თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 19:51
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1793,
კომენტარები: 13
შინჯი კაგავას ექსკლუზიური ინტერვიუ
შინჯი კაგავას ვრცელი ინტერვიუ manutd.com-თან
შინჯი კაგავას ექსკლუზიური ინტერვიუ
მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდის ბორუსიიდან" გადმოსვლის შემდეგ იაპონელმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, ის არაა კმაყოფილი თავისი თამაშით "იუნაიტედში".

მას შემდეგ, რაც მან მუხლის ტრამვის გამო გამოტოვა 2012 წლის ბოლო 15 შეხვედრა, ის მზადაა დაუმტკიცოს სერ ალექსს, რომ მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო და დაეხმაროს გუნდს პრემიერ ლიგის მოგებაში.

როგორ მოგწონთ ცხოვრება როგორც "მაჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი?

მე ძალიან კარგ გარემოში ვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან. ამასთანავე მე ვარ ისეთი გუნდის წევრი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" და ვიცი, რომ ჩვენგან ყოველთვის თასების მოგებას ელოდებიან, რომელიც ჯერ არ გაგვიკეთებია. ყველაფერი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ ვიმუშავო ძლიერი დატვირთვით. მე მიყვარს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ იმ ატმოსფეროთი რაც სტადიონზე სუფევს. ჩვენ ბევრჯერ შევძელით თამაშის შემოტრიალება, რაც ძალიან ძნელი გასაკეთებელია. როცა ჩენ 1-0-ს ვაგებთ და გოლს ვიტან გულშემატკივრები და ფეხბურთელები ვერთიანდებით, ეს ფანტასტიური გრძნობაა. ეს მომენტი ჩვენ ძალიან გვეხმარება და გრძნობა გვეუფლება, თითქოს ნებისმიერ მომენტში შეგვიძია გოლის გატანა.

რომელ "იუნაიტედის" ფეხბურთელთან გაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა?

მე ძალიან ბევრს ვსაუბრობ ალექსანდერ ბიუტნერთან, რომელსაც ჩემს მსგავსად პირველი სეზონი აქვს გუნდში. ასევე ხშირად ვკონტაქტობ დევიდ დე ჰეასთან, რომელიც ინგლისურის გაკვეთილებს მიტარებს. მე ძალიან ბევრს ვშრომობ ინგლისურის სასწავლად, რათა უკეთ შევძლო გუნდელებთან კომუნიკაცია.

ბევრი რამე ისწავლე "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის შესახებ?

დიახ, მე ვიცი ბევრი ისტორიული ფაქტი, მათ შორის მიუნხენის ავიაკატასტროფის შესახებ. პირადად ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, რომ ამ გუნდში თამაშობდა აზიელი ფეხბურთელი, ჯი-სუნგ პარკი. ასევე, როცა პატარა ვიყავი მე ვუყურებდი "იუნაიტედის" თამაშებს ტელევიზორში.

როგორ მოგწონთ მანჩესტერში ცხოვრება?

ამინდი არ არის ისეთი კარგი, როგორსაც ველოდი [იცინის]! ძალიან ხშირად წვიმს და სულ მოღრუბლულია. მაგრამ ამას შევეჩვიე უკვე. ჩემს სახლში კარგად ვისვენებ და ასევე ვიპოვე რამდენიმე ძალიან კარგი რესტორანი. ძალიან საიამოვნოა, რომ მანჩესტერში მხოლოდ ფეხბურთზე შემიძლია კონცენტრირება, რაც ძალიან კარგია ფეხბურთელეისთვის. ზოგჯერ მე ლონდონსაც ვსტუმრობ.

როგორ შეადარებ "იუნაიტედს" და "დორტმუნდის ბორუსიას"?

"დორტმუნდი" არის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელთაც არ აქვთ ბევრი გამოცდილება. მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთიანი და ძალიან ბევრს ვმუშაობდით. აქ,"მანჩესტერ იუნაიტედში" არის ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი, რომელთაც იციან როგორ ითამაშონ დიდი თამაშები. ამ კლუბს აქვს მოგებული უამრავი ტიტული და ვფიქრობ თითოეულ მათგანს აქვს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი შემტევი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ უამრავი მომენტი შექმნან და ასევე მოფლიო კლასის ფორვარდები რობინ ვან პერსი და უიენ რუნი.

როგორ შეაფესებდი შენს კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში"?

ჯერჯერობით მე არ ვარ კმაყოფილი, მე ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ. ასევე ხელს მიშლის ტრამვები. მე უნდა დამეძლია იმედგაცრუება რომელიც გამოწვეული იყო პირველივე სეზონში ტრამვის მიღებით. ახლა მე ყველაფერს ვცდილობ, რომ გავაკეთო ის რისი გაკეთებაც ტრამვის გამო ვერ შევძელი. როცა ასეთ კლუბში თამაშობ არსებობს დიდი ზეწოლა, მაგრამ მე მხოლოდ ვცდილობ ბევრი ვივარჯიშო და დარწმუნებული ვარ ეს შედეგს გამოიღებს.

