თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2018, 21:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1650,
კომენტარები: 8
მოურინიო მატჩის წინ
წინასამატჩო ინფორმაცია გუნდის შესახებ.
მოურინიო მატჩის წინ
ხვალ თბილისის დროით 22:45 სთ - ზე, დევიდ მოიესი "ვესტ - ჰემი" მეორე ადგილისთვის მებრძოლ "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. წინასამატჩო შეხვედრა ჩაატარა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან სადაც გუნდის მდგომარეობასა და მზადყოფნაში მყოფ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მოურინიოს ცნობით, ხვალინდელ შეხვედრას რომელუ ლუკაკლუ და მარუან ფელაინი გამოტოვებენ. ლუკაკუ ასევე გამოტოვებს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩს 13 მაისს, სადაც "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედი" "უოტფორდს" უმასპინძლებს. ბელგიელს ამ დღეს დაბადების დღე აქვს. მოურინიო იმედოვნებს, რომ ლუკაკუ ასოციაციის თასის ფინალს მზადყოფნში შეხვდება რომელიც 19 მაისს გაიმართება.

ლუკაკუს თანამემამულე მარუან ფელაინი წინა ტურში "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ის მატჩი "წითელ ეშმაკებმა" დათმეს მინიმალური ანგარიშით 1-0. აღნიშნულ მატჩში ფელაინიმ მცირე დაზიანება მიიღო რის შედეგადაც "ჩაქუჩებთან" მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება ლაზარეთიდან დაბრუნებულებს, პორტუგალიელის ცნობით ფილ ჯონსი და ალექსის სანჩესი სრულ მზადყოფნაში არიან. მოგეხსენებათ ორივე ფეხბურთელმა მცირე ტრავმების გამო წინა ტურის შეხვედრა გამოტოვეს.

"ჩვენ ტრავმირებულებს რაც შეეხება - შეხვედრას მარუან ფელაინი და რომელუ ლუკაკუ გამოტოვებენ. ეს ორი ფეხბურთელი ხვალინდელ შეხვედრაში არ გვეყოლება. ფილ ჯონსი და ალექსის სანჩესი დაგვიბრუნდნენ, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა პრობლემა არ გვაქვს. ლუკაკუ ბოლო ტურის შეხვედრასაც გამოტოვებს, ფელაინიმ შესაძლოა ის შეხვედრა ითამაშოს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას".

მოურინიომ ასევე განაცხადა, რომ "უოტფორდის" წინააღმდეგ გუნდს, უკანასკნელად უკაპიტნებს მაიკლ კერიკი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"კერიკი სასტარტო შემადგენლობაში იქნება "ოლდ ტრაფორდზე" "უოტფორდის" წინააღმდეგ გასამართ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში, სადაც ის უკანასკნეკლად უკაპიტნებს თავის გუნდს". - ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებ - საიტი მოურინიოს სიტყვებს წინასამატჩო პრესკონფერენციიდან.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gshak
9 მაი 2018 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გამარჯობა ყველას, დიდი ხანია დაურეგისტირებლად ვარ ამ გვერდის ყოველდღიური მომხმარებელი და გადავწყვიტე რო მეც დავრეგისტირებულიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ვერ აჩვენებს თამაშის იმ ხარისხს რაც შეეფერება მის ისტორიას, მიხარია, რო ამდენი აკომენტარებთ, აქტიურობთ და პირველ რიგში მადლობა საიტის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ საშუალებას გვაძლევთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ერთად ვუგულშემატკივროთ! დიდება, დიდება მან იუნაიტედს! love am

პ.ს. კიდევ მაქვს იმედი, რომ მარსიალი დარჩება
0
№2
ავტორი: Svanchester
9 მაი 2018 22:19
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: gshak
გამარჯობა ყველას, დიდი ხანია დაურეგისტირებლად ვარ ამ გვერდის ყოველდღიური მომხმარებელი და გადავწყვიტე რო მეც დავრეგისტირებულიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ვერ აჩვენებს თამაშის იმ ხარისხს რაც შეეფერება მის ისტორიას, მიხარია, რო ამდენი აკომენტარებთ, აქტიურობთ და პირველ რიგში მადლობა საიტის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ საშუალებას გვაძლევთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ერთად ვუგულშემატკივროთ! დიდება, დიდება მან იუნაიტედს! love am

პ.ს. კიდევ მაქვს იმედი, რომ მარსიალი დარჩება

კარგია რომ შენც გადაწყვიტე აქტიურობა. კეთილი იყოს შენი ფეხი.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 მაი 2018 22:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაიკლის წასვლა გულდასაწყვეტია, კარგია რო ვიხილავთ მოედანზე .
0
№4
ავტორი: Svanchester
9 მაი 2018 22:53
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
კერიკი უნდა გახდეს სამომავლოდ იუნაიტედის მწვრთნელი. ვფიქრობ ამას უმიზნებს. სამწუხაროა იმ ძველი მანჩესტერიდან კერიკიც რომ აღარ იქნება. რა დიდებული თაობა წავიდა.
0
№5
ავტორი: Paulscholes1
10 მაი 2018 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Kargi ambebia bratci,chvenma fergim intensiuti mkurnalobis palata datova da dtacionarul mkurnalobaze gadavidao exla wavikitxe. Anu gadalaxa ra ziritadi safrtxe chautara avadmyofobasac fergi-taimi
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
10 მაი 2018 11:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Paulscholes1
Kargi ambebia bratci,chvenma fergim intensiuti mkurnalobis palata datova da dtacionarul mkurnalobaze gadavidao exla wavikitxe. Anu gadalaxa ra ziritadi safrtxe chautara avadmyofobasac fergi-taimi

სიკვდილსაც ქამ ბექი გაუკეთა :) საღოლ ბაბუს იმენა ზეა რა
0
№7
ავტორი: ikeoni
10 მაი 2018 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
xval uechveli movigebt fergis xatrit
0
№8
ავტორი: Paulscholes1
10 მაი 2018 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Karoche fergis xatrit mgonia uechveli moigeben fulic minda gavmazo mara am chmouribios gadamkide ver vriskav((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top