თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2018, 10:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1451,
კომენტარები: 4
კერიკი: "შტაბში გადასვლაზე ორჯერ არ დავფიქრებულვარ"
კერიკი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.
კერიკი:
პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "წითელი ეშაკების" ინგლისელ ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა, საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. "უოტფორდთან" გამართული ბოლო დაპირისპირების შემდეგ, კერიკი მეორე დღესვე აქტიურად შეუდგა სამწვრთნელო საქმიანობას "წითელბის" ბანაკში. ასოციაციის თასის ფინალში ის სამწვრთნელო შტაბში იქნება და იქიდან დაეხმარება საკუთარ გუნდს.

"ერთ საღამომ ყველაფერი შეცვალა. ამ კვირაში ფეხბურთელებთან ერთად არ ვვარჯიშობდი, დაკავებული სამწვრთნელო შტაბში დაკისრებული მოვალეობებით ვიყავი.

რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, რომ მეტი დრო ოჯახისთვის უნდა დამეთმო, მაგრამ როდესაც გეძლევა საშუალება ახალი გამოწვევების, ის უბრალოდ უნდა მიიღო, ახალი შესაძლებლობები გამოიყენო - ეს ყველაფერს განსაზღვრავს და გადაწყვეტილებასაც იღებ. არასდროს არ იცი შემდეგ მოსახვევში რა გელოდება, ხოლო როდესაც მომეცა შანსი მემუშავა სამწვრთნელო შტაბში, ორჯერ არ დავფიქრებულვარ.

ჟოზე მოურინიო ერთ - ერთი საუკეთესოა. მას თავის საქმეში დიდი ხნის გამოცდილება აქვს. დიდი ხანია "იუნაიტედში" ვარ, კარგად ვიცნობ ამ კლუბს, ისევე როგორც მთავარი მწვრთნელი. შემიძლია სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრისგან რაღაც ვისწავლო, საჭიროა აკადემიის ფეხბურთელებს დავეხმაროთ პირველ გუნდში მოხვედრისათვის, ვიმედოვნებ, რომ ეს უახლოეს წლებში მოხდება.

კერიკის თქმით, ერთხელაც შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა მიზნები აქვს.

ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ცუდი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, თუმცა არ ვიძლევი გარანტიებს იმისა, რომ ახალ ამპლუაში აუცილებლად მივაღწევ წარმატებებს, ეს კარგად მესმის და არც ვცდილობ წინ თავქუდმოგლეჯილი გარბენას. რა თქმა უნდა როდესაც ამ პროფესიას ეუფლები გსურს მთავარი მწვრთნელიც გახდე, თუმცა ეს ჩემთვის ჯერ ნაადრევია".
- ციტირებს Sky Sports - კერიკის სიტყვებს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
17 მაი 2018 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მჯერა რო კაი მწვრთნელი დადგება.
0
№2
ავტორი: glory28
17 მაი 2018 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მომავალი მ.უს მწვრთნელი არის ეს კაცი მოუს მერე ასე მოგინიააააა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
17 მაი 2018 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესო იქნება კერიკის მწვრთნელად ხილვა
0
№4
ავტორი: ikeoni
17 მაი 2018 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
siamovnebit vixilavdi manius mwvrtnelad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top