დაგეხმარა თუ არა ის დრო, რომელიც სათადარიგო სკამზე გაატარე ტრამვის დროს, "იუნაიტედის" სტილის შესწავლაში და კლუბში ინტეგრაციაში?

მე ვუყურებდი თამაშებს სათადარიგო სკამიდან და წარმოვიდგენდი, რომ მე მოედანზე ვარ. მე ამ გუნდში ვარ და ვაკვირდები ჩემი თანაგუნდელების სტილს. როგორც შემტევი ფეხბურთელი, მე ვცდილობ კარგად შევისწავლო მათი სტილი და ვცდილობ მათ დავეხმარო თავიანთი შესაძლებლობის სრულად წარმოჩინებაში. ეს ყოველთვის ასეა, არა აქვს მნიშვნელობა მოედანზე ვიმყოფები თუ არა.

შენ ნათამაშები გაქვს ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე, ცენტრში და თავდამსხმლის უკან. შენი აზრით რომელი პოზიცია შეგეფერება ყველაზე უკეთ?

ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს თავდამსხმლის უკან, რომელ პოზიციაზეც ვთამაშობდი "დორტმუნდში". მაგრამ მე მხოლოდ მინდა, რომ ვიყო გუნდის ნაწილი. მე ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელს მოესურვება.

რა გასწავლათ "იუნაიტედის" გუნდურმა სულისკვეთებამ?

ძალიან რთულია იმ უნარის წარმოჩენა, რომ შეგიძლია წაგების დროს ძალების კონცენტრირება მოახდინო და თამაში შემოატრიალო. მაგრამ ამდენი გამოცდილი ფეხბურთელით ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვითამაშოთ მაშინაც კი, როცა ვაგებთ. ჩვენ ბევრჯერ მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება ამ სეზონში და ისე ჩანს თითქოს ეს მარტივია, თუმცა სინამდვილეში ეს ურთულესი გასაკეთებელია, ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომელიც "დორტმუნდში" მივიღე.

რას ფიქრობთ რობინ ვან პერსის შესახებ?

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს თითქმის ყველა თამაშში. რა თქმა უნდა, ის არის ტოპ კლასის ფეხბურთელი. ჩემთვის დიდი გამოცდილებაა მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობა. შეტევის დროს გუნდისთვის ყოველთვის დამაიმედებელია ის, რომ თავდასხმაში ჩვენ გვყავს უიენ რუნი და რობინ ვან პერსი.

როგორ სეზონს ჩათვლით წარატებულად?

დიდი გუნდისგან ითხოვენ, რომ მოიგოს ყველა თამაში და გახდნენ ჩემპიონები. ასე რომ, ეს ჩვენი მიზანია. მე შევეცდები ჩემი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო, ისე რომ, სეზონის ბოლოს შემეძლოს თქმა, რომ ტიტულის მოგებაში წვლილი მიმიძღვის.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2013 19:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აჰა მეც დავბრუნდიიი.

რედარმი.ჯის წარწერა გაუკეთეთ სურათს მე არ ვიცი როგორ კეთდება.
0
№2
ავტორი: UTD-Rule
8 თებერვალი 2013 19:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Vodafone,
გავუკეთე ^_^
რაც შეეხება კაგავას ტრავმები უშლის ხელს და იმედია მოუმატებს თამაშის ტემპს აწე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: love united
8 თებერვალი 2013 19:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..საინტერესოა...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2013 19:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასევე ხშირად ვკონტაქტობ დევიდ დე ჰეასთან, რომელიც ინგლისურის გაკვეთილებს მიტარებს


გაქრით თქვენ love კაგავას დიდი იმედი მაქვს, სამწუხაროა მისი ტრავმა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ აქვს, მე მჯერა შენი იაპონელო!
0
№5
ავტორი: BERDI
8 თებერვალი 2013 20:01
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგრად მევასსება კაგავა შეყვარებულა მანჩესტერზე და ძალიან კარგია იმედი მაქვს ბოლომდე ერთგული დარჩება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2013 20:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სამურაიი love
0
№7
ავტორი: Luka Gelashvili
8 თებერვალი 2013 20:58
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Vodafone,
დიდება შენს გამოჩენას :D .. საღოლ მაგარია ძაან ))))


"დორტმუნდი" არის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი

მართალი ხარ სამურაი ,დორმუნდიც მაგრად მევასება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: Beckham 7
8 თებერვალი 2013 22:07
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
იაპონელი სამურაი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№9
ავტორი: Jubo
8 თებერვალი 2013 22:52
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Vodafone,
საღოლ :)

ამან რით ვერ ისწავლა ინგლისური :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: Shako Jones
8 თებერვალი 2013 23:42
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ძაან მშრომელია და ბევრს მიაღწევს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top