ალბათ, არავისთვის იქნება მოულოდნელი, თუკი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას გადახედავს და მასში დავიდ დე ხეას გვარს ამოიკითხავს.
არც ლოპეტეგის გაუჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობას გადახედავდა და დაფიქრდებოდა, თუ ვინ უნდა გამოეძახა.
ამიტომ არავის გაუკვირდება, თუკი "ელ ფურია როხას" შემადენლობაში "წითლებიდან" მხოლოდ დავიდს იხილავს, ხოლო ხუან მატასა და ანდერ ერერას ბორტს მიღმა დატოვებულს ვნახავთ.
ლოპეტეგის სხვა პოზიციაზე უფრო მეტი საფიქრალი ექნებოდა, ვიდრე მეკარის შემთხვევაში, ამიტომ შეიძლება საკვირველად ჩაითვალოს ლონდონის "ჩელსის" 4 ესპანელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ სესარ ასპილიკუეტას გამოძახება და მორატას, ფაბრეგასის, პედროსა და ალონსოს ოთხეულიდან ყველას დატოვება.