თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2018, 19:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1486,
კომენტარები: 2
დე ხეა თანაგუნდელებმაც საუკეთესოდ დაასახელეს
დავიდის მორიგი აღიარება.
დე ხეა თანაგუნდელებმაც საუკეთესოდ დაასახელეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის წევრებმა დავიდ დე ხეა 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

"იუნაიტედის" პირველმა ნომერმა აღიარება ჰპოვა თავისი დიდებული სეივებისა და კარგი თამაშის გამო "ლივერპულის", "არსენალისა" და "სევილიას" წინააღმდეგ მატჩებში.

დავიდი ერთადერთია, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და იგი "მშრალი" მატჩების რაოდენობით ლიდერობს.

27 წლის ფეხბურთელს ჯილდო პირადად გადასცა გასული წლის გამარჯვებულმა ანტონიო ვალენსიამ.

"ჩემი თანაგუნდელებისგან ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებული შეგრძნებაა. თითოეული მათგანი მიყვარს. ჩვენ მეორე ადგილისთვის ვიბრძვით და ფინალში ვართ, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ეს საკმარისი არ არის.

თუმცა, კარგია სეზონის ტიტულით დასრულება და ამის "უემბლიზე" გაკეთება",
- განაცხადა დავიდმა.

დე ხეა კლუბის ისტორიაში პირველია, ვინც სამჯერ მოიგო აღნიშნული ჯილდო და წინა შემთხვევები 2013/14 და 2014/15 წლებში დაფიქსირდა.

ჯილდოს პირველი მფლობელი რაიან გიგზი გახდა 2005/06 წლებში. ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ და ვალენსია კი ორადორი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო ორჯერ მოიგო.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 მაი 2018 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ulaparakod sauketesoa
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 მაი 2018 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჰეგემონია აქვს დე ხეას wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top