თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2018, 18:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1865,
კომენტარები: 10
ალექს სანდროს სატრანსფერო ფასი ცნობილია
"წითელი ეშმაკები" ბრაზილიელს მალე დაიმატებენ.
ალექს სანდროს სატრანსფერო ფასი ცნობილია
არახალია ის ფაქტი, რომ ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი მარცხენა მცველის ალექს სანდროს მიმართ ინტერესს ყველაზე მეტად ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს.

ფეხბურთელის დამატებით "წითელი ეშმაკების" მთავარი მენტორი ჟოზე მოურინიო პირადადაა დაინტერესებული, ვინაიდან თვლის, რომ მარცხენა მცველის პოზიცია გუნდში აუცილებლად გასაძლიერებელია.

სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და შესაძლებელია სანდრო სულ მალე იხილოს გულეშემატკივარმა "იუნაიტედის" მაისურით. Daily Mail - წერს, რომ 27 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდის" მესვეურებს 51 მილიონი ევრო დაუჯდება.

ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში, ალექს სანდრომ ტურინელთა სასარგებლოდ 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემაც შეასრულა.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
23 მაი 2018 19:12
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ალექს სანდრო, ალდერვეირელდი და ფრედი 99 % - ით გადმოსული მგონია.
0
№2
ავტორი: bziki
23 მაი 2018 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სანდრო და ფრედი 90%
ალდერვეირელდი გაიწელება.
ვილიანი ბეილიდან ერთ ერთი ალბათ დაიდება. სხვა ვინგერზე არა მგონია იჩალიჩოს ვაბშე დაიკიდებს ეგენი თუ არ გამოვიდა.
მარსიალი 90 % წასულია,იმედია ისეთ გუნდს მაინც მიცენ რო ჩვენც წამოვიღოთ ვინმე,ყველაფერს იუვენტუსს მიცენ ჯობია და დიბალაზე ჩვენ ვიქნებით ფავორიტები თუ რამე.დიდათ კი არ მინდა დიბალა და ვილიანი/ბეილი თუ მოვიდა მერე ვაბშე გამოირიცხება მარა მაინც მემარცხენეა და ასე თუ ისე გადადის მარჯვნივ მატასავით:)
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2018 20:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ათასი რამე დაიწერება სანამ იყიდიან, თუ იყიდეს.
0
№4
ავტორი: Malboro463
23 მაი 2018 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
შეცდომა დაუშვა ტიტემ ეს რომ არ წაიყვნაა მსოფლიოზე
0
№5
ავტორი: shotkin
23 მაი 2018 22:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცუდი არაა ნამდვილად
0
№6
ავტორი: dybbuk
23 მაი 2018 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ამაზე უკეთესი მარცხენა მცველი დღეს არაა ბაზარზე და ფასიც სავსებით ადეკვატურია, ნამდვილად სწორი ტრანსფერი იქნება ჩემი აზრით, მაგრამ მარჯვნივაც გვინდა ვინმე, ფლანგები საერთოდ მკვდარია და პოზიციური შეტევა ამათ არ იციან, კრაიდან თუ გავალთ ფონს თორე ისევ იგივე კოშმარი ფეხბურთი გველის მომავალ სეზონში როგორც წელს, ალდერვეირელდს ძაან იაფად ყიდულობენ, ზოგადად 250მლნ ფუნტი ექნებაო გამოყოფილი და პლიუს ამას გაყიდული ფეხბურთელებიდან შემოსული თანხა, წესით ყველა რგოლი უნდა გააძლიერონ ოღონდ სწორი ტრანსფერებით და არა რიშარლისონებით და ეგეთებით, დაცვის ფლანგები, მინიმუმ მარჯვენა ვინგერი, ტობი უკვე ვახსენე და 1 ნახევარმცველიც
0
№7
ავტორი: de gea1
23 მაი 2018 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მე ამის დედა ვატირე ტვალები სად აქვტ სკაუტებს? დე ლიქტი იყიდონ გვეყოლება ერტი 15 წელი, ბებრებს რო ყიდულობენ რას ფიქრობენ არვიცი
0
№8
ავტორი: ikeoni
24 მაი 2018 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Magrad minda amis gadmosvla
0
№9
ავტორი: PaLoMo
24 მაი 2018 07:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: de gea1
მე ამის დედა ვატირე ტვალები სად აქვტ სკაუტებს? დე ლიქტი იყიდონ გვეყოლება ერტი 15 წელი, ბებრებს რო ყიდულობენ რას ფიქრობენ არვიცი

დე ლიხტი ცენტრალური მცველია და ეს მარცხენაა...მივესალმები ახლაგაზრდებს თან დელიხტისნნაირებს,მაგრამ ამ რტაპზე მარცხენა მცველი მაგრად გვიჭირს და სანდრო ბებერი არააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: Qutaiseli
24 მაი 2018 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: Svani
ალექს სანდრო, ალდერვეირელდი და ფრედი 99 % - ით გადმოსული მგონია.

მაგათაც დავითრევთ და + მილინკოვიჩ სავიჩს და სიდიბეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top