თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2018, 19:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1534,
კომენტარები: 5
დე ხეა წლის საუკეთესო ფეხბურთელია
დავიდმა ჯილდო მეოთხედ მოიგო.
დე ხეა წლის საუკეთესო ფეხბურთელია
დავიდ დე ხეა 2017/18 წლების სეზონში სერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების მიერ.

აღნიშნული ჯილდო საიმედო ხელშია, ვინაიდან "იუნაიტედის" ისტორიაში იგი არასდროს მოუგია უფრო მეტჯერ, ვიდრე ესპანელს. ბოლო 5 სეზონში დავიდი მეოთხედ გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე, მანამდე კი გახდა კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზედიზედ სამჯერ დაეუფლა წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს.

107 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმას ნომინანტებს და მისი 67% ერგო დე ხეას, მეორე ადგილზე გავიდა ჯესი ლინგარდი ხმების 10%-ით, ხოლო მესამე ადგილი 9%-ით დაიკავა რომელუ ლუკაკუმ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელიწადში "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელებად ესპანელები სახელდებოდნენ.

დავიდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 21-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რაც საუკეთესო შედეგია კლუბში მისი ყოფნის პერიოდში.

დე ხეა ასევე ახლოსაა კარიერაში პირველი ოქროს ხელთათმანის მოგებასთან - ჯილდო, რომელიც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი "მშრალი" მატჩის მქონე მეკარეს გადაეცემა. მისი ამჟამინდელი მონაგარი 17 და ორით უსწრებს უახლოეს მდევარ ედერსონს.

წყაროL: manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
2 მაი 2018 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
fergis mere eset pativs amas vcem dzan magaria
0
№2
ავტორი: ikeoni
3 მაი 2018 09:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
saocari mekare gvyavs
0
№3
ავტორი: JuanMata
3 მაი 2018 11:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ახლა, ბარემ ოქროს ხელთათმანიც და ეგაა.
მომავალ წელს კაპიტნის სამკლაურს იმედია დეხეა მიიღებს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
3 მაი 2018 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაუჭირდებოდა
0
№5
ავტორი: Svanchester
3 მაი 2018 21:53
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
უდავოდ დამსახურებულად, უდავოდ საუკეთესო მსოფლიოს ნომერ 1 მეკარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top