თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2018, 21:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1889,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" VS "არსენალი" : მატჩის ანალიზი
დღევანდელი მატჩის შეფასება.
დასრულდა "ოლდ ტრაფორდზე" მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და არსენ ვენგერის "არსენალს" შორის. მატჩის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე, სასიამოვნო გარემო შეიქმნა არსენ ვენგერისთვის. "იუნაიტედის" ლეგენდარულ ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, არსენ ვენგერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და ერთად ფოტოც გადაიღეს. მოგეხსენებათ ეს ვიზიტი ვენგერისთვის ბოლო ვიზიტი იყო "არსენალის" მწვრთნელის რანგში "ოლდ ტრაფორდზე", ფრანგი სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალს" დატოვებს.

ევროპა ლიგისთვის მებრძოლი "მეთოფეები" მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით ვიხილეთ. შანსი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ. ვენგერმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, კარს სათადარიგო მეკარე კოლუმბიელი დავიდ ოსპინა იცავდა. მარჯვენა ფლანგზე ტრადიციულად ბელერინი მოქმედებდა, დაცვის ცენტრალური ხაზი კი ჩემბერსმა და მავროპანოსმა ჩაიბარეს, მარცხენა ფლანგზე კი სედ კოლაშინაცი იყო განთესილი, რომელიც 64 - ე წუთზე ნაჩო მონრეალმა ჩანაცვლა. დაცვის ხაზს კი ნახევარმცველები მაიტლანდ - ნილსი და გრანიტ ჯაკა უწევდნენ დახმარებას.

"არსენალის" შეტევის სქემა კი შემდეგნაირად მოქმედებდა: მარჯვენა ფლანგიდან ყოფილი "მანჩესტერელი" და "მეთოფეების" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჰენრიკ მხითარიანი უტევდა, სომეხ ფეხბურთელმახ დროზე ადრე დატოვა მოედანი 76 - ე წუთზე ის ვილოკმა ჩაანაცვლა. შეტევებს ცენტრიდან ალექს ივობი უძღვებოდა, ხოლო მარცხენა ფლანგზე ახალგაზრდა რეის ნელსონი ვიხილეთ, რომელმაც ასევე ცვლილების სახით დატოვა მოედანი 64 - წუთზე მის ნაცვლად თამაშში დენი უელბეკი ჩაერთო. ცენტრალურ თავდასხმაში კი ლონდონელთა ახალწვეული პიერ ემერიკ ობამეიანგი თამაშობდა.

როგორც უკვე ზემოხსენებულ იქნა "მეთოფეების" მხრიდან ერთადერთი გოლი ჰენრიკ მხითარიანმა გრანიტ ჯაკას გადაცემის შემდეგ საჯარიმოს გარედან დაბალი შორეული დარტყმით მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა. გატანილი გოლი ექს - "მანჩესტერელმა" გულშემატკივრებისა და კლუბის საპატივსაცემოდ არ აღნიშნა.

საბოლოო ჯამში "არსენალს" ამ წაგებით სატურნირო ცხრილში პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ იკავებს მე- 6 - ე ადგილს 57 ქულით. "მეთოფეებს" "ბარნლი" მოსდევთ, რომელთაც მეშვიდე ადგილი 54 ქულთ უკავიათ თუმცა "არსენალს" მათთან შედარებით ერთი თამაში კიდევ აქვთ თადარიგში.

რაც შეეხება მეორე ადგილისთვის წარმატებით მებრძოლ "მანჩესტერ იუნაიტედს", ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მოპოვებული სამი ქულით ოფიციალურად გაინაღდეს შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური. ხოლო მეორე ადგილისთვის მებრძოლ კიდევ ერთ კლუბ "ლივერპულს" ამჯერად უკვე 5 ქულით ასწრებენ. ამას ზედ დამატებული ისიც, რომ მათ "მერსისაიდელებთან" შედარებით სათადარიგო შეხვედა კიდევ აქვთ დარჩენილი.

