თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2018, 12:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1520,
კომენტარები: 4
მუნდიალზე ორივე არგენტინელი გამოიძახეს
"იუნაიტედის" წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს,
მუნდიალზე ორივე არგენტინელი გამოიძახეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი მარკოს როხო და მეკარე სერხიო რომერო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია რომერო დავიდ დე ხეას ჩრდილშია, მეკარეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს სანაკრებო დონეზე, ხოლო მარკოს როხო არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა საკლუბო დონეზე ხშირად თამაშს.

ამას ხელი არ შეუშლია ხორხე სამპაოლისთვის, თავის 23-კაციან განაცხადში შეეყვანა "წითელი ეშმაკების" დუეტი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებს მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სერხიო რომერო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), უილფრედო კაბალიერო ("ჩელსი"), ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი")

მცველები: გაბრიელ მერკადო ("სევილია"), კრისტიან ანსალდი ("ტორინო"), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი"), ფედერიკო ფასიო ("რომა"), მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მარკოს აკუნია ("სპორტინგი").

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო ("ჰებეი ჩაინა ფორჩუნი"), ედუარდო სალვიო ("ბენფიკა"), ლუკას ბიგლია ("მილანი"), ჯიოვანი ლო სელსო (პსჟ), ევერ ბანეგა ("სევილია"), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი"), მაქსიმილიანო მესა ("ინდეპენდიენტე"), კრისტიან პავონი ("ბოკა ხუნიორსი")

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი")

მუნდიალზე ორივე არგენტინელი გამოიძახეს
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
23 მაი 2018 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რომერო გამაოკლდააა ტრმვა მიიღოოოო
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2018 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რომერო დამოაკლდა სამწუხაროდ
0
№3
ავტორი: Svanchester
23 მაი 2018 19:16
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
რა ძაან სამწუხაროა რომეროს ტრავმა.
0
№4
ავტორი: ikeoni
24 მაი 2018 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dzalian cudi:(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top