თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2018, 14:03
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 1501,
კომენტარები: 10
რუი ფარია გუნდს დატოვებს
მოურინიოს ასისტენტი გუნდს ზაფხულში დატოვებს.
რუი ფარია გუნდს დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს კარიერა მოგეხსენებათ "პორტოში" დაიწყო, სადაც მან პირველად მიიყვანა გუნდში რუი ფარია, როგორც ფიტნეს მწვრთნელი. ამის შემდგომ რუი ჟოზეს ყველა კლუბში წაყვა, "ჩელსიში", "ინტერში", "რეალში", შემდეგ კვლავ "ჩელსიში" და ბოლოს "იუნაიტედშიც", თუმცაღა "წითელ ეშმაკებში" მან ასისტენტ მენეჯერის როლი მოირგო რაც მის კარიერაში უჩვეულო გახდათ. მოგეხსენაბათ რომ ვარჯიშებს სწორედ ფარია ატარებს.

ასე რომ ჟოზესა და რუის 17 წლიანი ურთიერთობა ზაფხულში დასრულდება.

რუი ფარიამ განაცხადა რომ მან მეტი დრო უნდა დაუთმოს ოჯახს და მას ახალი გამოწვევა სჭირდება მის პროფესიონალურ კარიერაში.

ჟოზემ კი რუის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა: "17 წელი გავიდა, ის ბავშვი იყო თუმცა ახლა უკვე კაცია. ინტელიგენტი სტუდენტი ახლა უკვე პროფესიონალი საფეხბურთო ექსპერტია და ის მზადაა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად".

წყარო - NBC
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: rene harrison_
13 მაი 2018 14:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
კარგად ძმა
0
№2
ავტორი: kobinio
13 მაი 2018 14:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არსენალს ხო არ იბარებს?
0
№3
ავტორი: Phil Jones
13 მაი 2018 14:35
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კაარგია კარგი!!! მე როგორც ვხედავ ხოლმე ძალიან დიდი წვლილი აქვთ ასისტენტებს ტაქტიკებში, მთავარი მწვრთნელი ყველაფერს ითავსებს ხოლმე ერთად, გუნდის მენეჯერი, ფსიქოლოგი, ტაკტიკოსი და ა.შ მაგრამ ასისტენტზეც ბევრი რამეა დამოკიდებული ინგლისში და იქნებ კერიკი ან ვინმე რომ იქნება ასისტენტი შეცვალოს სტილი მოურინიომ, სხვა არაფერი გვეშველება.
0
№4
ავტორი: The Special One
13 მაი 2018 14:41
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რამდენი საფეხბურთო კინოც მაქ ნანახი იმდენში უდიდესი როლი უჭირავს ასისტენტს და არამარტო კინოში,ნუ კი გასაგებია რო მთავარი მაინც მწვრთნელია მარა ვნახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: ikeoni
13 მაი 2018 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
warmatebebii ruis
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 მაი 2018 14:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წარმატებები რუის
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
13 მაი 2018 16:00
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: kobinio
არსენალს ხო არ იბარებს?

რაღაც არამგონია რო ანდონ არსენალი. მგონია რო რამე პორტუგალიურ კლუბს ჩაიბარებს
0
№8
ავტორი: gogita1991
13 მაი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
იმედია კერიკი დაიკავებს მის თანამდებობას
0
№9
ავტორი: Svanchester
13 მაი 2018 16:48
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
კერიკი დანიშნონ. წარმატებები რუის. კი ეყოფა ისე მოურინიოს ქვეშევრდომობა მაგას )) ცხოვრებისეულ მოწოდებად ექცა ლამის ასისტენტობა ))
0
№10
ავტორი: JuanMata
13 მაი 2018 18:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გუნდს ფარია ავარჯიშებს, ასე რომ შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს მანჩესტერის თამაშში. იმედია კარგ ასისტენტს მოიყვანს მოუ. კერიკი არამგონია ეგრევე ასისტენტად დანიშნოს, გამოცდილება არ აქვს. მოკლედ ტრანსფერებზე არანაკლებ საინტერესო იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top