პრემიერ ლიგს წინა ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელი სკოტ მაკტომინი მოგვევლინა. ფეხბურთელი სათამაშო ამპლუით ნახევარმცველია.
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სკოტ მაკტომინის თემას შეეხო და განაცხადა, რომ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის.
"როდესაც მის თამაშს ვუყურებ ვგრძნობ, რომ "მანჩესტერის" ნახევარდაცვაში ბურთით ის კარგად ვერ მოქომედებს. არ ვარ დარწმუნებული მის სიკარგეში.
ვფიქრობ დაცვის ცენტრალურ ხაზში შეუძლია უკეთ გამოიყურებოდეს, ვინაიდან ამისთვის მას კარგი ფიზიკური აღნაგობა აქვს და ძლიერი ბიჭია". - ციტირებს ნევილის სიტყვებს Metro.
მიმდინარე სეზონში სკოტ მაკტომინიმ "იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 21 მატჩი ჩაატარა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.