თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2018, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1158,
კომენტარები: 3
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ პარასკევს შუადღეს მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც ინგლისის თასის ფინალური მატჩისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

რამდენიმე დღე მანჩესტერიდან შორს

"ერთად ვართ, მთელი დღის განმავლობაში ერთად 24 საათს ვატარებთ და გამომდინარე იქიდან, რომ ორი თვის განმავლობაში ვერ ვიხილავთ ერთმანეთს, მოგვენატრება ერთმანეთი და სეზონს სწორედ ასე ვემშვიდობებით - მატჩში ერთად თამაშით. ახლა ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სიამოვნებას იღებს დამსახურებული არდადეგებით, სხვებს კი მოტივაცია, სიამაყე და სიამოვნება აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლისა და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის გამო."

გამოცდილება ფინალებში


"არსებობს, მაგრამ მეტოქეს თუ შეხედავთ, არც ის არის ჩვენზე ნაკლებად გამოცდილი. ზოგჯერ მცირე სხვაობას ქმნის გამოცდილება, როგორც, მაგალითად, თქვენ იტყოდით ჩვენი და "აიაქსის", "ატლეტიკოსა" და "მარსელის" დაპირისპირებების შესახებ. მაგრამ "ჩელსის" ფეხბურთელებმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა არის "უემბლიზე" ფინალში თამაში. არა მგონია, პრობლემა იყოს ამაში."

ფეხბურთელებისთვის იმის თქმა, რომ მატჩს მიღმა დარჩნენ

"ეს ნამდვილად არ არის სამუშაოს ყველა სასიამოვნო მომენტი, მაგრამ ამის კომპენსირების ერთადერთი გზა ყველასთან პატიოსნური დამოკიდებულება და იმის თქმაა, რომ ფინალში ყოფნა და მის ნაწილად ყოფნა ყველას ეკუთვნის. სეზონის განმავლობაში ყველა იღებდა მონაწილეობას და ფინალიც ყველას ეკუთვნის - არათუ მათ, ვინც მოედანზეა."

რეი უილკინსის ოჯახი

"ვფიქრობ, ქალბატონი უილკინსისთვის, მისი ოჯახისა და ვაჟებისთვის ძალიან ემოციური მომენტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რეი მოუთმენლად ელის მატჩს და თავის მხრივ ისიც ისიამოვნებს. კარგად ვიცი, რა ძლიერ უყვარდა "ჩელსი". ვიცი, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედშიც" ძალიან უყვარდათ და ვფიქრობ, იმის მიუხედავად, რომ კლუბები ფინალს თამაშობენ, მთელი სტადიონი, ორივე კლუბის ფერები გაერთიანდება ამ მომენტში. და ეს იქნება ულამაზესი მომენტი, არა?"

უკეთესი შედეგი სათასო ფინალებში, ვიდრე ანტონიო კონტეს

"ვფიქრობ, გამარჯვებულის მენტალიტეტს არაფერი ესაქმება შედებსა და ფინალების ისტორიასთან. გულახდილად ვამბობ, რომ წარსულში გამომვლილ მომენტებს არავითარი გალვენა არ ექნება ხვალინდელ მატჩზე. ხვალ 11 მოთამაშე ითამაშებს 11-ს წინააღმდეგ და ყველა ეცდება მაქსიმუმის გაკეთებას."

ინგლისის თასის მნიშვნელობა


"იტალიაში ეს დიდი მატჩი არ არის. პორტუგალიაში ეს მშვენიერი დღეა და ასევეა ესპანეთშიც, რადგან იქ "ბარსელონას" ვეთამაშებოდი - ეს "რეალი"-"ბარსელონა" იყო. თუკი "რეალი" "ბარსელონას" არ ხვდებოდა და სხვა გუნდს უპირისპირდებოდა, ისეთი შთამბეჭდავი შეხვედრა აღარ გამოდიოდა. მაგრამ ინგლისის თასზე არ აქვს მნიშვნელობა გუნდებს ან დამოკიდებულებას, ინგლისის თასი ისტორიაში უდიდესი შიდა სათასო ტურნირია."

