თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2018, 14:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2134,
კომენტარები: 12
ნევილი: "იუნაიტედი" პოჩეტინომ უნდა გაწვრთნას"
ყოფილ "მანჩესტერელს" ყოფილ კლუბში მოურინიოს შემდეგ პოჩეტინოს მისვლა სურს.
ნევილი:
"იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი გარი ნევილი იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი კლუბის მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს შემდეგ "ტოტენჰემის" მენეჯერი არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო გახდება.

"ჟოზე მოურინიო მშვენიერი მენტორია კლუბისთვის. ვიმედოვენებ, რომ ის კლუბში რამოდენიმე წელი კიდევ დარჩება და ბევრ ტიტულებს მოიგებს.

როდესაც ახალი მწვრთნელის მოსვლის საკითხი დადგება "იუნაიტედში" ვიმედოვნებ, ეს ახალი მწვრთნელი სწორედ მაურისიო პოჩეტინო იქნება, ის კარგი სპეციალისტია და დაიმსახურა დიდ კლუბში მუშაობა".
- ციტირებს Sky Sports - ნევილის სიტყვებს.

ამჟამად ნევილის მიერ დასახელებული პოჩეტინო "დეზებს" უდგას სათავეში. ხოლო "იუნაიტედის" ამჟამინდელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს კლუბში.



წყარო: euro-football


ეთანხმებით გარი ნევილს?

დიახ
არა

ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
1 მაი 2018 15:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
წლევანდელი ტოტენჰემი მანჩესტერის აჩრდილი ეგონა.აშკარაა რომ პაჩეტინოს სტილი ბევრად უფრო ჩვენია ვიდრე ეს რასაც დღეს უყურებთ.არ იქნებოდა უროგო მისი ხილვა იუნაიტედში მაგრამ არამგონია მისი გაშვება უნდოდეს ბოსებს.
0
№2
ავტორი: tedore
1 მაი 2018 15:08
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ვერ დავეთანხმები და ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა. მაშ ასე, დავიწყებ იქედან, რომ პოჩეტინოს არა აქვს გამარჯვების მენტალიტეტი არ იცის რა არის ტიტული და როგორ მიაღწიოს მიზანს. მარტო ის რომ ლამაზად ათამაშებს გუნდს, საკმარისი არაა, მასე ლივერპულიც მაგრად თამაშობს, მაგრამ პრემიერლიგაში შედეგი მხოლოდ ოთხეული და ისიც ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. შემადგენლობა რომელიც ტოტენჰემს ყავს არავის არ ჩამოუვარდება, მაგრამ ყოველთვის აკლია რაღაც რაც ვერ ეხმარება ბოლომდე წარმატების მიღწევაში და ეს რაღაც არის მწვრთნელი, რომელმაც არ იცის როგორ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. დარწმუნებული ვარ სეზონის დასაწყისში, ტოტენჰემის პირველი ამოცანა არის ოთხეულში მოხვედრა და არა ჩემპიონობა, და ამ მიდგომით იწყებენ. როცა ლესტერი გახდა ჩემპიონი და ყველა ტოპ გუნდი საშინლად თამაშობდა, მაშინაც კი ვერ შეძლო პოჩეტინომ ბოლომდე საქმის მიყვანა გამოცდილება არა აქვს სამაგისო. მე არ მინდა გუნდმა ლამაზად ითამაშოს და ყოველ წელს ოთხეულში მოხვდეს და მეტი არაფერი
0
№3
ავტორი: glory28
1 მაი 2018 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ასეთი სიმართლე ამას არასდროს უთქვამს
0
№4
ავტორი: Svanchester
1 მაი 2018 15:43
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: tedore
ვერ დავეთანხმები და ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა. მაშ ასე, დავიწყებ იქედან, რომ პოჩეტინოს არა აქვს გამარჯვების მენტალიტეტი არ იცის რა არის ტიტული და როგორ მიაღწიოს მიზანს. მარტო ის რომ ლამაზად ათამაშებს გუნდს, საკმარისი არაა, მასე ლივერპულიც მაგრად თამაშობს, მაგრამ პრემიერლიგაში შედეგი მხოლოდ ოთხეული და ისიც ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. შემადგენლობა რომელიც ტოტენჰემს ყავს არავის არ ჩამოუვარდება, მაგრამ ყოველთვის აკლია რაღაც რაც ვერ ეხმარება ბოლომდე წარმატების მიღწევაში და ეს რაღაც არის მწვრთნელი, რომელმაც არ იცის როგორ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. დარწმუნებული ვარ სეზონის დასაწყისში, ტოტენჰემის პირველი ამოცანა არის ოთხეულში მოხვედრა და არა ჩემპიონობა, და ამ მიდგომით იწყებენ. როცა ლესტერი გახდა ჩემპიონი და ყველა ტოპ გუნდი საშინლად თამაშობდა, მაშინაც კი ვერ შეძლო პოჩეტინომ ბოლომდე საქმის მიყვანა გამოცდილება არა აქვს სამაგისო. მე არ მინდა გუნდმა ლამაზად ითამაშოს და ყოველ წელს ოთხეულში მოხვდეს და მეტი არაფერი

