თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2018, 09:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1727,
კომენტარები: 9
კერიკი: "პოგბა "იუნაიტედისთვის" დიდი ფეხბურთელია"
მაიკლი ფრანგს აქებს.
კერიკი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამად უკვე ყოფილ ფეხბურთელმა მაიკლ კერიკმა პოგბას შესახებ ისაუბრა და გნაცხადა, რომ მას "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი ნამდვილად აქვს და თვლის, რომ პოლი კლუბს არ შეიცვლის.

გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა "იუნაიტედის" ექვსი ნომერი ტურინის "იუვენტუსს" დაუბრუნდეს. დიდია ასევე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ესპანურ გრანდ მადრიდის "რეალის" მხრიდან.

"პოლ პოგბა ჩვენ კლუბისთვის დიდი ფეხბურთელია. ის აქ საუკეთესო საფეხბურთო წლებს ატარებს, მის გაშვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ". - ციტირებს Sky Sports - კერიკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ დიდებულ ინგლისელ ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა და მომავალ სეზონში გულშემატკივარი მას ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში იხილავს.


წყარო: ukrainefootball.net
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
24 მაი 2018 09:28
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
პროსტა ეს რომ რეალში გაუშვან ზიდანთან,პროსტა მრე ნახრთ პოგბას საოცრებები მადრიდში. ყველას განვითარებას მოურინიო უშლის ხელს ამ კლუბში. როცა მთელ სეზონს ისე ჩაატარებ,რომ არცერთ გუნდს არასდროს არ უტევ. როცა მხოლოდ ფრეზე ხარ ორიენტირებული და ფრე მისაღები შედეგია და ფაფხურით ცდილობ შემთხვევით მოიგო. როცა მხოლოდ მაშინ იწყებ შეტავას,როცა პირველი გოლს გიტანენ და მანამდე სტადიონზე როგორც ბულვარზე ისე ასეირნებ ფეხბურთელებს. პოგბა კი არა,ახლა აქ რო მესი და ნეიმარი მოიყვანო,იმათაც ასე დაცვიდან ათამაშებს დარწმუნებული ვარ. სტილი რომელიც მოურინიომ აირჩია,არის ძალიან მოძველებული და ფაქტიურად არცერთი მწვრთნელი აღარ იყენებს მსგავს ტაქტიკას. ბოლო მწვრთნელი ვინც მახსოვს მსგავსი ტაქტიკით თამაშობდა ქეცბაია იყო საქ ნაკრებში.
0
№2
ავტორი: gaga1987
24 მაი 2018 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მე კერიკის მეიმედება იქნებ რამე შეაგნებინოს მოურინიოს.
0
№3
ავტორი: LASHQARA
24 მაი 2018 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ქერიქი ბევრად დიდი მწვრთნელი გახდება ვიდრე ფეხბურთელი იყო, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ ეს სიტყვები... love ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი თამაშის ხასიათი, მოედნის ხედვა და გუნდური თამაშის ცოდნა, ფერგისთან გატარებული ბევრი წელი და იმ ყველაფრის გამოვლა რაც იუნაიტედმა დღემდე შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, წარმატებები მაიკლ love am
0
№4
ავტორი: glory28
24 მაი 2018 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
კერიკი მომავალი მწვთნელი იქნება მ.უსი
0
№5
ავტორი: JuanMata
24 მაი 2018 11:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: ALEXFERGUSON


მეც სულ ქეცბაია მახსენდება მოურინიოს ფეხბურთზე, ისიც სულ იმაზე ტიროდა, რომ ფეხბურთელები არ ჰყავს.
ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით გაძლიერდა ნაკრები, მაგრამ შეტევა და ბურთის გათამაშება მაინც დაიწყეს და ნორმალურ ფეხბურთს თამაშობენ. მანჩესტერზე უკეთესი პოზიციური შეტევები კი აქვს wink

