თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2018, 10:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1379,
კომენტარები: 10
მოურინიო: "მსურს კერიკმა მოედანი განსაკუთრებულად დატოვოს"
მოურინიო მატჩის წინ.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრას "იუნაიტედი" ხვალ, თბილისის დროით 18:00 სთ - ზე, "ოლდ ტრაფორდზე" "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ "წითელი ეშმაკების" ვეტერანი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი ხვალ, კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, მომავალი შეხვედრისთვის გუნდში როტაციას გეგმავს და შანსს უფრო დასვენებულ ფეხბურთელებს მისცემს.

"რომერო ითამაშებს, მან ეს დაიმსახურა. დე ხეა დაისვენებს. კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი მიიღებს სათამაშო დროს. ჩვენ მეორე ადგილი პრემიერ ლიგაში გარანტირებული გვაქვს, ხოლო წინ ასოციაციის თასის ფინალია.

კვირას მარსიალი და რეშფორდი ითამაშებენ. თამაშში ჩართვის უფლებას მივცემ ასევე: დეილი ბლინდს, ერიკ ბაიის და ხუან მატას. ჩემ განკარგულებაში თითქმის ყველა ფეხბურთელია, რომელუ ლუკაკუსა და მარუან ლელაინის გარდა.

კერიკი შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში კაპიტნის სამკლაურით დაიწყებს, მას თამაშის მიმდინარეობსას შევცვლი. მსურს კერიკმა მოედანი დატოვოს მარტო და არა შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველასთან ერთად. მან უნდა იგრძნოს გულშემატკივრების განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ.

ძალიან ვწუხვარ ხოლმე, როდესაც ჩემი ფეხბურთელი კარიერას ასრულებს. თუმცა ის ჩვენტან დარჩება და ჩემთან უფრო ახლოს იქნება. ეს ჩემთვის ემოციური იქნება".
- ციტირებს კლუბის ოფიციალური საიტი მოურინიოს სიტყვებს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
12 მაი 2018 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
სწორი საქციელია და დასაფასებელია
0
№2
ავტორი: holandieli mfrinavi
12 მაი 2018 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
" მსურს კერიკმა მოედანი დატოვოს მარტო და არა შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველასთან ერთად. მან უნდა იგრძნოს გულშემატკივრების განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ."

საღოლ მოუ ამ სიტყვებისთვის,

კერიკზე ხო სიტყვები ზედმეტია, ლეგენდაა და იმ დიდი თაობის წითელი ეშმაკია, რომელმაც ასეთი დიადი გახადა კლუბი, გული მტკივა ესეც რო მიდის, იმედია ღირსეული თაობა შეცვლის.
0
№3
ავტორი: gaga1987
12 მაი 2018 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ბოლო იმ გუნდის ნაწილი რომელიც ლეგენდააა
1
№4
ავტორი: ikeoni
12 მაი 2018 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
au ra magrad mevaseboda keriki :((
0
№5
ავტორი: giorgiginturi
12 მაი 2018 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
რა ენა აქვს ამ კეთილ **** მოურინიოს wink რაააა
რაც იცის იცის მოკლედ მაგარია ........ და კერიკი კიდევ უდავოდ ყოველი თაობის დიდი ძვირფასი ცოცხალი ლეგენდაა უზომოდ საყვარელი ადამიანიც დიდ ფეხბურთელთან ერთად....
0
№6
ავტორი: LASHQARA
12 მაი 2018 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაგარი კაცია, ძველი მანჩესტერი მახსენდება ამ კაცს რომ ვუყურებ და გული სიხარულით მევსება, პიროვნულადაც დასაფასებელია თავის გაწონასწორებული ხასიათით, ტიპიური ინგლისელია... love am
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 მაი 2018 17:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკანასკნელი ძარისკაცია იმ დიდებული იუნაიტედის კერიკი love
0
№8
ავტორი: Methadon
12 მაი 2018 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ძალიან მაგარი კაცი... რატომღაც მგონია, რომ სხვა ბევრი ლეგენდისგან განსხვავებით ყველაზე კარგად ამას შეუძლია გუნდის გაწვრთნა... ძალიან დიდი ინტელექტის მქონე სპორტსმენია... წარმატებები მაიკლს :)
0
№9
ავტორი: Vikings
13 მაი 2018 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
Iunaitedis momavali mwvrtneli
0
№10
ავტორი: glory28
13 მაი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოუმ იცის ლეგენდების დაფასებაო რომ ვთქვა ტეხავს მაგრამ ამ შემთხვევაში დააფასააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top