იუნაიტედის მწვრთნელობით გამარჯვებულის მენტალიტეტსაც გამოიმუშავებს. იუნაიტედი მისცემს თვითონ ამ მენტალობას. ჩემი აზრით იდეალური მწვრთნელი იქნება ჩვენთვის.
0
№5
ავტორი: JuanMata
1 მაი 2018 15:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: tedore
ვერ დავეთანხმები და ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არა. მაშ ასე, დავიწყებ იქედან, რომ პოჩეტინოს არა აქვს გამარჯვების მენტალიტეტი არ იცის რა არის ტიტული და როგორ მიაღწიოს მიზანს. მარტო ის რომ ლამაზად ათამაშებს გუნდს, საკმარისი არაა, მასე ლივერპულიც მაგრად თამაშობს, მაგრამ პრემიერლიგაში შედეგი მხოლოდ ოთხეული და ისიც ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ. შემადგენლობა რომელიც ტოტენჰემს ყავს არავის არ ჩამოუვარდება, მაგრამ ყოველთვის აკლია რაღაც რაც ვერ ეხმარება ბოლომდე წარმატების მიღწევაში და ეს რაღაც არის მწვრთნელი, რომელმაც არ იცის როგორ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. დარწმუნებული ვარ სეზონის დასაწყისში, ტოტენჰემის პირველი ამოცანა არის ოთხეულში მოხვედრა და არა ჩემპიონობა, და ამ მიდგომით იწყებენ. როცა ლესტერი გახდა ჩემპიონი და ყველა ტოპ გუნდი საშინლად თამაშობდა, მაშინაც კი ვერ შეძლო პოჩეტინომ ბოლომდე საქმის მიყვანა გამოცდილება არა აქვს სამაგისო. მე არ მინდა გუნდმა ლამაზად ითამაშოს და ყოველ წელს ოთხეულში მოხვდეს და მეტი არაფერი



პოჩეტინო არ ვიცი მანჩესტერს როგორ გაწვრთნის, მაგრამ მე სხვანაირად ვხედავ ტოტენჰემის სიტუაციას. საშუალო დონის გუნდი, რომელსაც ბოლო 20 წლის მანძილზე არ მიუღწევია არაფრისთვის, პოჩეტინომ მოახერხა და დააყენა ტოპ გუნდების გვერდით. თუ გრანდების საზომით განსჯი, რა თქმა უნდა არაა წარმატება, მაგრამ ეს ტოტენჰემია და არა გრანდი. 4-ეული მაგათთვის უკვე დიდი წარმატებაა, არ შეიძლება შეადარო მანჩესტერს, სიტის, ჩელსის, რომლებიც ყოველ ფანჯარაზე რამდენიმე ასეულ მილიონს ხარჯავენ.

ეს შემადგენლობა რაც ჰყავს ტოტენჰემს, პოჩეტინომ გამოზარდა, კეინი, ალი, ერიქსენი ახლა არიან ვარსკვლავები, მწვრთნელის დამსახურებაა ეს. ტოტენჰემი იყვანს პატარა ბავშვებს და ფეხბურთელებად აქცევს. მაგათი პრობლემა ტრანსფერებია და სათადარიგოთა სკამი. ძირითადი გუნდი კარგია, მაგრამ შემცველები არ ჰყავთ და ვისაც ყიდულობენ, ან უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელები არიან, ან ახალგაზრდები.

თუმცა სხვა ვარიანტებიც არაა ცუდი, ჟარდიმი, სარი, ნაგელსმანი. თუნდაც ანჩლოტი, მოიძებნება კიდევ ვინმე.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
1 მაი 2018 16:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოურინიოს მერე სხვა სტილის მწვრთნელი მოვა ასე მგონია, თუმცა პოჩეტინო იქნება ეს თუ სხვა ვინმე ამას დრო აჩვენებს.
0
№7
ავტორი: dzia_David
1 მაი 2018 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ააა კაცი, ამას გავიძახი უკვე რამდენი ხანია. მაგრამ ვიმედოვნებ რო რამდენიმე წელი კდიე არ ვუყურებ ჟოზეს გარიკასგან განსხვავებით
0
№8
ავტორი: dybbuk
1 მაი 2018 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: tedore

სხვების არ ვიცი მაგრამ მეც იმავე აზრზე ვარ მეგობარო, ლესტერის დროს ქონდა ყველაზე კარგი შანსი და ვერ გამოიყენა, საერთოდ ვერაფერს ვერ იგებს ეპლს რო თავი დავანებოთ, ფა ან ქარაბაო თასი მაინც რომ მოეგო რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა მენტალურად, არავიზე ნაკლები სასტავი არ ყავს, თუნდაც იგივე ჩელსი და ლივერპული ავიღოთ, არავინ არ უკარგავს რა სამუშაოც ტოტეში გასწია, მაგრამ იგივე რაც იუვესთან მოხდა ან თუნდაც ჩვენთან ეხა ნახევარფინალში ბევრ რამეზე მეტყველებს, სანამ აქ მოიყვანდნენ ქვეყნის რომელიმე თასი მაინც უნდა მოიგოს მინიმუმ, თორე ფსოქოლოგიურად დარჩება სულ მინიმალისტად რომლისთვისაც 4ული საკმარისი და ლიგის 1/8 სეზონის პიკია
0
№9
ავტორი: LASHQARA
1 მაი 2018 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ტოტენჰემი სხვა წლებთან შედარებით რომ ანგარიშ გასაწევი ძალაა ამაზე მგონი არავინ დავობს, მაგრამ ვერ ვითარდება, თითქოს მეტი წინ ვეღარ მიდის, ესაა მისი მაქსიმუმი, ეგეთი აზრი დამრჩა წლევანდელი სეზონიდან გამომდინარე, ვერცერთი გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო, მაგრამ ჩვენზე ლამაზ ფეხბურთს ნამდვილად თამაშობენ. love am
0
№10
ავტორი: ikeoni
1 მაი 2018 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
siamovnebit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top