მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი დარწმუნებული იყო, რომ დაძლევდა თვის დაავადებას და 10 თვიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდა მოედანს:" ყოველი დღე უდიდესი ბრძოლა იყო ჩემთვის." ფლეტჩერი კარიერის განახლების შემდეგ გალათასარაისთან შეცვლაზე და შემდეგ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში:"მე ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ კვლავ დავუბრუნდებოდი ფეხბურთს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კვლავ დავუბრუნდებოდი ფეხბურთს. ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო ფიქრობდა, რომ მე აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ მე რწმენა არასოდეს დამიკარგავს. თავშიც არ გამივლია ის აზრი, რომ კარიერა დამესრულებინა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებოდი და ეს მართლაც ესე მოხდა. იმედი მაქვს, რომ სერ ალექსსაც სჯეროდა ჩემი დაბრუნების და მინდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია კვირაში 2-3 მატჩის გამართვა.
ფლეტჩერი დარწმუნებულია, რომ წამლები და სწორი რაციონი დაეხმარება მას საბოლოოდ დაამარცხოს დაავადება. ის დიდი ხანი არ თამაშობდა, რათა დაემტკიცებინათ ის, რომ ფეხბურთს მის დაავადებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა:" ექიმები ეკვირდებოდნენ ჩემს ჯანმრთელობას ფეხბურთის გარეშე. საწინააღმდეგო სიტუაციაში მომიწევდა მაკეთებინა არჩევანი ფეხბურთსა და ჩემს ჯანმრთელობას შორის, თუმცა გული ყოველთვის კარგს მიგრძნობდა. მე ვფიქრობდი ცუდზე არ მეფიქრა მაშინაც, როცა ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთს ვერ დავუბრუნდებოდი. მე არაფერი მქონდა დარჩენილი უნდა მიმეღო წამლები და დამეცვა დიეტა. მე ვაცნობიერებ იმას, რომ 100% ვეერ განვიკურნები და ცხოვრების ბოლომდე მომიწევს ბრძოლა ამ დაავადებასთან. მე მზად ვარ მივიღო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის!"