"ჩელსის" წინააღმდეგ გაწვრთნა

"კლუბში არის ხალხი, ვისთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. გარი სტეიკერი და დოქტორი ბიოსკა ჩემი დიდი მეგობრები არიან. ასევე ვმეგობრობ რამდენიმე ფეხბურთელთანაც. შტაბის წევრებთან და ხელმძღვანელობის ზოგიერთ წევრთანაც. მე მათთან ერთად ვმუშაობდი და ისინი ძალიან მომწონს, ამიტომ მატჩამდე და მატჩის შემდეგ არაფერი შეიცვლება, მაგრამ მატჩის დროს "ჩელსის" დამარცხება მენდომება."

2007 წლის ინგლისის თასის ფინალი

"ძირითადი მოგონება სწორედ ასეთია - ჩვენ ისტორიის დასაწერად მივდიოდით, ახალ "უემბლიზე" პირველი ფინალის ჩასატარებლად. ინგლისის თასი ბევრ ფეხბურთელს, კლუბსა და მწვრთნელს აქვს მოგებული - ყოველ წელს ახალი გამარჯვებულია. მაგრამ არსებობს ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის თასი ახალ "უემბლიზე" პირველად მოიგო და მაშინ სწორედ ამას ვგრძნობდი."

მატჩის დაწყების დრო

"არაუშავს - უკეთესია, ვიდრე 23:45 ან 00:45, ან თუნდაც 02:00, როგორც ეს ესპანეთში ყოფილა. მომზადებულები ვართ, ბევრი ვივარჯიშეთ, დღეს კი მოვრჩით და ხვალ უბრალოდ მატჩის მზადების პროცესი იქნება. რა თქმა უნდა, ცოტა სიბრაზეს ის გამოიწვევს, რომ ხალხს მატჩის მალე დაწყება მოუნდება, მაგრამ ალბათ 19:00 საათზე სასტუმროდან გამოვალთ და სწორედ ამ დროს დაიწყება ყველაფერი."

სეზონი საერთო ჯამში

"გააჩნია მიდგომას, რომლითაც ამას შეხედავ. თუ პოზიტიური განწყობით შეხედავ, ყველა გაუმჯობესებას დააკვირდები. თუ ნეგატიური დამოკიდებულება გექნება, თუმცა, ხალხს შეუძლია ამის გაკეთება."

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
3 კომენტარი
№3
ავტორი: ikeoni
18 მაი 2018 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5838
Chveni Iqneba Es tasi
0
№2
ავტორი: glory28
18 მაი 2018 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 266
ხვალ არ მოგეგოს მოგიწევს წასვლაააა , ისე ლაპარაკობს ხვალ ამან რომ წააგოს მერე ნახე ამის თავის მართლება
0
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2018 22:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 5887
ლუკაკუს არ ყოფნა ძაან ცუდი იქნება, იმედია ითამაშებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ოქტომბერი 2018, 23:00
იუნაიტედი
იუვენტუსი
ჩემპიონთა ლიგა
27 ოქტომბერი 2018, 15:30
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
28 ოქტომბერი 2018, 20:00
იუნაიტედი
ევერტონი
პრემიერ ლიგა
იუვენტუსი23 ოქტომბერი
ევერტონი27 ოქტომბერი
ევერტონი28 ოქტომბერი

წინა მატჩები

20 ოქტომბერი 2018, 15:30
ჩელსი2
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
6 ოქტომბერი 2018, 20:30
იუნაიტედი3
ნიუკასლი2
პრემიერ ლიგა
2 ოქტომბერი 2018, 23:00
იუნაიტედი0
ვალენსია0
ჩემპიონთა ლიგა
ჩელსი20 ოქტომბერი
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ვალენსია2 ოქტომბერი

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top