დღევანდელ შეხვედრაში მოურინიო 4-3-3 ტაქტიკური სქემით გამოვიდა. კარს ტრადიციულად მეკარე დავიდ დე ხეა იცავდა, მარჯვენა ფლანგზე ასევე ტრადიციულად მოთამაშე ანტონიო ვალენსია ვიხილეთ, დაცვის ხაზში მცირე ცვლილება შეინიშნა და ერიკ ბაილის ნაცვლად ვიქტორ ლინდელოფი გამოვიდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბაილი, მოურინიოს მატჩის განაცხადშიც არ ჰყავდა შეყვანილი. ლინდელოფს პარტნიორობას კრის სმოლინგი უწევდა. მარცხენა ფლანგი ეშლი იანგის განკარგულებაში იყო.

ნახევარდაცვაში აქტიურად მოქმედებდნენ: მარჯვენა ფლანგზე ანდერ ერერა, ცენტრალურ ნახევარზე ნემანია მატიჩი, ხოლო მარცხნიდან პოლ პოგბა. შემტევი სამეული კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მარჯვნივ ჯესი ლინგარდი, ცენტალკური თავდასხმა რომელუ ლუკაკუ, ხოლო მარცხენა ფლანგი ალექსის სანჩესს ეჭირა. შეხვედრის 50 - ე წუთზე, რომელუ ლუკაკუმ ტკივილი იგრძნო ფეხის არეში რის შემდეგაც ის მარკუს რეშფორდმა ჩაანაცვლა. შემდეგი ორი ცვლიელბა პორტუგალიელმა 64 - წუთზე განახორციელა, მოედანზე გამოჩნდენ ენტონი მარსიალი და მარუან ფელაინი.

მარსიალმა სანჩესის ნაცვლად მარცხენა ფლანგიდან დაიწყო შეტევების ორგანიზება. მარუანი კი ჩვეულ სტილში საჰაერო ორთაბრძოლებით ცდილობდა მოწინააღმდეგის კართან ხიფათის შექმნას. შეხვედრაში პირველი გოლი 16 - წუთზე პოლ პოგბამ გაიტანა, როდესაც ლუკაკუს ჩაწოდებულ ბურთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ალექსის სანჩესმა ითამაშა თავით, რის შემდეგაც ბურთი ჯერ მეთოქე გუნდის ფეხბურთელს მოხვდა ხოლო შემდეგ კარის ძელს, თუმცა ძელიდან ასხლეტილი ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ პოლ პოგბას მიუვიდა რომელმაც ის უპრობლემოდ გადაგზავნა კარის ბადეში. შემდგომ ამისა ჩვენს მიერ უკვე ხსენებული ჰენრიკ მხითარიანის გოლი და ანგარიშიც გათანაბრდა.

ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ თითქოს გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ თუმცა, ისევ სტანდარტული მცდელობებით "იუნაიტედმა" საბოლოო წერტილი შეხვედრის კომპენსირებულ 91 წუთზე დასვა, იანგის მიერ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო მარუან ფელაინიმ და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

მოპოვებული გამარჯვებით "წიტელი ეშმაკები" მყარად იკავებენ სატურნირო ცხრილის მეოე ადგილს 77 ქულით. შემდეგ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად 4 მაისს "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავს.


წყარო: ავტორი


ვინ იყო მატჩის საუკეთესო?

პოგბა
ფელაინი
მატიჩი
სანჩესი

სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 აპრილი 2018 21:46
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ანალიზი პირველად შემოგთავაზეთ ბიჭებო. შეიძლება მცირე შეცდომები მქონდეს თუმცა ნუ მიწყენთ. მაქსიმალურად ვეცდები ყოველი შეხვედრის შემდგომ დავდო.
2
№2
ავტორი: Phil Jones
29 აპრილი 2018 22:00
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Svani
ანალიზი პირველად შემოგთავაზეთ ბიჭებო. შეიძლება მცირე შეცდომები მქონდეს თუმცა ნუ მიწყენთ. მაქსიმალურად ვეცდები ყოველი შეხვედრის შემდგომ დავდო.

