თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2018, 12:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1679,
კომენტარები: 9
ესპანური პრესა: "მოურინიოს კეინის შეძენა სურს"
ესპანური პრესის ფურცლების ცნობით, შესაძლოა კეინი "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
ესპანური პრესა:
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური პრესა, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალს" ჰარი კეინისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ჟოზე მოურინიოსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "წითელი ეშმაკები" "დეზებს" შეთავაზებას აუცილებლად გაუკეთებენ. პრემიერ ლიგის ერთ - ერთი საუკეთესო ბომბარდირის გადბირებით, თავად პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, საკუთარი პირადი აქტივი კი 41 გოლით და 5 საგოლე გადაცემით დაამშვენა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ ჰარი კეინი გახდა. წელს კი ჯილდოს დაცვა ვერ შეძლო და ტურნირის მთავარ ბომბარდირ ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ კეინს ტრავმის გამო რამოდენიმე შეხვედრა აქამდე გაცდენილი უკვე ჰქონდა.


შეძლებს "იუნაიტედი" კეინის ყიდვას?

შეძლებს
ვერ შეძლებს
"რეალში" გადავა
არსად წავა

ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
14 მაი 2018 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ჭორი მგონია
0
№2
ავტორი: Svanchester
14 მაი 2018 13:11
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ან რეალში გადავა ან არსად წავა.
0
№3
ავტორი: glory28
14 მაი 2018 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რელში რატომ უნდა გადავიდეს ანდა ჩვენთან მე თუ მკითხავთ უნდა დარჩეს ტოტეში და შირერის რეკორდს დამხოსბს და ტოტეს ლეგენდა იქნებააა
0
№4
ავტორი: ikeoni
14 მაი 2018 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
mainc ar mgonia amis yidva
0
№5
ავტორი: Phil Jones
14 მაი 2018 14:52
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
შანსი არაა, თუ კეინი გაყიდეს ინგლისში არ გაყიდიან, ტოტენჰემს არსენალზე ჭკვიანი მენეჯერები ყავს და ეს ბოლო დროს დამტკიცდა, არსენალი ჩვენთან და ჩელსიში უშვებდა ფეხბურთელებს ტოტენჰემი კი რეალში, ბოლოს მგონი ბერბატოვი და მანამდე კერიკი ვიყიდეთ, მერე მე არ მახსოვს ვოლკერის გარდა კონკურენტ გუნდშ გაეშვათ ვინმე. მითუმეტეს ბოლო წლებია სტაბილურად 2-3 ადგილზე გადიან და როცა 2-3 ხარ ამბიციაც უნდა გქონდეს პირველობის თუ არადა ზოგადად ამ გუნდის არსებობას აზრი ეკარგება.
0
№6
ავტორი: dybbuk
14 მაი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ტოტეს თუ საერთოდ რაიმე ამბიცია გააჩნია მაშინ არსად არ უნდა გაუშვას და მითუმეტეს ინგლისში, ან როგორ გგონიათ, იქ სადაც ლუკაკუ იყიდა და სულ მის ქება-დიდებაშია იქ კეინს იყიდის მოურინიო?! სისულელეა და მეტი არაფერი
0
№7
ავტორი: Svanchester
14 მაი 2018 17:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Phil Jones
შანსი არაა, თუ კეინი გაყიდეს ინგლისში არ გაყიდიან, ტოტენჰემს არსენალზე ჭკვიანი მენეჯერები ყავს და ეს ბოლო დროს დამტკიცდა, არსენალი ჩვენთან და ჩელსიში უშვებდა ფეხბურთელებს ტოტენჰემი კი რეალში, ბოლოს მგონი ბერბატოვი და მანამდე კერიკი ვიყიდეთ, მერე მე არ მახსოვს ვოლკერის გარდა კონკურენტ გუნდშ გაეშვათ ვინმე. მითუმეტეს ბოლო წლებია სტაბილურად 2-3 ადგილზე გადიან და როცა 2-3 ხარ ამბიციაც უნდა გქონდეს პირველობის თუ არადა ზოგადად ამ გუნდის არსებობას აზრი ეკარგება.

გეთანხმები
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2018 19:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წამოვა და წამოვა აწი ჭორები
0
№9
ავტორი: The Special One
15 მაი 2018 17:43
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ზღაპარია,სანამ ლუკაკუ იქნება გუნდში კეინის დონის არავინ არ მოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top