თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2018, 13:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1864,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" მარსიალს "ჩელსიში" ერთ შემთხვევაში გაუშვებს
მარსიალის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.
შესაძლოა "იუნაიტედის" ფრანგ ფეხბურთელმა ენტონი მარსიალმა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვოს. ბევრი სპორტული გამოცემა ასევე წერს იმას, რომ ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება და მწვრთნელი მას ახალ სათამაშო პოზიციას მისცემს, თუმცა დღეს გავრცელებული ცნობა სხვაგვარია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი ლონდონის "ჩელსიში" გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ "არისტოკრატებისგან" ბრაზილიელ ფეხბურთელს ვილიანს და დამატებით 45 მილიონ ევროს მიიღებს ენტონის სანაცვლოდ. - იუწყება Mirror.

გარდა აბრამოვიჩის გუნდისა, მარსიალს მსურველები კიდევ მრავლდ ჰყავს. მას ევროპის სხვა წამყვანი ჩემპიონატებიდანაც წამყვანი კლუბები ეპატიჟებიან. ისეთები როგორიცა: "მიუნხენის ბაიერნი", ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "ატლეტიკო", და ფრანგული "პსჟ".
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: men1me
6 მაი 2018 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
წავიდეს ჯობია წარმატებებს ვუსურვებ.ბევრი დაწერს პერსპექტიულიაო მარა 23 წლის ფეხბურთელი წესით პერსპექტიულზე ცოტა მეტი უნდა იყოს.უკმაყოფილოაო რო ამბობენ და მწვრთნელი არასწორ პოზიციაზე ათამაშებსო გაიხსენეთ რუნი,ცოტა არ იყოს უხერხულია ამ ცინგლიანის ლეგენდასთან შედარება.მარა ტიპი თავის თავს რო გუნდზე წინ დააყენებს ულაპარაკოდ აჩუ-ნაცენზურა უნდა უქნა

რუნის ხან ნახევარმცველად დაარბენინებდნენ და ხანაც საყრდენად,დაცვაშიც ჩამოდიოდა და ერთხელ არ დაუწუწუნია,ეს ლაწირაკები კიდე ერთხელ დაცვაში ჩამოვლენ და კვდებიან ტირილით გეგონება ოქროს ბურთებით ქონდეთ თაროები გამოტენილი და როგორ ეკადრებათ
2
№2
ავტორი: gogita1991
6 მაი 2018 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
წავიდეს მართლაც რა ბოლობოლო ამის მუდვიად შეწუხებულ სახეს მაინც აღარ დავინახავ, ვისაც არ უნდა წავიდეს
1
№3
ავტორი: Phil Jones
6 მაი 2018 15:33
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ე ბიჭო არ მინდა ეს ვილიანი და მომკალით თუ გინდა. ხასიათის ფეხბურთელია და მარტო ბარსელონასთან და ეგეთებთან იხარჯება ბოლომდე.

ჩელსიდან ერთადერთი აზარია კარგი და ფულის დამატებაც კი შეიძლება, ოღონდ არარეალურია.
1
№4
ავტორი: ikeoni
6 მაი 2018 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
gamoricxuli mgonia mainc amis wasvla
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
6 მაი 2018 19:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსიში ნაკლებად სავარაუდოა, საერთოდ თუ წავიდა
0
№6
ავტორი: gaga1987
6 მაი 2018 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
iuveshi da dibala aket
0
№7
ავტორი: stepno
7 მაი 2018 09:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაღაცნაირი ფეხბურთელია რაა სულ უხასიათო შეწუხებულიი მე პირადად მაგრად დამღალა უკვეე:)) ვილიანი მაგრად მევასება და ნეტა გაცვალონ მართლა
0
№8
ავტორი: f.c.mu
7 მაი 2018 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ერთი ერთშიც არ გაგვიცვლიან რა დამატებაზეა საუბარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top