გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, კრიტიკულ მდგომარეობას თავი დააღწია და მისი მდგომარეობა დღითიდღე უფრო უმჯობესდება.
შოტლანდიელი აქამდე თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა, გუშინ მან აღნიშნული განყოფილება დატოვა და ეხლა მკურნალობას სტაციონარულ პალატაში გადის. რაც მისი მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
შეგახსენებთ, სერ ალექსმა ოპერაცია 5 მაისს ჩაიტარა. ქირურგიული ჩარევა მას ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო დასჭირდა. გავრცელებული ცნობებით მას ასევე გამოჯამრთელება ერთი ფაქტის გამოც ნაადრევად სურს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრების სურვილის გამო, სადაც მისი ყოფილი შეგირდი კრიშტიანუ რონალდუ შეეცდება ზედიზედ მესამედ ამ ტურნირის მოგებას. სერ ალექსს მისი გულშემატკივრობა კიევში სურს. ფინალი 26 მაისს გაიმართება.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.