2 წამით შეოვირბინე საიტზე და ეხლა ვერ წავიკითხავ, მაგრამ მაგარია და მადლობა შრომისთვის.
თამაშს რაც შეეხება ცხოვრებაში მგონი პირველად ორმაგი ემოცია მქონდა, თან გამიხარდა თან არა ვენგერის გამო. გუშინ დავწერე ამ თემაზე სადღაც კომენტარი და იმედი გამოვთქვი რომ ოლდ ტრაფორდი ასე შეხვდებოდა! ვამაყობ ჩემი გუნდით და გულშემატკივრებით.
0
№3
ავტორი: kobinio
29 აპრილი 2018 22:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ფელაინზე ისე მიხარია კონტრაკტს რომ არ აგრძელებს რომ რავი რა ვთქვა.გოლი გაიტანა კაი გაუარდა მარა ტიპი იმენა გაღმაა გასული... პოგბამ იმენა გაიჯეჯილა :)) პირველი ტაიმი უფრო მეაიამოვნა თუმცა მეორეს ბოლოც კაი იყო.
ის ხასიათმოთხნული მარსიაი სავარაუდოდ გააფსავს,კომენტატორი ღადაობდა ჩვეულ სტილში მოატყუა ფეხბურთელი და ჩვეულ სტილში არაზუსტი პასი გააკეთაო.
როდესაც ნახევარ საათით ადრე გიშვებენ მოედანზე მინიმუმ მონდომება ხო უნდა ანახო მამაძალი?! ტიპი ისეა მოღუშული გეგონება ვინმეს რამით ჯობია და კანის ფერის გამო ჩაგრავენ.
მაგარი ხასიათა მასტია და ეგ დაღუპავს როგორც ბევრი დაღუპა.
იმ სევენის სიოს კაი გაუარდა ისე :))
0
№4
ავტორი: Svanchester
29 აპრილი 2018 22:12
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Phil Jones
ციტატა: Svani
ანალიზი პირველად შემოგთავაზეთ ბიჭებო. შეიძლება მცირე შეცდომები მქონდეს თუმცა ნუ მიწყენთ. მაქსიმალურად ვეცდები ყოველი შეხვედრის შემდგომ დავდო.

2 წამით შეოვირბინე საიტზე და ეხლა ვერ წავიკითხავ, მაგრამ მაგარია და მადლობა შრომისთვის.
თამაშს რაც შეეხება ცხოვრებაში მგონი პირველად ორმაგი ემოცია მქონდა, თან გამიხარდა თან არა ვენგერის გამო. გუშინ დავწერე ამ თემაზე სადღაც კომენტარი და იმედი გამოვთქვი რომ ოლდ ტრაფორდი ასე შეხვდებოდა! ვამაყობ ჩემი გუნდით და გულშემატკივრებით.

გაიხარე ზვიად, არაფერს რის მადლობა.
1
№5
ავტორი: Paulscholes1
29 აპრილი 2018 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
ციტატა: kobinio
ფელაინზე ისე მიხარია კონტრაკტს რომ არ აგრძელებს რომ რავი რა ვთქვა.გოლი გაიტანა კაი გაუარდა მარა ტიპი იმენა გაღმაა გასული... პოგბამ იმენა გაიჯეჯილა :)) პირველი ტაიმი უფრო მეაიამოვნა თუმცა მეორეს ბოლოც კაი იყო.
ის ხასიათმოთხნული მარსიაი სავარაუდოდ გააფსავს,კომენტატორი ღადაობდა ჩვეულ სტილში მოატყუა ფეხბურთელი და ჩვეულ სტილში არაზუსტი პასი გააკეთაო.
როდესაც ნახევარ საათით ადრე გიშვებენ მოედანზე მინიმუმ მონდომება ხო უნდა ანახო მამაძალი?! ტიპი ისეა მოღუშული გეგონება ვინმეს რამით ჯობია და კანის ფერის გამო ჩაგრავენ.
მაგარი ხასიათა მასტია და ეგ დაღუპავს როგორც ბევრი დაღუპა.
იმ სევენის სიოს კაი გაუარდა ისე :))

