თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2018, 16:21
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1751,
კომენტარები: 4
მოურინიო რონალდუს ტრანსფერის შესახებ საუბრობს
პორტუგალიელმა თანამემამულის "იუნაიტედში" ტრანსფერი შეაფასა.
მოურინიო რონალდუს ტრანსფერის შესახებ საუბრობს
წამყვანი პრესის ფურცლებს, თითქმის ყოველ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტრადიციად ექცათ ის, რომ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "იუნაიტედში" ბრუნდება და ტრანსფერსაც ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე რეალურს უწოდებენ.

აღნიშნულის შესახებ ჰკითხეს "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეა და რომ მადრიდელები ასეთ ფორმში მყოფ კრიშტიანუ რონალდუს არსად არ გაუშვებენ.

"მე მჯერა, რომ მადრიდის "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს უბრალოდ არ გაყიდის. ეს ტრანსფერი აკრძალულია. ის კლუბში დარჩება მანამ სანამ ჯერ კიდევ ფორმას ინარჩუნებს და ვგონებ ეს კიდევ რამოდენიმე წელი გასტანს. ამის შემდეგ უკვე შესაძლოა პორტუგალიელი ან ამერიკაში ანაც სადმე სხვა ქვეყანაში ვიხილოთ. ამ მომენტში ეს კარი მისთვის დახურულია.

არ ვფიქრობ, რომ მისი შეძენის არანაირი შანსი არ გვაქვს. ყველამ კარგად ვიცით რა ისტორია აკავშირებს რონალდუს ამ კლუბთან, როგორ უყვართ ის აქ და როგორ პატივს სცემს გულშემატკივრები.

მსოფლიოში სულ რამოდენიმე ფეხბურთელი არსებობს რომელსაც არცერთი კლუბი მის რიგებში ყოფნაზე უარს არ ეტყვის".
- ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Record.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Methadon
18 მაი 2018 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ეგ იბრასავით ითამაშებს მინიმუმ 35 წლამდე მაღალ დონეზე... მაინც მგონია, რომ ერთი სეზონი მაინც მოუნდება აქ დაბრუნება, სანამ ამერიკაში წავა.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2018 18:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი სატრანსფერო ფანჯარა თუ გავა ნეტა ისე რო რონალდოს დაბრუნებაზე არ დაწერონ.
0
№3
ავტორი: ikeoni
18 მაი 2018 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Xo iasnia egre iqneba
0
№4
ავტორი: glory28
18 მაი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
დავიღალე უკვე ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე რონალდო გადმოდის , არასებულია ამის გადმოსვლაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top