის' გულშემატკივარი მომავალი სეზონიდან ბრაზილიელს წითელ მაისურში იხილავს.


წყარო: ukrainefootball.net


ვის უფრო ისურვებდით "იუნაიტედში"?

მილინკოვიჩ - სავიჩი
ფრედი
ტალისკა
სხვა

ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
24 მაი 2018 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
aucilebelia transperebi.tan dzalian bevri pegburteli gvchirdeba magali donis tore shedegebi arikneba.
0
№2
ავტორი: Qutaiseli
24 მაი 2018 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
სავიჩის უნდა დაითრიონ ძაან მაგარი ბიჭია და პოგბა აწიონ ზემოთ
0
№3
ავტორი: The Special One
24 მაი 2018 18:28
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ძალიან კარგია ფრედი,სავიჩს კიდე თუ ყველა გუნდისთვის მაგდენი მაყუთი მოუხიეს შეაბერდება ლაციოს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: SANCHEZ 7
24 მაი 2018 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ისე სავიჩი ჯობდა ფრედს მგონიი ვნახოთ როგორ გაამართლებს
0
№5
ავტორი: nikamanutd777
24 მაი 2018 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ცუდი არააა
0
№6
ავტორი: Phil Jones
24 მაი 2018 22:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მი;ინკოვიჩს ძალიან ვგულშემატკივრობდი და ასევე ფრედს ცოტა პესიმისტურად ვუყურებდი, ადრე ბევრჯერ დამიწერია ამაზე თუ რატომ, მაგრამ არ ვიცი არ ვიცი, თუ მართლა გაამართლა ფრედმა, მაშინ ფიზიკურად ძლიერ ტიპს რომლისნაირებიც ისედაც ბევრი გვყავს, ცოტა მეტი ტექნიკური არსენალის მქონე ჯობია ასე რომ თუ ამ ტრანსფერს აკეთებენ, იმედია ხელმძღვანელობამ იცის თუ რატომ აკეთებს და იმედია მეტად ჩახედული ხალხი უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 მაი 2018 23:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფრედის თამაშს რასაც ვუყურე ძაან კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად მივესალმები ამ ტრანსფერს
0
№8
ავტორი: ikeoni
24 მაი 2018 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imedia male gaoficialurdeba
0
№9
ავტორი: JuanMata
25 მაი 2018 02:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დი მარციო უაზრო ჭორებს არ წერს, ე.ი. ფრედი მართლა გადმოდის.
სავიჩიც არაა ცუდი ბიჭი, მაგრამ მაინც მგონია, რომ პოგბას ანალოგია, ერთი და იგივე პოზიციაზე თამაშობენ, ერთი სტილი აქვთ.

ტალისკას ტრანსფერი არ ვიცი რამდენად რეალურია, 10-იანის გარეშე თუ ვითამაშებთ, არ ვიცი სად უნდა დადგეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top