თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2018, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1389,
კომენტარები: 3
ახალგაზრდებმა ჰოლანდიური ტურნირი მოიგეს
ახალგაზრდული გუნდი უფროსებისგან განსხვავებით უტიტულოდ არ დარჩა.
ახალგაზრდებმა ჰოლანდიური ტურნირი მოიგეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა ჰოლანდიაში ICGT ტიტული მოიგო ფინალში მადრიდის "რეალის" დამარცხების შედეგად.

მეისონ გრინვუდმა გაიტანა ერთადერთი გოლი, რომელიც ასევე მესამე გამოდგა მისთვის აღნიშნულ ტურნირზე.

რიკი სბრაგიას გუნდმა ჯგუფში, სადაც "აზ ალკმაარი", "პალმეირასი" და "უიტჯისტი" თამაშობდნენ, პირველი ადგილი დაიკავა. ადგილობრივი გუნდი "უიტჯისტი" პირველი იყო, რომელიც "იუნაიტედმა" 2-0 დამაარცხა, შემდეგ კი "პალმეირასს" სძლია 1-0, რასაც აზ-სთან უგოლო ფრით დასრულებული მატჩი მოჰყვა.

ამ წარმატებას მოჰყვა ნახევარფინალი "რედ ბულ ბრაზილთან", სადაც 16 წლის გრინვუდმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

გრინვუდი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაგრამ ეს მეტწილად გუნდური წარმატება იყო, რამეთუ ჩატარებულ 5 შეხვედრაში "იუნაიტედს" არცერთი გოლი არ გაუშვია.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 მაი 2018 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol patara bichebs
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2018 15:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კარგი, რეზერვები ვერაფერს იგებენ და, მითუმეტეს პირველი გუნდი
0
№3
ავტორი: Svanchester
23 მაი 2018 17:03
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
თქვენ მაინც მოიგეთ რამე ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top