თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2018, 12:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 5
ლუკაკუ ფინალში ტკივილგამაყუჩებლით ითამაშებს
ბელგიელი ყოფილ გუნდთან დაპირისპირების შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
ლუკაკუ ფინალში ტკივილგამაყუჩებლით ითამაშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ინგლისის თასის ფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლით ითამაშებს.

აპრილში მიღებული ტრავმის გამო ბელგიელმა სეზონის დასკვნითი ნაწილის მატჩების პრემიერ ლიგაში გამოტოვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა კერინგტონის ბაზაზე.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ ბელგიელი ფორვარდი ვერ მოასწრებს ისეთ დონეზე გამოჯანმრთელებას, რომ პირველივე წუთებიდან ითამაშოს, მაგრამ თავად ფეხბურთელი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ლუკაკუ "იუნაიტედის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო მთელი სეზონის განმავლობაში და მას უმთავრესი როლი ეკისრება გუნდის შეტევის ხაზში, რის გამოც მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა ინგლისის თასის ფინალურ შეხვედრაში.

Daily Mirror-ი ირწმუნება, რომ სწორედ ამ მიზეზით აპირებს ლუკაკუ საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლით თამაშს და საკუთარი გუნდის დახმარებას.

დღეს კი გავრცელდა ფოტო, სადაც ლუკაკუ და ერიკ ბაიი ლონდონის ქუჩებში ერთად არიან შემჩნეულნი.

[img]https://i.redditmedia.com/6UTFPS0GXQ0sfceBFwmqg24bXOU2rmWpk2YJ5vdhI5E.jpg?w=510&s=f52b2479cb824fdaf4c0e6e9a7329bdd[/img]
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
17 მაი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ლუკაკუ გვინდაა აუცილებლად ფინალში
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 მაი 2018 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია შეძლებს თამაშს, ლუკაკუს გარეშე ვხედავთ რა დღეშია დამაგირგვინებელი ფაზა.
0
№3
ავტორი: LASHQARA
17 მაი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ძალიან მაგარი კაცია, მე მაგრად მისწორდება ეს მანჩესტერში... გლადიატორი love am
0
№4
ავტორი: ikeoni
17 მაი 2018 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
I media iqneba cxovela zeg ziritadshi:))
0
№5
18 მაი 2018 07:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ინგლისისთვის კაია ამის ტრანვა ხოლო მანჩესთვის ცუდი მარა მუნდიალდე მაინც მოასწრებს გამოჯრთელებას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top