თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2018, 18:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1309,
კომენტარები: 5
იანგი: "უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ"
ერერა ოპტიმისტურად არის განწყობილი.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" გამოცდილმა ვინგ-ბექმა, ეშლი იანგმა თანაგუნდელებს ინგლისის თასის წაგებით გამოწვეული იმედგაცრუების დავიწყებისა და მომდევნო სეზონში გაუმჯობესებისაკენ სწრაფვისკენ მოუწოდა.

"წითლები" "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 დამარცხდნენ და ხელიდან გაუშვეს ტიტულის მოგების შანსი.

მატჩის შემდეგ იანგმა პირობა დადო, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მარცხს უკან მოიტოვებენ და უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.

"ვალდებულები ვართ, უფრო ძლიერები დავბრუნდეთ: ძლიერები ჩემპიონატში, ინგლისის თასზე, ლიგის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ყველა ფრონტზე ბრძოლა გვსურს.

წინ ზაფხული გვაქვს, რომლის განმავლობაშიც წინასასეზონო ტურნეზე უნდა მოვემზადოთ. ტიტულების მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს არ გვეწერა.

მეორე ადგილზე გავედით 81 ქულით. სხვა სეზონში ამდენი ქულით ჩემპიონი გავხდებოდით, მაგრამ არც ეს გვეწერა და ეს სამწუხაროა. ცოტა დრო დასჭირდება ყველაფრის თავის ადგილზე დადგომას და ამიტომ მომდევნო სეზონისთვის ზაფხულში მოვემზადებით."


რაც შეეხება თავად თამაშს, 32 წლის ფეხბურთელს სჯერა, რომ "წითლებს" არ გაუმართლათ შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე.

"სამწუხარო დასაწყისი იყო და საბოლოოდ ხელცარიელები დავრჩით. ყველა დაინახავდა მოთამაშეთა რეაქციას მატჩის შემდეგ; არ გვეგონა, რომ დღენვადელ მატჩს წავაგებდით.

აუცილებლად გასატანი მომენტები არ გვქონია, მაგრამ სხვა დროს ასეთი შანსებით გოლი გადის და თამაშსაც იგებ.

მეორე ტაიმში ისინი სულ უკან იხევდნენ, მხოლოდ ჩვენ ვიყავით შეტევაში, მაგრამ გოლი მაინც ვერ გავიტანეთ და ეს იმედს გვიცრუებს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2018 19:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტიტულის გარეშე სეზონის დასრულება ძაან დასანანია. ორი ფინალი წავაგეთ, პრემიერ ლიგაში მეორეზე კი გავედით მაგრამ მგონი მოგების შანსი არც ყოფილა 5 ტურის მერე

ვნახოთ რა იქნება, ყოველ წელს რაღაც აკლია ამ გუნდს და ბოლოს ყოველთვის ყველა მწვრთნელი ფეხბურთელებს აბრალებს, ეს მაშინ როცა თითქმის ნახევარ გუნდს უშვებს თითოეული და ახლები მოყავს
0
№2
ავტორი: ikeoni
20 მაი 2018 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Meore taimshi martla ar gagvimartla
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2018 21:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: GeorgeBest
ტიტულის გარეშე სეზონის დასრულება ძაან დასანანია. ორი ფინალი წავაგეთ, პრემიერ ლიგაში მეორეზე კი გავედით მაგრამ მგონი მოგების შანსი არც ყოფილა 5 ტურის მერე

ვნახოთ რა იქნება, ყოველ წელს რაღაც აკლია ამ გუნდს და ბოლოს ყოველთვის ყველა მწვრთნელი ფეხბურთელებს აბრალებს, ეს მაშინ როცა თითქმის ნახევარ გუნდს უშვებს თითოეული და ახლები მოყავს


გეთანხმები, ნახევარი გუნდი იცვლება ხოლმე მარა...
0
№4
ავტორი: Malboro463
20 მაი 2018 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მომავალშიც კიდე ეს უნდა დაბრუნდეს ? :/
0
№5
ავტორი: Svanchester
22 მაი 2018 10:13
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ძლიერი არ ვიცი მაგრამ შენ, რომ უფრო ბებერი დაბრუნდები ეს კია მარტივი მისახვედრი იმ კონტექსტით, რომ სათადარიგოს აღარ უნდა მოშორდე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top