მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიოს მთავარი ასისტენტი მწვრთნელი რუი ფარია დაკავებულ თანამდებობას უკვე დაემშვიდობა. ჟოზე მოურინიო ახალ ასისტენტს აკადემიის მწვრთნელებიდან აირჩევს.
პორტუგალიელს ასისტენტის მოყვანა სხვა კლუბიდან არ სურს. მისი აზრით მომავალი ასისტენტი სწორედ კლუბის სისტემიდან უნდა შეირჩეს.
ამ მომენტისთვის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად, აკადემიის 18 - წლამდელთა მთავარი მწვრთნელი კირან მაკკენი ითვლება. "ტოტენჰემიდან" გადმოსვლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში მაკკენმა სტაბილური გუნდი ჩამოაყალიბა რომლებიც, მიმდინარე სეზონში ჩემპიონებიც გახდნენ.
სხვა კანდიდატებს რაც შეეხება, ესენი არიან: მაკკენის პირველი დამხმარე კოლინ ლიტლი, აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელი ტონი უილანი და ოპერაციული დირექტორი ნიკ კოკსი.
მოურინიომ განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან მას პირველი ასისტენტი აღარ ეყოლება და აქედან გამომდინარე არც რუი ფარიას შემცვლელად მოიყვანს დასახელებულ ასისტენტთაგან ერთ-ერთს.
"არ იქნება არანაირი ნომერი - 2. მე თვითონ გავუწევ ორგანიზებას სამწვრთნელო შტაბს ისე, რომ დამხმარე ასისტენტი საჭირო არ იქნება". - განაცხადა მოურინიომ "უოტფორდთან" დასრულებული მატჩის შემდეგ.