თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2018, 12:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1511,
კომენტარები: 8
მოურინიო: "კერიკი აუცილებლად გახდება მწვრთნელის ასისტენტი"
ჟოზემ მაიკლ კერიკის მომავალზე ისაუბრა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" დიდებულ ვეტერან ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა გუშინდელ შეხვედრაში "უოტფორდის" წინააღმდეგ, ოფიციალურად დაასრულა კარიერა და მოედნიდან კლუბის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მაიკლ კერიკი უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი აუცილებლად გახდება.

"ვფიქრობ "იუნაიტედის" მწვრთნელის შემდეგი ასისტენტი მაიკლ კერიკი იქნება. ეს რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც ამისათვის განკუთვნილ ლიცენზიას მოიპოვებს". - ციტირებს Squawka New - მოურინიოს სიტყვებს.

მაიკლ კერიკი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2006 წელს შეუერთდა. ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში კერიკმა "იუნაიტედის" მაისური მხოლოდ 4 - ჯერ მოირგო. მაიკლის "მაჩესტერული" კარიერა კი ასე გამოიყურება: 464 მატჩი 24 გოლი.


გსურთ კერიკი "იუნაიტედის" მომავალ მწვრთნელად?

დიახ
არა

ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
14 მაი 2018 13:10
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
კერიკი "იუაიტედის მწვრთნელი აუცილებლად უნდა გახდეს.
0
№2
ავტორი: glory28
14 მაი 2018 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რავი აბააა მ.უს მწვრთნელად როგორი იქნება საინტერესოა ზოგადად ყვეალა ახალმა მწვთვნელმა რაგაც თავისი სტილი დარერგა და ვნახოთ რას იზამს მომავალში
0
№3
ავტორი: ikeoni
14 მაი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
mgonia ratomgac ro mwvrtnelic magari iqneba
0
№4
ავტორი: Phil Jones
14 მაი 2018 14:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხმა მივეცი რომ მსურს, მაგრამ მთლად ეგრე მარტივად არაა, რეალურად არაფერი ვიცით ხომ ასეა? ჯერ ასისტენტი უნდა იყოს და მერე გამოჩნდება, იისე ეს ახალი თაობის მწვრთნელები უფრო საინტერესოდ გამოიყურებიან და იმედი მაქვს მხოლოდდამხოლოდ.

ისე სეზონი დასრულდა, იუნაიტედზე ბევრი დამიწერია და მოურინიოც ხშირად გამიკრიტიკებია, მაგრამ გამოვყოფ ერთ ფაქტორს, აქ ბოლო დროს ლივერპულის მადიდებლები შემიმჩნევია და მახსოვს როცა დარწმუნებით დავწერე რომ მესამეზეც ვერ გავიდოდა და მეოთხე ადგილისთვის მოუწევდა ბრძოლა!
ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ რაც არ უნდა ცუდი ფეხბურთი ეჩვენებინა მანჩესტერს, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს მოურინიო, ფაქტია კლოპს მაინც ჯობია! საუბარია ინგლისის ჩემპიონატზე, ინგლისის თასბზე და არა ლიგაზე, ლიგა სულ სხვა რაღაცაა და სხვა ტურნირია, ბენიტესის დროსაც სულ გადიოდა ლივერპული ნხევარფინალებში მინიმუმ, მაგრამ მაქსიმუმ მეოთხეზე იყო ინგლისში.
ძირს ლივერპული )))
0
№5
ავტორი: PaLoMo
14 მაი 2018 14:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მაგიტომაც წავიდა ამის ასისტენტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Gamkrelidze
14 მაი 2018 15:15
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რატომღაც მგონია რომ ასისტენტად არ ივარგებს. არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რო არ შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, აი ჟოზეს ვერ შეეწინააღმდეგება რაღაცა თემაზე, ტაქტიკაზე, ფორმაციაზე ან თამაშის სტილზე. ყველა შემთხვევაში წარმატებები.
0
№7
ავტორი: Svanchester
14 მაი 2018 17:53
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: Gamkrelidze
რატომღაც მგონია რომ ასისტენტად არ ივარგებს. არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რო არ შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, აი ჟოზეს ვერ შეეწინააღმდეგება რაღაცა თემაზე, ტაქტიკაზე, ფორმაციაზე ან თამაშის სტილზე. ყველა შემთხვევაში წარმატებები.

შეეწინააღმდეგება და ეგრევე შტაბს დატოვებს. პირდაპირობა ყოველთვის ჯობია ნამდვილად მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ თვლის რომ ხმის ამოღება უფრო დაღუპვას ნიშნავს საკუთარი გეგმის, ვიდრე შენებას. არუნდა შტაბის დატოვება და მაგიტოა ჩუმად. იცის რო მოურინიო აქ მთელი ცხოვრება ვერ დარჩება. ეს დრო კი მისი განვითარებისთვის საჭიროა. კლუბის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს მოურინიოს და კმაყოფილია, კერიკმა რომც ამოიღოს ხმა მერე რა ამით? ის რომ ეგრევე დაატოვებინებენ იქაურობას. ასე რომ ჩემო მეგობარო ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები.
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2018 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოცდილებას მიიღებს და და ვნახოთ რას იზამს მერე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top