თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2018, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1513,
კომენტარები: 5
მოურინიომ სეზონი შეაფასა
მოურინიომ სეზონის მიღწევები მიმოიხილა.
მოურინიომ სეზონი შეაფასა
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ სეზონს მხოლოდ ინგლისის თასის ფინალის შედეგზე დაფუძნებით არ შეაფასებს.

პრემიერ ლიგაში მეორე ადგილის განაღდების შემდეგ 2017/18 წლების სეზონის ბოლო მატჩში "წითლები" ინგლისის თასის მეცამეტეჯერ აღებას ეცდებიან.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მწვრთნელს ჰკითხეს, იქონიებდა თუ არა ფინალური მატჩის შედეგი სეზონზე გავლენას.

"რა თქმა უნდა, ეს განსხვავებას ქმნის, მაგრამ ერთია განსხვავების შექმნა და სულ სხვაა ამის საფუძველზე სეზონის დადებითად ან უარყოფითად შეფასება.

მე ვაანალიზებ ჩემს ღვაწლს, ვაანალიზებ ჩადებულ შრომას, ვაანალიზებ ყველას შრომას, ეს ყველა კი კლუბის უმნიშვნელოვანესი პიროვნებები არიან, რომელთაც ფეხბურთელები განასახიერებენ.

მათ განსჯას ერთ ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე დაფუძნებით არ ვაპირებ. მაგრამ ვიცი, რაც გააკეთეს ფეხბურთელებმა, ვიცი, რაც გავიღე თავად მე, ვიცი ნეგატიური და პოზიტიური მხარეები და არ ვაპირებ ჩემი ანალიზის შედეგების შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მატჩი ასე დასრულდება. სულაც არა."


"იუნაიტედმა" ოთხშაბათს სამხრეთით იმოგზაურა და სავარჯიშოდ "უოტფორდის" ბაზა გამოიყენა.

მოურინიო აფასებს მანჩესტერელ ფეხბურთელებთან გატარებულ დროს და აცნობიერებს, რომ მალე მათთან მცირე ხნით განშორება მოუწევს.

"ერთმანეთს დაახლოებით ორი თვე ვეღარ ვნახავთ - ხვალინდელი მატჩის შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობებით. ზოგიერთი არდადეგებს აიღებს, ზოგიერთი კი მსოფლიო ჩემპიონატის სახით საოცნებო მოტივაციას მიიღებს.

მაგრამ ხვალ შუადღეს დავემშვიდობებით ერთმანეთს ივლისის შუა რიცხვებამდე, ზოგიერთს კი აგვისტოს დაწყებამდე. ამიტომ სამი დღის ერთად გატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორც ხედავთ, ამინდიც კარგია და ადგილიც. დიდი მადლობა "უოტფორდს" თავიანთი სავარჯიშო ბაზის გამოყენების უფლების მოცემისთვის.

ყველაფერი რიგზეა და ერთად ყოფნით სიამოვნებას ვიღებთ, ხვალ კი, როგორც უკვე ვთქვი, დამშვიდობების დრო დადგება."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2018 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გასაგებია მოურინიოს პრინციპები, ყველამ ვიცით, რომ თითქმის საკუთარ თავზე არასდროს იღებს პასუხისმგებლობას გუნდის წარუმატებლობის შემთხვევაში. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ხვალინდელი თამაშის შედეგი სეზონის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს... გასაგებია შრომა არავის ეკარგება, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილი ვერ იქნება წარმატებული სეზონის გარანტია. რა თქმა უნდა, არც ეს თასია ჩემპიონთა ლიგის თასი, თუმცა უტიტულოდ დარჩენა ვერ გადაფარავს წინა სეზონის 3 ტიტულს და ცხრილში ზემოთ აწევას, შესაბამისად ვერ ჩაითვლება სეზონი წარმატებულად.
0
№2
ავტორი: Lev
18 მაი 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კარგი იქნება საერთოდ თუ დაახვევ შენი ანტიფეხბურთიანად. მარტო ამის მერე გაავაცნობიერებთ გულშემატკივრები რომ ფეხბურთს ვგულშემატკივრობთ და არა შენს კლოუნობას მოედანზე და მოედნის გარეთ. ნაბი///ვარო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: ikeoni
18 მაი 2018 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Sxva gza ubralod ar gvaq es tasi mainc unda movigot
0
№4
ავტორი: glory28
18 მაი 2018 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ხვალ რომ ვერ მოვიგოთ მერე ნახეთ მოუს გინება
1
№5
ავტორი: Paulscholes1
19 მაი 2018 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Es sezoni aros imenna am chmourinios chajmuli sezoni, ukan gairchos es tasi romc moigos. Guls mirevs ukve es tavis martla anti fexburtianad

ციტატა: Lev
კარგი იქნება საერთოდ თუ დაახვევ შენი ანტიფეხბურთიანად. მარტო ამის მერე გაავაცნობიერებთ გულშემატკივრები რომ ფეხბურთს ვგულშემატკივრობთ და არა შენს კლოუნობას მოედანზე და მოედნის გარეთ. ნაბი///ვარო

Shemogevle zma, martla nabich..aria da gasagdebi tan wixlit
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top