თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2018, 12:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1905,
კომენტარები: 5
დიდებული ეპოქის ბოლო წარმომადგენელმაც დატოვა "ოლდ ტრაფორდი"
მაიკლ კერიკის ემოციური მიმართვა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს.
დიდებული ეპოქის ბოლო წარმომადგენელმაც დატოვა
პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის ბოლო ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდს" უმასპინძლა და სტუმრები მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმით, რომ "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულ ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა, თავისი ბოლო 464 -ე მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის შემადგენლობაში და საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ გულშემატკივრებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. გთავაზობთ ვრცლად კერიკის მიმართვას.

"ვეცდები მოკლედ ვთქვა ჩემი სათქმელი, ჩემ თავს ვუბრაზდები იმის გამო, რომ გასულ წლებში ბევრი ვისაუბრე. - იხუმრა საუბრის დასაწყისში მაიკლმა. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ფეხბურთელებს, მთავა მწვრთნელს, სამწვრთნელო შტაბს, სრულ კოლექტივს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ გულშემატკივრებს იმ გვერდში დგომისთვის რაც თუნდაც თქვენ ჩემ მიმართ ამ სეზონში გამოავლინეთ. ჩვენ ერთად გვქონდა აღმავლობის და დაშვების მომენტები. საბოლოოდ ჩვენ ამ სეზონში მეორე ადგილს დავჯერდით რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

თითოეულ თქვენთაგანს პერსონალურად ვუხდი მადლობას. მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერა სახლში, თქვენიი მხარდაჭერა გასვლით შეხვედრებში, ეს უბრალოდ შესანიშნავი იყო. მრჩება უამრავი მოგონება და ლამაზი წუთები რომელსაც ყოველთვის გავიხსენებ, განსაკუთრებით იმ მოგონებებს რაც "ოლდ ტრაფორდზე" შევქმენით ერთად. ეს მოედანიი დიდებული ადგილია! "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია, მადლობა თქვენ ამ 12 წლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის.

ეს ჩემი საუკეთესო მატჩი არ იყო, მაგრამ ეს შეხვედრა იყო დადასტურება იმიისა, რომ კარიერა უნდა დავასრულო და ახალი გამოწვევებსთვის მოვემზადო. მადლობა მინდა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს იისთვის, რომ საშუალება მომეცა მატჩში მიმეღო მონაწილეობა. ჩვენ ახლა მხოლოდ "უემბლის" ფინალი დაგვრჩა და გავაკეთებთ ყველაფერს ფინალში გამარჯვების მოპოვებისთვის.


კერიკმა ასევე სერ ალექს ფერგიუსონის შესახებაც ისაუბრა

"ეს იყო მძიმე დღეები ჩვენი კლუბის თითოეული წევრისთვის. სერ ალექსი ჩვენი დიდი ოჯახის წევრია, მან მძიმე დღეები გადაიტანა. ვიმედოვნებ, რომ ის ახლა გვიყურებს და აფასებს იმ მხარდაჭერას რასაც ჩვენ მის მიმართ გამოვხატავთ. ჩვენი აზრები მისი ჯანმრთელობის ირგვლივ ტრიალებს. ჩვენ მას ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ტრიბუნაზე დაბრუნებას". - განაცხადა დასასრულს მაიკლ კერიკმა


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 მაი 2018 12:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიდებული ეპოქის დიდებული ფეხბურთელი. წარმატებები კერიკს. იმედი მაქვს, რომ მლე მთავარი მწვრთნელის რანგში ვიხლავ ჩენ გუნდში.

ხო და კიდევ, "უოტფორდთან" მატჩი არც ჟოზე მოურინიოს არც მატას საგოლე გგადაცემას და არც რეშფორდის გოლს არ მოუგია, ეს მატჩი კერიკის შესანიშნავ საჰაერო გადაცემამ მოიგო.
2
№2
ავტორი: gaga1987
15 მაი 2018 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ბოლო იმ დიდი გუნდიდან.წარმატებები მაიკლ სამწვრთნელო კარიერაში იმედია ისეთი ძლიერი იქნები რო მომავალში იუნაიტედს ჩაუდგე სათავაეში.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2018 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეპოქალური გუმდიდან მარტო კერიკი იყო დარჩენილი, ცუდია რო უკვე მიდიან დიდებული ფეხბურთელები
0
№4
ავტორი: LASHQARA
15 მაი 2018 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამის წასვლაზე ცუდი, ისაა ვინ დარჩნენ გუნდში და რას შეიძლება მიაღწიონ მომავალ წელს, მიუხედავად იმისა რომ ინდივიდუალურად უმეტესი კარგი ფეხბურთელია. am თორე ქერიქს დაფასების მეტი არაფერი დაუმსახურებია... love
0
№5
ავტორი: ikeoni
16 მაი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
imedia mwvrtnelic aseti warmatebuli iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top