Ra gixaria zma dges chmouriniom tqva imedi maqvs darchebao. Esec vicodi rom amis datoveba unda chmors da marsialis gashveba.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2018 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვენგერს ნამდვილად ეკუთვნოდა ასე დახვედრა და გაცილება
0
№7
ავტორი: JuanMata
30 აპრილი 2018 12:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მარსიალს რატომ ლანძღავთ არ მესმის, მშვენივრად ჩაერთო თამაშში. მარსიალი რომ შემოვიდა, ერთადერთი გაგრძელება მარცხენა ფლანგიდან შეტევა იყო. სამი სახიფათო მომენტი შექმნა, ერთი როცა სმოლინგმა ფეხი ააცილა ბურთს, ერთი ფელაინის თავზე დაასვა და ძელს მოხვდა, მერე რეშფორდის გოლი მოყვა თამაშგარედან და კიდევ ერთი მომენტი იყო, არ მახსოვს ვისზე წავიდა პასი ისევ საჯარიმოში, ცუდად მიიღო ბურთი, წინ გაუვარდა და მერე მცველმა დაასწრო.

ჟოზეს რაც შეეხება იმედია აწი, მიცემს ახალგაზრდებს თამაშის საშუალებას, მარსიალი ძირითადიდან დაწყებას იმსახურებს, თუნდაც ამ უმოტივაციო მატჩებში, მატიჩი დასვენებას, ლუკაკუ, სანამ არ დაიმტვრა, არ შეცვალა.

ფელაინი, მარტო თავზე ჩაწოდებებზე თუ გამოდგება, თორემ ნახევარდაცვაში საერთოდ ნოლი იყო.

ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩაწოდებების იქით პრასვეტი არ გვაქვს, ერთადერთი მარსიალი აკეთებს ხოლმე დაბალ პასებს საჯარიმოს სიღრმეში, რაღაც ალტერნატივა მაინც იყო.
1
№8
ავტორი: Dato kutaisi
30 აპრილი 2018 17:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
ფელაინზე ისე მიხარია კონტრაკტს რომ არ აგრძელებს რომ რავი რა ვთქვა.გოლი გაიტანა კაი გაუარდა მარა ტიპი იმენა გაღმაა გასული... პოგბამ იმენა გაიჯეჯილა :)) პირველი ტაიმი უფრო მეაიამოვნა თუმცა მეორეს ბოლოც კაი იყო.
ის ხასიათმოთხნული მარსიაი სავარაუდოდ გააფსავს,კომენტატორი ღადაობდა ჩვეულ სტილში მოატყუა ფეხბურთელი და ჩვეულ სტილში არაზუსტი პასი გააკეთაო.
როდესაც ნახევარ საათით ადრე გიშვებენ მოედანზე მინიმუმ მონდომება ხო უნდა ანახო მამაძალი?! ტიპი ისეა მოღუშული გეგონება ვინმეს რამით ჯობია და კანის ფერის გამო ჩაგრავენ.
მაგარი ხასიათა მასტია და ეგ დაღუპავს როგორც ბევრი დაღუპა.
იმ სევენის სიოს კაი გაუარდა ისე :))

შენც ენტევეზე უყურებდი მივხვდი ხო ეგრე თქვა და ტყუილი არ უთქვამს.მოკლედ ამწვავებდა მხოლოდ მარსიალი უკვე მეორე ტაიმში მაგრამ ხასიათის ტიპი როა ეგ დაღუპავს მაგის კარიერას სულ
0
№9
ავტორი: AnnaBerkova
21 ივლისი 2018 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
№10
ავტორი: AllaGlotova
1 ოქტომბერი 2018 03:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top