თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2018, 11:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1322,
კომენტარები: 7
მოურინიო: "პროგრამა მინიმუმი შესრულებულია"
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი შეფასება.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის 37 - ტურში, დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუზავდა. გუნდებმა შეხვედრა ნულოვანი ფრით დაასრულეს და საკუთარ აქტივს თითო ქულაც შემატეს. მატჩის შემდგომ ტრადიციულად, პორტუგალიელ სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეფასებებიც გააკეთა.

"პრემიერ ლიგაში ყველაზე კარგი მეორე გუნდი ვართ. პრემიერ ლიგა არის ფანტასტიკური ტურნირი, რომელიც დაკომპლექტებულია ბევრი კარგი გუნდით და ასევე 6 ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბით.

სეზონი მეორე ადგილზე დავასრულეთ, თუმცა არ შემიძლია იმის თქმა, რომ ბედნიერი ვარ, ეს არ არის ჩემი ბუნება და მოწოდება. იმ მომენტიდან როდესაც მივხვდით, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ჩვენი მიზანი გახდა მეორე ადგილისთვის ბრძოლა. ჩვენ ეს შევძელით.

80 - წუთზე ნათელი გახდა, რომ საკმარისი იყო თუნდაც ერთი ქულისთვის გვებრძოლა, სწორედ ამაზე ვიფიქრეთ და თამაშის მიმდინარეობას მშვიდად მივყევით. ახლა ჩვენ ახალი ამოცანა გვაქვს პრემიერ ლიგაში და ეს სეზონის 80 ქულით დასრულებაა".
- განაცხადა მოურინიომ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: euro-football


ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Paulscholes1
11 მაი 2018 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Au es ra yeeea reebs bidavs es martla chmoo
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2018 12:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუშინ ორი იდენტური გუნდი იყო მოედანზე გასული, არაფრით განსხვავდებოდა მანჩესტერი უესთ ჰემისგან. სტილიც კი ერთნაირი იყო, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. დე ხეას გამო გამიხარდა მარტო გუშინდელი რეზულტატი. კრიტიკას აზრი აღარ აქვს, ჩელსის მოუგონ ფინალში და გადაგორდება ეს სეზონი, წარმატებულად ითვლებაო რაც არ უნდა იძახოს ჟოზემ, ჩემთვის მაინც წარუმატებელი იქნება მარა რაც არი ეგ არი. მომავალ სეზონში პროგრამა მინიმუმი არ იქნება საკმარისი.
0
№3
ავტორი: Svanchester
11 მაი 2018 12:51
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მხოლოდ ერთი შანსი დარჩა ამ კაცს იუნაიტედში. მომავალ სეზონშიც თუ ვერ დადო კარგი შედეგი ჩემდა სასიხარულოდ სავარაუდოდ გაუშვებენ. ასე, რომ არ ვიცი რა ვინატრო ტიტულები თუ წაგებები ამის გაშვების გამო. ბევრჯერ დავაპირე გუშინ მატჩის გამორთვა მაგრამ მაინც არ გამოვრთე და ბოლომდე ვუყურე იმ უსახურობას რაც მეორე ტაიმში აჩვენა გუნდმა. გულის სიღრმიდან ვიძახი არ მინდა ხოლმე თამაშების ყურება ვიცი ყველა თამაში ერთმანეთზე უარესი სვარკაა მაგრამ კლუბის მიმართ სიყვარულით ყველა თამაშს ვუყურებ როცა დრო მაქვს. მიუხედავად იმისა სვარკაა თუ არა.
1
№4
ავტორი: gogita1991
11 მაი 2018 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
დაველოდოთ ტრანსფერებს და მომავალ სეზონს ვნახოთ მერე რაღას იტყვის ან პრემიერლიგა ან ჩემპიონთალიგა თუ არ დადო გაუშვებენ უკვე, ჯერ რა ტრანსფერებს გააკეთებს ვნახოთ გამოჩნდება იმისმიხედვით ბევრი რამე
0
№5
ავტორი: ikeoni
11 მაი 2018 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Momaval wels mxolod chempionoba
0
№6
ავტორი: dachi_mu
11 მაი 2018 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოკლედ ესეა,ამ სეზონში ბევრი რამ აერია ჟოზეს და არ გაუმართლა კიდეც.მაგრამ რაც სევილიათან გააკეთა ის იყო სირცხვილი .. თავიდან კარგად დაიწყო შედეგებიც 4-0 და ამბავი.მერე პოგბას ტრამვა და კომფლიქტი მხითარიანთან.რომელიც ხერხემალივით იყო პოგბას მერე,მთელი ფანტაზია ევალა და ბურთის ამოტანა. და სახე გაიხია სლავიკამ. აი მანდ გახდა სიტი ჩემპიონი :/
0
№7
ავტორი: JuanMata
11 მაი 2018 13:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ცოტა ფანტასტიკა მგონია, ორი-სამი ახალი ფეხბურთელის დამატებით გუნდის თამაში შეიცვალოს, პოზიციური შეტევა ვისწავლოთ და თამაშში იმდენი მომენტი შევქმნათ, რომ 2-3 გოლის გატანა პრობლემა არ გახდეს.

ერთადერთი ცენტრში შეგვიძლია დავიმატოთ ისეთი მოთამაშე, რომელიც მოახერხებს სწრაფად ბურთის შეტევაში ატანას, ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც სტაბილურად შეძლებს 2-3 კაცის მოტყუებას და დაცვის გარღვევას და ერთი მაღალი, თავით კარგად მოთამაშე თავდამსხმელი, რომელიც ლუკაკუს შეენაცვლება ხოლმე.

ის რომ გუნდურად თამაშს ვისწავლით მოურინიოს ხელში მეეჭვება, მაგრამ ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეებს თუ დავიმატებთ, შეიძლება ერთი-ორი კაცის თამაშის ხარჯზე გავქაჩოთ და რამეს გამოვკრათ ხელი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top