თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2018, 14:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1776,
კომენტარები: 5
საინტერესო ისტორია პარკ ჯი-სუნისგან
ყოფილი "მანჩესტერელი" წარსულს იხსენებს.
საინტერესო ისტორია პარკ ჯი-სუნისგან
"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პარკ ჯი-სუნი, რომლის გამძლეობა და უნარი მთელი 90 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა "ოლდ ტრაფორდზე", წარსულს იხსენებს და ჰყვება, რომ ბავშვობაში ის ძალიან სუსტი იყო, რის გამოც მამამ მის მოსაღონიერებლად ეგზოტიკური ხალხური საშუალება გამოიყენა.

პარკის მამა ამის გამო ბაყაყებს ეძებდა, რომლის შემდეგც მათგან "ბაყაყის წვენს" ამზადებდა და პატრა პარკ ჯი-სუნს ასმევდა რათა ბიჭუნა ძლიერი გაზრდილიყო.

"მამაჩემი ყოველთვის ეძებდა ველურ ბაყაყებს. მე ძალიან გამხდარი და სუსტი ვიყავი. მამაჩემმა შეიტყო, რომ ველური ბაყაყების წვენი გაძლიერებაში დამეხმარებოდა. წვენის გემოს რაც შეეხება ეს უბრალოდ საშინელება იყო, თუმცა საჭირო იყო, რომ დამელია რადგან ძალიან მსურდა ფეხბურთელობა.

ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ამისთვის უნდა ვყოფილყავი ძლიერი. ამის შემდეგ მე ვჭამდი ყველაფერს რაც ორგანიზმის მოღონიერებაში მეხმარებოდა".
- ციტირებს Daily Mail ყოფილი "მანჩესტერელის" სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ პარკი გახდა პირველი აზიელი ფეხბურთელი რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო და ასევე ინგლისის ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

ამ მომენტში ჯი-სუნი "იუნაიტედის" შემადგენელ ნაწილად რჩება და კლუბის ელჩის თანამდებობაც უკავია.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Methadon
17 მაი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
მიდი მოუ შოუსაც დაუბლენდერე ერთი-ორი ბაყაყი, იქნება მოვიდეს ხოდზე :D
0
№2
ავტორი: O.M
17 მაი 2018 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
:დ
0
№3
ავტორი: ikeoni
17 მაი 2018 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: Methadon
მიდი მოუ შოუსაც დაუბლენდერე ერთი-ორი ბაყაყი, იქნება მოვიდეს ხოდზე :D

Sagol:)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 მაი 2018 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პარკი დღეს რო თამაშობდეს ახლაც ბევრს აჯობებს
0
№5
ავტორი: JuanMata
17 მაი 2018 23:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Methadon
მიდი მოუ შოუსაც დაუბლენდერე ერთი-ორი ბაყაყი, იქნება მოვიდეს ხოდზე :D


wink wink wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top