"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, სერ ალექს ფერგიუსონს მხარდაჭერას უცხადებს, რომელმაც მძიმე ოპერაცია რამოდენიმე დღის წინ გადაიტანა და აცხადებს, რომ მასთან ერთად მუშაობაზე ოცნებობდა.
"ჩვენ ყველა შოკირებული დავრჩით იმ ფაქტის გამო, რაც სერ ალექს ფერგიუსონს შეემთხვა. ჩვენ ახლა ყველა გავერთიანდით და მისი გამოჯამრთელებისთვის ვლოცულობთ.
ის უნიკალური და ფუნდამენტური პიროვნებაა მთელი მსოფლიო ფეხბურთის სამყაროსთვის. ძალიან ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომ მასთან ერთად "იუნაიტედში" მუშაობა ვერ მოვასწარი.
ახლა სეზონის ბოლოა, დარჩენილ შეხვედრებში კარგი შედეგებით ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მას და გამოჯამრთელება ვუსურვოთ". - საუბრობს ხუან მატა თავის ბლოგში.