თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 22:41
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 14
პეტრუჩი:"ჩემი მიზანი პირველი გუნდში მოხვედრაა"
დავიდ პეტრუჩი ახლა არენდის სახით "პიტერბროში" იმყოფება...
პეტრუჩი:
დავიდ პეტრუჩი ახლა არენდის სახით "პიტერბროში" იმყოფება, იმ კლუბში რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონის შვილი დარენ ფერგიუსონი ხელმძღვანელობს. პეტრუჩი ამ კლუბში გამოცდილების მისაღებად გადავიდა, მაგრამ ერთი სული აქვს თუ როდის დაბრუნდება "ოლდ ტრაფროდზე" და "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ გუნდში ითამაშებს.

"მე აქ ძალიან მომწონს – აცხადებს პეტრუჩი MUTV–თან. – ეს ჩემთვის ახალი გამოცდილების მიღებაა, რაც ძალიან მახარებს! ვიმედოვნებ, რომ თავის კარგად გამოჩენას შევძლებ."

"კარგია ასეთი შანსი მიღება, განსაკუთრებით როდესაც იცი, რომ სერ ალექსი ყოველ დღე ეკონტაქტება თავის შვილს. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ის ჩემზე კარგს იტყვის და მეც შანსი მექნება კლუბში დაბრუნებისა."

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელების 80% უწევს ამ პერიოდის გავლა. თუ თქვენ არ ხართ უეინ რუნი ამ მსგავსი ვინმე, მოგიწევთ ჩემპიონშიპში თამაში, გამოცდილების მისაღებად. ვიმედოვნებ, რომ თავს კარგად წარმოვაჩენ და მალე ვითამაშებ "იუნაიტედის" პირველ გუნდში."

"მე "იუნაიტედში" ოთხნახევარი წელი გავატარე და ცოტა უცნაურად მეჩვენება სხვა კლუბის მაისური, რომ მაცვია. ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ყველა ახალგაზრდასთვის ძალიან საჭირო პერიოდია. მე არც ისე კარგად ვითამაშე, მაგრამ უკე მესმის, რომ პრემიერ ლიგა და ჩემპიონშიპი ითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას. ასე რომ ვიმედოვნებ, ამ სტილზე ადაპტირება მოვახდინო, შევძლო დიდ კაცებთან თამაში და წარმატებას მივაღწიო."

"სკოტ ვუტონი უკვე იყო ამ კლუბში არენდით. ის აქ ყველას იცნობს და ძალიან კარგი ბიჭიცაა. როგორც კი, აქ გადმოვედი , მისი დახმარებით ჩავერთე კოლექტივში და არანაირი პრობლემა ადაპტაციასთან არ მქონია."


წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2013 22:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
პერსპექტიული ბიჭია ეს ძაან....და რა პესრპექტიულად ამტკივდა ხელები წერიით wink
0
№2
ავტორი: Amanda Seyfried
8 თებერვალი 2013 22:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მომწონს ეს ბიჭი
0
№3
ავტორი: UTD-Rule
8 თებერვალი 2013 22:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მართლა ნიჭიერი ბიჭია ეს ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: BERDI
8 თებერვალი 2013 22:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lado Ghonghadze,
wink ჯერ სად ხარ რამდენი პერსპეკტიული ფეხბურთელი გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: love united
8 თებერვალი 2013 22:50
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო!..პეტრუჩი კარგი ბიჭი ჩანს...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2013 23:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Lado Ghonghadze,
საღოლ საღოლ!

მომწონს ეს ბიჭი, იმედი მაქვს ამისი hi2
0
№7
ავტორი: RVP (20)
8 თებერვალი 2013 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
მომწონს ეს ბიჭი ძალიან მონდომებულია love
0
№8
ავტორი: ReCoVeR1
8 თებერვალი 2013 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კაი ბიჭია ტურნეზე კარგად თამაშობდა love
0
№9
ავტორი: Shako Jones
8 თებერვალი 2013 23:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აუ ეს ჯაან ნიჭიერია
0
№10
ავტორი: Red Hooligan
8 თებერვალი 2013 23:34
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კაი იზრდება ეს :ხ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top