თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2018, 22:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1417,
კომენტარები: 7
ალდერვეირელდის მომავალი მალე გაირკვევა
"იუნაიტედს" ბრძოლა მოუწევს.
ალდერვეირელდის მომავალი მალე გაირკვევა
ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი ზაფხულში კლუბს აუცილებლად შეიცვლის. ფეხბურთელმა მის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა და კარიერაში ახალი გამოწვევების მიღება სურს.

ალდერვეირელდის ერთ -ერთი მსურველი კლუბი ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედია". ჟოზე მოურინიო სხვა პოზიციებთან ერთად, დაცვის ხაზის გაძლიერეასაც გეგმავს. სწორედ ტობი მიეკუთვნება იმ სატრანსფერო სიას რომელიც ჟოზემ ზაფხულისთვის შეადგინა.

Sky Sports - ის ცნობით, პოჩეტინოს ამჟამინდელი შეგირდი მოლაპარაკებებს ახალ კლუბთან მომავალ კვირას გამართავს. უცნობია თუ რომელ კლუბთან სურს ფეხბურთელს ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, ვისაც თავად სურთ მცველის დამატება.

გარდა "იუნაიტედისა", ტობი ალდერვეირელდს ლონდონში აბრამოვიჩის "ჩელსი" ეპატიჟება. ხოლო საფრანგეთიდან "პსჟ" ცდილობს ლუკაკუს თანამემამულის გადაბირებას. არჩევანი თავად ფეხბურთელზეა.

წყარო: euro-football
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
11 მაი 2018 22:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ესეც, უმტიტიც, ბარემ რამოსიც, დავტოვოთ ყველა მცველი და ბოლოს 8-1-1 ტაქტიკაზე გადავალთ )))
ჩემი აზრით საქმე შემდეგნაირადაა: გუნდს დაცვაში არ უჭირს და ის მომენტები სადაც საპირისპიროდ ჩანს უფრო იმის ბრალია რომ შეტევაში ვერ გადადის, აი ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, ცენტრი და ათიანი.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2018 22:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაოდენობრვად ბევრი მცველია გუნდში მარა ხარისხობრივად ცოტა, ამიტო არაა გამორიცხული რო მოურინიომ იყიდოს მცველი ზაფხულში.
0
№3
ავტორი: PaLoMo
12 მაი 2018 09:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4124
1ცენტრალირი მცველი მოსაყვანია და 2კაცი მინიმუმ გასაშვები +ფლანგის მცველები და მარჯვენა გარემარბიი 1ნახევარმცველიც არიქნება ურიგო რო დავიმატოთ მაგალიტად მილიენკ სავიჩი და დიბალა მინდა მაგრად თუ გამოვაა მაგის ტრანსფერი უმაგრესინიქნება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: gaga1987
12 მაი 2018 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მოსაყვანია მცველი აუცილებლად.თუ კულიბალი ვერა ან ვარანი ვერა მაშინ იყოს ალდერა ))))))))))))
0
№5
ავტორი: ikeoni
12 მაი 2018 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
siamovnebit mivigebdit
0
№6
ავტორი: dybbuk
12 მაი 2018 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1592
ციტატა: gaga1987
მოსაყვანია მცველი აუცილებლად.თუ კულიბალი ვერა ან ვარანი ვერა მაშინ იყოს ალდერა ))))))))))))

კულიბალი მართლაც რომ მაგრად გაგვაძლიერებდა, მაგრამ არც ესაა გასაშვები ხელიდან ჩემი აზრით, მითუმეტეს ძაან იაფი დაჯდება, ამავდროულად მაშინ გუნდი უნდა დატოვოს რამოდენიმე ცენტრალურმა მცველმაც მაშინ(მინიმუმ 1 მაინც), თორე ძაან ბევრი ფეხბურთელი გროვდება უკვე მაგ პოზიციაზე, აი ბაიის უთამაშებლობა რას ნიშნავს არ მესმის, მაგაზე უკეთესი ცენტრი დღეს არაა გუნდში და ტიპმა იმიტომ არ ვათამაშებ მისი გუნდი მსოფლიოზე რომ არ არისო, რა შუაშია რა არგუმენტია ეგეთი სისულელე ცხოვრებაში არ გამიგია, მაშინ მაგ ლოგიკით სანშესი განაცხადშიც არ უნდა ხვდებოდეს. მოკლედ ამ ყველაფერთან ერთად ფლანგის მცველებია აუცილებლად მოსაყვანი, ვინგერები ისედაც არ გვყავს, პოზიციურად ჩვენ ვერ ვუტევთ და კრაიც მკვდარია, სერიოზული სამუშაოა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე თორე ისევ იგივე გველის მომავალ წელს თუ აურესი არა...
0
№7
ავტორი: gaga1987
15 მაი 2018 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: dybbuk

მარჯვენა მცველი.მარცხენა მცველი.ცენტრაკური მცველი.ჩამშლელი და მარჯვენა ვინგერი ვინც აუცილებლად მოსაყვანიააა ეს პოზიციებია დანარჩენი როგორც უნდა ჯოზეფინას ისე ქნას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top