თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2018, 18:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1542,
კომენტარები: 9
მოურინიო: "წაგება არ დაგვიმსახურებია"
მოურინიო მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის თასის ფინალში "ჩელსისთან" დამარცხება არ დაუმსახურებია.

"წითლები" "უემბლიზე" გამართულ მატჩში გასული ერთადერთი გოლის შედეგად დამარცხდნენ, რომელიც ედენ აზარმა პენალტის გარდასახვით გაიტანა.

მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" მწვრთნელი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

"ჩელსის" მოგება არ დაუმსახურებია

"ვულოცავ მათ, რადგან მოიგეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დაიმსახურეს. ვულოცავ, რადგან მე სპორტსმენი ვარ და მათ ერთით მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ჩვენ, რის შედეგადაც თასი გადაეცათ. ვფიქრობ, მე უნდა ვაკეთო ის, რაც მევალება - უნდა ვიყო პატივისმცემელი და არა მარტო იმის გამო, რომ ეს ჩემი ყოფილი გუნდია, არამედ იმიტომაც, რომ მათ ტიტული მოიგეს. ვფიქრობ, ჩვენ უფრო დავიმსახურეთ გამარჯვება, ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთია. სამწუხაროა. მეორე საუკეთესო გუნდი ვიყავით პრემიერ ლიგასა და ინგლისის თასზე, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ უკანასკნელ ტურნირზე საუკეთესონი ვიყავით."

გავიღეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეგვეძლო

"ცოტა გადატვირთული ვარ დღეს, ხვალ და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იმისათვის, რომ თქვენი აზრები მოვისმინო ან წავიკითხო. ჩემი აზრი ჩემი გუნდის თამაშის შესახებ გულგატეხილობაა, მაგრამ პირადად ჩემთვის ნაკლებად მტკივნეულია, როცა გასცემ ყველაფერს და სინანულის გარეშე მიდიხარ. ასე რომ, მირჩევნია წავაგო დღევანდელის მსგავსად, ვიდრე ისე, როგორც "ნიუკასლმა" მოგვიგო."

ასე წაგება უმჯობესია

"პირველ ტაიმში აბსოლუტური კონტროლი გვქონდა ყველაფერზე. ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გავიღე ყველაფერი, რაც შემეძლო და ვიცი, რომ ფეხბურთელებმაც გაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ასე წაგება მირჩევნია. მირჩევნია, ჩემი ფეხბურთელებით გამოწვეული პოზიტიური შეგრძნებებით წავაგო, ვიდრე დამწუხრებულმა და სინანულის გრძნობის მქონემ."

ლუკაკუს გარეშე გაგვიჭირდა

"ცოტა რთული იყო ლუკაკუს გარეშე თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ცხრა ფეხბურთელით იცავს თავს. "ჩელსი" სულელი არ არის. მათ იცოდნენ, რომ ლუკაკუსა და ფელაინის გარეშე ფიზიკური უპირატესობა არ გვექნებოდა და რვა თუ ცხრა ფეხბურთელის საჯარიმოს წინ გამწესებით მათ სწორხაზოვან ფეხბურთში უპირატესობა მოიპოვეს. ყველაფერი ვცადეთ სხვა ხერხებით, მაგრამ კომპაქტურად მყოფი ფეხბურთელების უდიდესი ბლოკი ედგათ. ასეთი უპირატესობა კი საჭიროა. ნებისმიერი მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავიღეთ. არავითარი სინანული. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს დე ხეა ბურთს არც კი შეხებია. მხოლოდ მაშინ შეეხო, როცა ბადეში გაეხვა. ჩვენს შემთხვევაში ერთი და იგივე იყო, კარში მე ვიდგებოდი თუ დე ხეა. ვერც მე ავიღებდი პენალტს და ჩემი და დავიდის ყოფნა ერთი და იგივე იქნებოდა."

მარუან ფელაინიც დაგვაკლდა

"სათადარიგოზე ლუკაკუს დატოვება რთული გადაწყვეტილება არ იყო, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო გამიადვილდა. ვიცნობ მეტოქეს, რომელსაც ვეთამაშებოდი. ვიცი, რომ მათ ძალიან კომპაქტური დაბალი ბლოკი აქვთ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით, რომლებიც ყველაფერს კეტავენ. ვიცოდი, რომ სამიზნე ადამიანის გარეშე გაგვიჭირდებოდა. ვიცოდი, რომ მინიმუმ ფელაინი გვეყოლებოდა მეორე ხაზიდან, რომელიც მათ დაცვას ფიზიკური ძალის ხარჯზე შეუტევდა. ვიცოდი, რომ გაგვიჭირდებოდა მის გარეშე, მაგრამ არ ველოდი, რომ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო, რადგან ეს უკვე მეტისმეტი გამოვიდა."

ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ დასვენების დროა

"ახლა რთულია თქვენი აზრების წაკითხვა, რადგან არდადეგებზე მაქვს და ამისთვის უფრო მეტი დრო მექნება. 10 თვე ცხოველივით ვმუშაობდი და სუფთა გონებით მივდივარ. მე ყველაფერი გავიღე, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს, ბედნიერი ვარ."

ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
20 მაი 2018 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ასეა თუ ისეა წლევანდელი სეზონი დასრულდა უტიტულოდ, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი როგორც მანჩესტერისთვის ისე ჟოზესთვის, თუ ჟოზემ რაიმე მნიშვნელოვანი ტიტული არ დადო მომდევნო წელს მაგალითად პრემიერლიგა ან ჩემპიონთალიგა უკვე გაუშვებენ გუნდიდან ამაში დარწმუნებული ვარ, მოუს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს ტიტულების მოგება რადგა გაუშვა რეალმა გაუშვა ჩელსიმ და თუ მანჩესტერიც გაუშვებს მნიშვნელოვნად შეილახება მისი რეპუტაცია და არამგონია რომელიმე დიდმა გუნდმა რომლის სტილიც შეტევაზეა ორიენტირებული მოინდომოს მისი მთავრ მწვრთნელად დანიშვნა რა თქმა უნდა ის სედაც დარჩება დიდ მწვრთნელად და არ ვუკარგავ მას თავის წარმატებებს. მოკლედ გუნდში ისევ ძალიან ბევრი პრობლემაა ახალი სისხლია გუნდში საჭირო ისეთი ფეხბურთელები გვესაჭიროება რომლებიც რთულ ვითარებაში ერთმანეთს არ შეაჩეჩებენ ბურთს და უკან პასებს არ გააკეთებენ წაგების დროს, ბევრი ფეხბურთელია გასაშვები ბევრიც მოსაყვანი მოკლედ ეს სატრანსფერო ფანჯარა იქნება ძალიან ბევრის მთქმელი მეტი რო აღარ გავაგრძელო
0
№2
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2018 19:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დარწმუნებული ვარ 1-0ზე ესეც დაცვაში ჩაგდებოდა და ჩელსის ექნებოდა მერე მეტი მომენტი
0
№3
ავტორი: ikeoni
20 მაი 2018 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Mjera ro am zafxuls gaazlierebs joze gunds
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2018 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საპირისპირო შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, ამათ რო წაეყვანათ ანგარიში ჩელსი შეუტევდა და ან გაძლებდნენ და ან არა.
0
№5
ავტორი: JuanMata
20 მაი 2018 21:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: GeorgeBest
დარწმუნებული ვარ 1-0ზე ესეც დაცვაში ჩაგდებოდა და ჩელსის ექნებოდა მერე მეტი მომენტი


ჰო, ოღონდ მაგ შემთხვევაში იტყოდა:
გატანილი გოლის მერე თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. მომენტები კი შეგვიქმნეს მაგრამ სახიფათო არც ერთი არ იყო. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, გავიტანეთ გოლი და მეტოქეს არ გავატანინეთ.

ჩვენი მთელი სეზონის თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ეს თასი არ დაგვიმსახურებია. მე-2 ადგილი ისედაც არ იყო მთლად ლოგიკური. ნუ მაინც ყველაფერი საბოლოოდ სამართლიანად განაწილდა. ტოტემ, ლივემ და ჩვენ 4-ეული, ჩელსის - თასი.
0
№6
ავტორი: Rooni
20 მაი 2018 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ჟოზე ***ი რა
0
№7
ავტორი: K1llsw1tch
20 მაი 2018 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
#ჩმოურინიოOUT
0
№8
ავტორი: manfan
21 მაი 2018 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
არ დაგვიმსახურებიაო ??? ამან ეტყობა სხვა თამაშს უყურა .... თფუუუ
0
№9
ავტორი: Svanchester
22 მაი 2018 10:15
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
თავისივე სტილით ჩააგარა კონტემ. დაასწრო გატანა. განვმეორდები ეს შეხვედრა აზარმა მოიგო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top