მოურინიოს რაც შეეხება, გეთანხმები ნამდვილად, ორი წელია გუნდშია, ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი, რომ განვითარდა და უკეთეს სეზონს ატარებს, ვიდრე წინა იყო. ან იგივე დონეზე დარჩნენ, ან გაუარესდნენ. ერთადერთი ამ მხრივ შეიძლება გამოყო, როხო, რომელსაც შარშან ჰქონდა კარგი მონაკვეთი, სეზონის მეორე ნახევარში, სანამ ტრავმას მიიღებდა.
0
№6
ავტორი: ikeoni
24 მაი 2018 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Sad unda wavides xoar gadaobt
0
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
24 მაი 2018 16:27
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: JuanMata
ციტატა: ALEXFERGUSON


მეც სულ ქეცბაია მახსენდება მოურინიოს ფეხბურთზე, ისიც სულ იმაზე ტიროდა, რომ ფეხბურთელები არ ჰყავს.
ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით გაძლიერდა ნაკრები, მაგრამ შეტევა და ბურთის გათამაშება მაინც დაიწყეს და ნორმალურ ფეხბურთს თამაშობენ. მანჩესტერზე უკეთესი პოზიციური შეტევები კი აქვს wink

მოურინიოს რაც შეეხება, გეთანხმები ნამდვილად, ორი წელია გუნდშია, ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი, რომ განვითარდა და უკეთეს სეზონს ატარებს, ვიდრე წინა იყო. ან იგივე დონეზე დარჩნენ, ან გაუარესდნენ. ერთადერთი ამ მხრივ შეიძლება გამოყო, როხო, რომელსაც შარშან ჰქონდა კარგი მონაკვეთი, სეზონის მეორე ნახევარში, სანამ ტრავმას მიიღებდა.

იმ როხოსაც გაუვარდა ნახევარი სეზონი რა :) არა ჩვენი ნაკრები ამ ბოლო დროს გააზრებულ ნორმალურ კომბინაციურ თამაშს თამაშობს, უნაიტედთან შედარებით. რამდენიმე თვის წინ დავწერე კომენტარში და ახლაც იგივეს ვიტყვი. როდესაც ოლტრაფორდზე სევილიას ვეთამაშებოდით, დაძაბეული და განერვიულებული ვიჯექი და ისე ვქომაგობდი. გვერდით რეალის ფანი ძმაკაცი მეჯდა და მეკაიფებოდა ამ სვარკას რატო უყურებო. მეორე გოლი რო გაგვიტანეს,ჩემი 7 წლის შვილი ოთახიდან რეალის მაიკით გამოვიდა (ძმაკაცმა აჩუქა) და რატოა ესეთი ცუდი გუნდი ან რატო მოგწონსო მეკითხება. ამ დროს გამახსენდა ფერგის დრო. ზუსტად ამ ძმაკაცთან ერთად ვუყურებდი თამაშს ასტონვილა როცა 2-0 გვიგებდა. როცა დამიძახა ჰა ამოტენეს შენი უნაიტედიო? ძაან მშვიდად ვუფასუხე. და შენ გგონია ეს თამაში წავაგეთ? და გავარძელე ყურება. ჩიჩარიტოს ჰეთრიკი და მოტრილებული თამაში. მჯერა რომ უნაიტედი დაბრუნდება იქ სადაც მისი ადგილია და დარწმუნებული ვარ გუნდები ისევ გამოვლენ ოლტრაფორდის შიშით მოედანზე უკვე წაგებულის მენტალიტეტით
0
№8
ავტორი: Paulscholes1
24 მაი 2018 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Gaixaret zmebo rom marl
Tla xedavt realur problemas.. pogba martla udidesi fexburtelia ubralod es chmourinio kreatiul fexburtelebs marxavs igive marsiali - reshfordis magaliti avigot.. iyida sanchesi da roca es 2 axalgazrda dafrinavdnen skamze dasva da sanchesic gaafucha.. mokled yvela vxedavt manius problema mwvrtnelia da ara fexburtelebi da meshinia yvela ar gaiqces(((
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
24 მაი 2018 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არაა ნამდვილად გასაშვები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top