თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2018, 21:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1583,
კომენტარები: 4
"იუნაიტედს" მარსიალის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მარსიალს "იუნაიტედის" დატოვება სურს, თუმცა კლუბის მხრიდან სიტუაცია განსხვავებულია.
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ფეხბურთელ ენტონი მარსიალზე თითქმის მსოფლიოს ყველა სპორტული გამოცემა წერს და წერს იმას, რომ ის კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს, განსხვავებულია კლუბის გადაწყვეტილება შემტევი ფეხბურთელის მიმართ.

"ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გასხვისება არ სურთ. ამის შესახებ ESPN - ის ჟურნალისტი ენდი მიტენი საუბრობს. აქამდე "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულში შემტევ ფეხბურთელს არ დაიმატებდა, რაც ნიშნავს იმას რომ არსებული რესურსი გუნდში არ შესუსტდება.

მარსიალის მიმართ ინტერესს ევროპის წამყვანი ჩემპიონატების წამყვანი გუნდები გამოხატავენ. იტალიური "იუვენტუსი" კი ყველაზე აქტიურად ცდილობს ფრანგი სერია ა - ში გადაიყვანოს.

თავის მხრივ გერმანული ფეხბურთის დომინანტი მიუნხენის "ბაიერნიც" ჩაერთო საქმეში. ენტონის მსურველი თავად პრემიერ ლიგიდანაც გამოუჩნდა, ლონდონის "ჩელსი" და "ტოტენჰემ ჰოტსპურიც" ეცდებიან ნიჭიერი შემტევის გადაბირებას.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
3 მაი 2018 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დარჩება ყველა ხახა მშრალი... love am
0
№2
ავტორი: VALERI.s
3 მაი 2018 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მეც მინდა რო დარჩეს მაგრამ მარჯვენა ვინგერი აუცილებლად მოსაყვანია გუნდში!
0
№3
ავტორი: ikeoni
4 მაი 2018 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
uechveli darcheba
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2018 16:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია დარჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top